თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2017, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2192,
კომენტარები: 14
სმოლინგი: "მატჩს თავდაჯერებულები ვხვდებით"
კრის სმოლინგი მომდევნო მატჩისთვის გამარჯვებათა სერიის მნიშვნელობაზე საუბრობს.
სმოლინგი:
კრის სმოლინგს მიაჩნია, რომ "ლივერპულთან" მატჩის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს იმაზე მეტი თავდაჯერებულობა ვერც კი ექნებოდა, რაც ზედიზედ ცხრა გამარჯვებამ შესძინათ.

ინგლისის ლიგის თასზე "ჰალ სიტისთან" ხუან მატასა და მარუან ფელაინის გოლებით მოპოვებული გამარჯვება ჟოზე მოურინიოს გუნდისთვის ზედიზედ მეცხრე გამოდგა ყველა ტურნირზე, საერთო ჯამში კი "იუნაიტედი" 15 მატჩია დაუმარცხებლად ასპარეზობს.

"იუნაიტედის" ყურადღება ახლა მთლიანად "ლივერპულთან" მატჩზეა გადატანილი და სმოლინგი აღნიშნავს, რომ გუნდის წევრები მატჩის მნიშვნელობას შესანიშნავად აცნობიერებენ.

"შაბათს "რედინგთან" მატჩამდე ვიცოდით, რომ წინ სამი მატჩი გვქონდა სამ სხვადასხვა ტურნირზე. ვიცოდით, რომ გამარჯვებების სერიის შენარჩუნების შემთხვევაში უფრო მეტი თავდაჯერებულობა ვერც კი გვექნებოდა სეზონის ერთ-ერთი უდიდესი მატჩის წინ. ყველა მოუთმენლად ელის.

ახლა ჩვენი ყურადღების მომდევნო მატჩზე გადატანა შეგვიძლია. ვფიქრობ, ოთხშაბათს ფორმას აღვიდგენთ, მერე კი რამდენიმე დღე გვექნება ტაქტიკაზე მუშაობისთვის, რათა გავერკვეთ, როგორ უნდა გავანეიტრალოთ ისინი და სერიის შესანარჩუნებლად ჩვენი თამაში ვითამაშოთ. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი ტურნირის ზედა ნაწილის გათვალისწინებით",
- განაცხადა სმოლინგმა.

27 წლის მცველი ორთვიანი უქმობის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს, მაგრამ "ჰალ სიტისთან" მატჩი მისთვის ზედიზედ მეოთხე შეხვედრა გამოდგა ბოლო პერიოდში.

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. სეზონის დასაწყისში აღმაშფოთებელი იყო, მაგრამ ახლა ფორმაში ვარ და ამ ბევრ მატჩში დაბრუნება კარგია. იმედი მაქვს, ჩემს წვლილს შევიტან და თამაშს გავაგრძელებ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
12 იანვარი 2017 14:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აუცილებლად მოსაგებია ეს თამაში
0
№12
ავტორი: JuanMata
12 იანვარი 2017 14:57
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
სივრცეები უნდა შევუზღუდოთ და კარგი პრესინგი ვეთამაშოთ.

საინტერესოა რა ტაქტიკას აირჩევს მოუ, 4-3-3 კერიკი-ერერა-პოგბათი ცენტრში მოედნი ცენტრს უკეთ გააკონტროლებს, მაგრამ მატა-მხითარიანის ყოლა შეტევაში დიდი პლიუსია, შეიძლება მატამ და მარსიალმა დაიწყონ ფლანგებზე და რეშფორდი-მხითარიანმა გააგრძელონ. კარგია, რომ სკამიდან თამაშის გამწვავება შეგვიძლია, ლივერპულზე უკეთესი რესური გვაქვს და მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

ტოტენჰემის მერე პირველი სერიოზული გამოცდაა, მოგებების სერია არ უნდა შევწყვიტოთ.
და ყველაზე დიდი კოზირი რაც გვაქვს ოლტრაფორდია.
0
№13
ავტორი: Phil Jones
12 იანვარი 2017 16:21
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მანე არა ყავთ, კოუტინიომ წუხელ ითამაშა პირველად და ისეთ პასებს აკეთებდა მენთეშაშვილი მეგონა, არც ჰენდერსონი იქნება დიდი ალბათობით და პლიუს ამას მანჩესტერი უმაგრეს ფორმაშია, ასე რომ ჰანდიკაპით უნდა მოვიგოთ...
0
№14
ავტორი: levionok
12 იანვარი 2017 17:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
mgonia rom Dzalian movigebt ai dzalian,matipi ibras gamcherebeli araa da rac ar unda rtuli dasajerebeli ar unda iyos manes gareshe vabshe araperi gundi ar aris,individualuradac unda movugot da taqtikiy xo saertod maus ar unda gauchirdes,mgonia rom lingardi daiwyebs dziritads
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top