თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2017, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2192,
კომენტარები: 14
სმოლინგი: "მატჩს თავდაჯერებულები ვხვდებით"
კრის სმოლინგი მომდევნო მატჩისთვის გამარჯვებათა სერიის მნიშვნელობაზე საუბრობს.
სმოლინგი:
კრის სმოლინგს მიაჩნია, რომ "ლივერპულთან" მატჩის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს იმაზე მეტი თავდაჯერებულობა ვერც კი ექნებოდა, რაც ზედიზედ ცხრა გამარჯვებამ შესძინათ.

ინგლისის ლიგის თასზე "ჰალ სიტისთან" ხუან მატასა და მარუან ფელაინის გოლებით მოპოვებული გამარჯვება ჟოზე მოურინიოს გუნდისთვის ზედიზედ მეცხრე გამოდგა ყველა ტურნირზე, საერთო ჯამში კი "იუნაიტედი" 15 მატჩია დაუმარცხებლად ასპარეზობს.

"იუნაიტედის" ყურადღება ახლა მთლიანად "ლივერპულთან" მატჩზეა გადატანილი და სმოლინგი აღნიშნავს, რომ გუნდის წევრები მატჩის მნიშვნელობას შესანიშნავად აცნობიერებენ.

"შაბათს "რედინგთან" მატჩამდე ვიცოდით, რომ წინ სამი მატჩი გვქონდა სამ სხვადასხვა ტურნირზე. ვიცოდით, რომ გამარჯვებების სერიის შენარჩუნების შემთხვევაში უფრო მეტი თავდაჯერებულობა ვერც კი გვექნებოდა სეზონის ერთ-ერთი უდიდესი მატჩის წინ. ყველა მოუთმენლად ელის.

ახლა ჩვენი ყურადღების მომდევნო მატჩზე გადატანა შეგვიძლია. ვფიქრობ, ოთხშაბათს ფორმას აღვიდგენთ, მერე კი რამდენიმე დღე გვექნება ტაქტიკაზე მუშაობისთვის, რათა გავერკვეთ, როგორ უნდა გავანეიტრალოთ ისინი და სერიის შესანარჩუნებლად ჩვენი თამაში ვითამაშოთ. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი ტურნირის ზედა ნაწილის გათვალისწინებით",
- განაცხადა სმოლინგმა.

27 წლის მცველი ორთვიანი უქმობის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს, მაგრამ "ჰალ სიტისთან" მატჩი მისთვის ზედიზედ მეოთხე შეხვედრა გამოდგა ბოლო პერიოდში.

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. სეზონის დასაწყისში აღმაშფოთებელი იყო, მაგრამ ახლა ფორმაში ვარ და ამ ბევრ მატჩში დაბრუნება კარგია. იმედი მაქვს, ჩემს წვლილს შევიტან და თამაშს გავაგრძელებ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 იანვარი 2017 10:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ერთი სული მაქ როდის მოვა 15 winked
1
№2
ავტორი: giotsitsila
12 იანვარი 2017 11:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
აბა თქვენ იცით!!!

სასაცილო ისაა ბიჭებო, რომ :) ვიღაცამ ლუზერპულის საიტზე დაწერა და განხილვა მოაწყვეს რომ ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა მოგება ჰალთან, ანგარიში გადაამოწმონ კარგი იქნებოდა :)
0
№3
ავტორი: RojoDiablo
12 იანვარი 2017 11:08
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
"ლივერპული" გუშინ საშინლად გამოიყურებოდა. ამ სეზონში კლოპის ასეთი გუნდი პირველად ვნახე. სტარიჯს რომ რაღაც ბარათი გადასცა მოედანზე, მაგის მერე ცოტა გამოსწორდნენ და როგორც იურგენმა თქვა, 3-5-2 ტაქტიკაზე გადავიდნენ, მაგრამ მხოლოდ რვა ფეხბურთელმა გაიგო, რა მინდოდა და თანაც ცვლილება ძალიან დავაგვიანეო.

ასე რომ, ჩვენთან გარკვეული კოზირი ექნებათ საჭიროების შემთხვევაში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Manstark_United
12 იანვარი 2017 11:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
არ უნდა მოვდუნდეთ.აგებენ,მაგრამ არ ნიშნავს რომ სუსტები არიან.ამ სეზონში კარგად თამაშობენ და ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ,რათა დავამარცხოთ და წინ წავიწიოთ.ამ გამარჯვებით ისე აირევა მთელი სატურნირო ცხრილი,რომ ახლიდან დაიწყება ყველაფერი.
1
№5
ავტორი: tyeshela1
12 იანვარი 2017 11:37
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ციტატა: RojoDiablo
"ლივერპული" გუშინ საშინლად გამოიყურებოდა. ამ სეზონში კლოპის ასეთი გუნდი პირველად ვნახე. სტარიჯს რომ რაღაც ბარათი გადასცა მოედანზე, მაგის მერე ცოტა გამოსწორდნენ და როგორც იურგენმა თქვა, 3-5-2 ტაქტიკაზე გადავიდნენ, მაგრამ მხოლოდ რვა ფეხბურთელმა გაიგო, რა მინდოდა და თანაც ცვლილება ძალიან დავაგვიანეო.

