თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2017, 11:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2098,
კომენტარები: 13
ფელაინი ახალ კონტრაქტს მიიღებს
"იუნაიტედის" ნახევარმცველი "ოლდ ტრაფორდზე" დარჩება.
ფელაინი ახალ კონტრაქტს მიიღებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" მარუან ფელაინის 12 თვით გაუხანგრძლივებს კონტრაქტს.

"იუნაიტედისთვის" მნიშვნელოვანმა პირებმა და ფეხბურთელთან დაკავშირებულმა წყარომ ESPN FC-ს აცნობა, რომ "ევერტონიდან" 2013 წელს 27.5 მლნ. ფუნტად შეძენილმა ფეხბურთელმა გასულ თვეში უკვე მოაწერა ხელი ახალ შეთანხმებას.

ESPN FC-სთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ მოურინიო ფელაინის გაშვებას არ აპირებს და 29 წლის ფეხბურთელის თაობაზე არავითარ წინადადებებს არ განიხილავს.

ამის ნაცვლად კლუბი ისარგებლებს უფლებით, რომელიც 2013 წელს გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით ენიჭება და ბელგიელთან შეთანხმებას 2018 წლის ივნისამდე გაახანგრძლივებს.

გამომდინარე იქიდან, რომ მორგან შნეიდერლინი მალე დატოვებს "ოლდ ტრაფორდს" და მოურინიო მზად არის, ბასტიან შვაინშტაიგერის შესახებაც განიხილოს წამოყენებული წინადადებები, ფელაინი ჟოზესთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად მიიჩნევა.

თავად ფეხბურთელსაც სურს "იუნაიტედში" დარჩენა, მიუხედავად იმისა, რომ "მონაკოდან" ტიმუე ბაკაიოკოს შეძენის შემთხვევაში მისი სათამაშო დრო კიდევ უფრო შემცირდება.

წყარო: espn
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Manstark_United
12 იანვარი 2017 11:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
როგორ ვთქვა გამიხარდა თქო,მაგრამ თუ აათამაშებს ჟოზე(როხოს მერე არ გამიკვირდება) რატომაც არა. feel თუმცაღა კერიკი პოგბა და მატა//ერერა,რომ უნდა იდგნენ ცენტრში ამას წყალი არ გაუვა.
1
№2
ავტორი: dachi_mu
12 იანვარი 2017 11:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
გაანებეთ ამ კაცს თავი რა :დ იყოს feel
0
№3
ავტორი: tyeshela1
12 იანვარი 2017 11:32
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ციტატა: Manstark_United
როგორ ვთქვა გამიხარდა თქო,მაგრამ თუ აათამაშებს ჟოზე(როხოს მერე არ გამიკვირდება) რატომაც არა. feel თუმცაღა კერიკი პოგბა და მატა//ერერა,რომ უნდა იდგნენ ცენტრში ამას წყალი არ გაუვა.

ამას ვერავინ აათამაშებს. უბრალოდ არ ფლობს საფეხბურთო ნიჭს რო რამე აჩვენოს მოედანზე.
2
№4
ავტორი: ikeoni
12 იანვარი 2017 11:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Dzalian kargi
0
№5
ავტორი: gaga1987
12 იანვარი 2017 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ეს უნდა იყოს კალათბურთელი

wink
0
№6
ავტორი: stepno
12 იანვარი 2017 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ტიმუე ბაკაიოკო რაა მაგრად მინდაააა feel
0
№7
ავტორი: ManchesterU
12 იანვარი 2017 13:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
კარგით რა გაათრიეთ რააა
0
№8
ავტორი: Lalana
12 იანვარი 2017 14:34
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
რაც არ უნდა იყოს,ამ კაცის ადგილს მაინც ვერ ვხედავ გუნდში,არ არის ეს იმ დონის რომ რაიმეში სასარგებლოდ გამოიყენო.თავით თამაშიც არ არის ამის პლიუსი,არ იცის პოზიციის სწორად შერჩევა,იმ შემთხვევაში იტანს თავით თუ მისი რომელიმე მოწინააღმდეგე შეცდება.მაინც ვფიქტობ რომ გასაშვებია და მის ადგილზე სხვა, უფრო მრავალფეროვანი ფეხბურთელია მოსაყვანი.ერთ მიზეზსაც ვერ ვხედავ იმისას თუ რატომ უნდა დაიტოვოს გუნდმა ეს.
1
№9
ავტორი: SANDROGRIGA
12 იანვარი 2017 14:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გაკეთებულ თამაშებში თუ შეუშვებს ბოლო წუთებზე კიდე არაუშავს, იყოს სათადარიგოზე თვითონ თუ არ ექნება წასვლის სურვილი
0
№10
ავტორი: giorgi_mg
12 იანვარი 2017 14:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
საჭირო ფეხბურთელია და ამას ყველაზე კარგად ჟოზე ხედავს. ვენდობი მის არჩევანს მიუხედავად იმისა ბუჩქის საფეხბურთო სტილი არ მომწონს
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top