თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2017, 23:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2302,
კომენტარები: 15
მოურინიომ და მატამ ფელაინის მხარდაჭერა გამოუცხადეს
"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელი ბელგიელს გამოექომაგნენ.
მოურინიომ და მატამ ფელაინის მხარდაჭერა გამოუცხადეს
მარუან ფელაინი ნამდვილად მიიღებს თავდაჯერებულობის მომატების მიზეზს სამშაბათს გატანილი გოლის, "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრების, ხუან მატასა და ჟოზე მოურინიოს კომენტარების შემდეგ.

ინგლისის ლიგის თასზე "ჰალ სიტის" კარში გატანილი გოლის შემდეგ ბელგიელმა მოედნის კიდესთან მიირბინა, სადაც მწვრთნელს გადაეხვია. "ევერტონთან" დეკემბერში მისი მიზეზით "იუნაიტედის" კარში გამოწვეული მატჩის შემდეგ, რაც "წითლების" ბოლო მოუგებელი მატჩია, ნახევარმცველი კრიტიკოსთა სამიზნე გახდა, მაგრამ მოურინიოს მას იმ დღესვე და მას შემდეგაც არაერთხელ გამოუტახა მხარდაჭერა.

მატა: "შეიძლება, მარუანი გრძნობს, რომ მწვრთნელს მისი სჯერა და ამიტომაც აღნიშნა ასე. მარუანის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან კლუბში მოსვლის დღიდან ძალიან რთული პერიოდი გამოიარა. მაგრამ დიდებული ადამიანია. დიდებული ბიჭია. ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯება ვარჯიშზე. მის გამო მოხარული ვარ.

ყველას კარგად ეწყობა. მას შემდეგ, რაც აქ მოვედი, ჩემი მეგობარი გახდა და გასახდელ ოთახში ყველასთან მეგობრობს. ყველას გაუხარდა მისი გოლი. როცა თანაგუნდელი ცუდ ვითარებაში იმყოფება და უჭირს, მხარი უნდა დავუჭიროთ.

ვფიქრობ, ამან მისი თავდაჯერებულობა უნდა გაზარდოს. კარგი იყო სტადიონზე მის სასახელოდ სიმღერის მოსმენა, რადგან ეს დაიმსახურა. ძლიერი, გამოცდილი ადამიანია. ახალგაზრდა არ არის. 29 წლისაა, ესე იგი, ფეხბურთში ბევრი რამ გადაუტანია, მაგრამ სასიამოვნო სულაც არ არის საკუთარ სტადიონზე თამაში და ცუდი ატმოსფეროს ქონა. მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ვფიქრობ, მომავალში ამან პოზიტიური გავლენა უნდა მოახდინოს.

როგორც ფეხბურთელს, გიადვილდება, როცა ყველასგან მხარდაჭერას გრძნობ. თავს უკეთეს მოთამაშედ გრძნობ. თავდაჯერებულობა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია და საბედნიეროდ, მარუანმა ეს დაიბრუნა".


მოურინიო: "აქ სწორედ ამიტომ ვარ, ფეხბურთელებს მხარი უნდა დავუჭირო, მითუმეტეს, რთულ სიტუაციაში. ძალიან ძლიერი მენტალიტეტი აქვს, სიტუაციას გაუმკლავდა და "ევერტონის" შემდეგ მატჩში მოედანზე გასვლას არ შეუშინებია.

ვფიქრობ, "რედინგის" წინააღმდეგ ფენომენალურად ითამაშა, დღეს კი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. გულშემატკივრების დინამიკა შეიცვალა. ჩემი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება და ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
11 იანვარი 2017 23:28
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
3d_5 მეტი რა გვეთქმის. ეს აპლოდისმენტები მარუანსაც თავისი საქმისადმი მიდგომის გამო, ფეხბურთელებსაც და განსაკუთრებით მოურინიოს.
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
12 იანვარი 2017 00:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
გამოგვადგება ეს კაცი
0
№3
ავტორი: kobinio
12 იანვარი 2017 00:25
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ამატირეს პირდაპირ ))
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
12 იანვარი 2017 01:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
Bolomde ki ixarjeba xolme Im saqmeshi rasac aketebs, Cudia tu kargi :D
0
№5
ავტორი: ikeoni
12 იანვარი 2017 01:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Sufta adamianuri momentia sagol ❤️
0
№6
ავტორი: Temo-Mu
12 იანვარი 2017 02:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
რაც არ უნდა იყოს შეცდომები ყველას მოსდის. ვერ ვიტყვი რომ ამ გოლის შემდეგ სასტავში უნდა იყოს მეთქი მაგრამ როგორც გამოჩნდა გულით ძალიან მაგარი ტიპია და ძალიან ევასება იუნაიტედი. კარგია რომ გვერდში ამოუდგნენ ფეხბურთელები და ასევე მწვრთნელიც. ბოლოს და ბოლოს თავით მაინც თამაშობს კარგად, ასე რომ არ არის ცუდი და იმედია უფრო გაქაჩავს. მთავარია არ მოდუნდეს. smile
1
№7
ავტორი: tupaca
12 იანვარი 2017 03:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
მარუანის რა გითხრათ :D მაგრამ ლივერპულის თამაშს ვუყურე და 3-0 უნდა წაეგო ათრია საუთჰემპტონმა და დაღალა მაგრად :D კოუტინიოც არაა ფორმაში ყვავებს ხოცავდა მარტო :D :D :D
1
№8
ავტორი: LASHQARA
12 იანვარი 2017 04:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ლომოოოო love am
1
№9
ავტორი: MEMPHIS 7
12 იანვარი 2017 08:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
კარგია ასეთი საქციელიი და მეგობრობა გასახდელში და მხარდაჭერა ფეხბურთელისადმი მოუს ევასება გიგანტებიი, აი მე მომკალი და არმევასება ეს ფეხბურთელი ტექნიკასთან ახლოსაც არაა

ასე იმ უსახელო ჰოლანდიელსაც რო დაუდგე გვერდით იქნებ რამე გამოსვლოდა. ჩემი აზრით 7ნომერი არიყო მისაცემი თავიდან და საერთოდ ამაყი ტიპია და თან მანჩესტერის ლიდერობა და ერთ დღეშიი რონალდოობა მოუნდა ამიტო არც ერთი გამოუვიდა და არც მეორეე ახლა წავიდეს უთფორდში და იქ იქნება ლიდერი თუ დინის მაინც აჯობა
0
№10
ავტორი: ერეკლე
12 იანვარი 2017 09:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება მატას ნათქვამიდან, რო ფელაინი "კაი გულის ბიჭია" და მწვრთნელი ვერ უტეხავს, რო არ ათამაშოს.

ციტატა: ერეკლე
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება მატას ნათქვამიდან, რო ფელაინი "კაი გულის ბიჭია" და მწვრთნელი ვერ უტეხავს, რო არ ათამაშოს.

გაიგეთ ხალხო არ არის ფელაინი მანჩესტერის დონის.
ტექნიკა 0, სიწრაფე 0, პასი 0, დარტყმა 0.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top