ასე რომ, ჩვენთან გარკვეული კოზირი ექნებათ საჭიროების შემთხვევაში.

3-5-2 ის ტაქტიკა არაა სადაც გუნდი უკანმოუხედავად წინ მიდის შეტევებში. თუ პირველი გაგვიტანეს შეიძლება ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშოს კლოპმა იმიტომ, რომ იცისი რანაირი დაცვაც ყავს. ანუ ბურთს იჭერენ მაგ ტაქტიკით მარა დაახლოებით იმ ფეხბურთს გავს რითაც წინა წელს ვან გაალი გვაწამებდა. მაგათ ჯერ ბევრი უკლიათ, რომ მაღალი დონის გუნდი დაერქვათ იმიტომ რომ არ ყავთ მაღალი დონის ფეხბურთელიბი ასე თუ ისე.
0
№6
ავტორი: ikeoni
12 იანვარი 2017 11:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Midi maiki deda unda movutynat
0
№7
ავტორი: RojoDiablo
12 იანვარი 2017 11:46
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: tyeshela1
3-5-2 ის ტაქტიკა არაა სადაც გუნდი უკანმოუხედავად წინ მიდის შეტევებში. თუ პირველი გაგვიტანეს შეიძლება ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშოს კლოპმა იმიტომ, რომ იცისი რანაირი დაცვაც ყავს. ანუ ბურთს იჭერენ მაგ ტაქტიკით მარა დაახლოებით იმ ფეხბურთს გავს რითაც წინა წელს ვან გაალი გვაწამებდა. მაგათ ჯერ ბევრი უკლიათ, რომ მაღალი დონის გუნდი დაერქვათ იმიტომ რომ არ ყავთ მაღალი დონის ფეხბურთელიბი ასე თუ ისე.

არა, რატომ. მაინცდამაინც ბურთის ფლობაზე არ კეთდება აქცენტი. ეს ტაქტიკა სწრაფი კონტრშეტევის გარანტიად უნდა იქცეს, მითუმეტეს, რომ ამისთვის საჭირო მოთამაშეები ჰყავთ და სწრაფი ფეხბურთის თამაშიც კარგად გამოსდით. უბრალოდ, გუშინ კლავანი იყო ძალიან ცუდი. რამდენი ბურთიც მოიგერია და ამოიტანა საჯარიმოდან, ყველა მეტოქეს ჩააბარა და "ლივერპული" ვეღარ გარბოდა კონტრშეტევაზე. თან "სოტონი" ისეთ აგრესიულ ფეხბურთს თამაშობდა, რომ "ლივერპული" ვერც კი მოძრაობდა ნორმალურად.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: bziki
12 იანვარი 2017 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ძალიან მაგარ დროს გვიწევს თამაში ფორმა აკრეფილი გვაქ ტრამვების გარეშე ვართ,ლივერპულს თავისი გაჭირვებია და უნდა გაგლიჯონ, პლიუს ოლტრაფორდი და მოუ მივემთ მოტივაციას, ერერამ უნდა იმუშაოს ძაან ბევრი ცენრში

მარცხნივ ვის დააყენებს ლინგარდს თუ მარსიალს ეგაა საქმე ნუ რეშფორდი ზამენიდან შევა და მოქანცულ მილნერს კარ დღეს არ დააყრის
1
№9
ავტორი: stepno
12 იანვარი 2017 13:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მაგარ ფორმაში იყო ძალიან დასანანია ტრამვა რო მიიღო :(( ეხლა ისეთ ფორმაში ნომდვილად არ არის :)))
0
№10
ავტორი: RED MAN
12 იანვარი 2017 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ძალიან კარგ ხასიათზე ხვდება გუნდი მატჩს თავდაჯერებულებიც ვართ და მოტივირება ორმაგია ალბათ ჯერ იმიტო რო მეტოქე ლივერპულია და მეორე გაგრძელდეს ეს შესანიშნავი სერია და ცხრილში ზემდგომი პოზიციები დავიკავოთ, ტრამვებიც არაა ასე რომ იუნაიტედი ფავორიტია თან თამაში ოლდ ტრაფორდზეა.
თუ პოზიციებს გადავხედავთ აშკარად იუნაიტედის საცვის ხაზი ბევრად კარგად გამოიყურება შედარებაც კიარ შეიძლება და კარის დარაჯიძ ჩვენი დათოც შეუდარებელია მოკლედ იუნაიტედს ბევრი ბერკეტი აქვს იმისთვის რომ ეს მატჩი მოიგონ ბიჩებმა
წარმატებები love
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top