თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2017, 23:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2301,
კომენტარები: 15
მოურინიომ და მატამ ფელაინის მხარდაჭერა გამოუცხადეს
"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელი ბელგიელს გამოექომაგნენ.
მოურინიომ და მატამ ფელაინის მხარდაჭერა გამოუცხადეს
მარუან ფელაინი ნამდვილად მიიღებს თავდაჯერებულობის მომატების მიზეზს სამშაბათს გატანილი გოლის, "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრების, ხუან მატასა და ჟოზე მოურინიოს კომენტარების შემდეგ.

ინგლისის ლიგის თასზე "ჰალ სიტის" კარში გატანილი გოლის შემდეგ ბელგიელმა მოედნის კიდესთან მიირბინა, სადაც მწვრთნელს გადაეხვია. "ევერტონთან" დეკემბერში მისი მიზეზით "იუნაიტედის" კარში გამოწვეული მატჩის შემდეგ, რაც "წითლების" ბოლო მოუგებელი მატჩია, ნახევარმცველი კრიტიკოსთა სამიზნე გახდა, მაგრამ მოურინიოს მას იმ დღესვე და მას შემდეგაც არაერთხელ გამოუტახა მხარდაჭერა.

მატა: "შეიძლება, მარუანი გრძნობს, რომ მწვრთნელს მისი სჯერა და ამიტომაც აღნიშნა ასე. მარუანის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან კლუბში მოსვლის დღიდან ძალიან რთული პერიოდი გამოიარა. მაგრამ დიდებული ადამიანია. დიდებული ბიჭია. ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯება ვარჯიშზე. მის გამო მოხარული ვარ.

ყველას კარგად ეწყობა. მას შემდეგ, რაც აქ მოვედი, ჩემი მეგობარი გახდა და გასახდელ ოთახში ყველასთან მეგობრობს. ყველას გაუხარდა მისი გოლი. როცა თანაგუნდელი ცუდ ვითარებაში იმყოფება და უჭირს, მხარი უნდა დავუჭიროთ.

ვფიქრობ, ამან მისი თავდაჯერებულობა უნდა გაზარდოს. კარგი იყო სტადიონზე მის სასახელოდ სიმღერის მოსმენა, რადგან ეს დაიმსახურა. ძლიერი, გამოცდილი ადამიანია. ახალგაზრდა არ არის. 29 წლისაა, ესე იგი, ფეხბურთში ბევრი რამ გადაუტანია, მაგრამ სასიამოვნო სულაც არ არის საკუთარ სტადიონზე თამაში და ცუდი ატმოსფეროს ქონა. მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ვფიქრობ, მომავალში ამან პოზიტიური გავლენა უნდა მოახდინოს.

როგორც ფეხბურთელს, გიადვილდება, როცა ყველასგან მხარდაჭერას გრძნობ. თავს უკეთეს მოთამაშედ გრძნობ. თავდაჯერებულობა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია და საბედნიეროდ, მარუანმა ეს დაიბრუნა".


მოურინიო: "აქ სწორედ ამიტომ ვარ, ფეხბურთელებს მხარი უნდა დავუჭირო, მითუმეტეს, რთულ სიტუაციაში. ძალიან ძლიერი მენტალიტეტი აქვს, სიტუაციას გაუმკლავდა და "ევერტონის" შემდეგ მატჩში მოედანზე გასვლას არ შეუშინებია.

ვფიქრობ, "რედინგის" წინააღმდეგ ფენომენალურად ითამაშა, დღეს კი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. გულშემატკივრების დინამიკა შეიცვალა. ჩემი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება და ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: mogeba
12 იანვარი 2017 11:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
xo erti simagleaq da xandaxan tavze tu gartyamen itans manchwstwrs swrafi jkviani igroki unda daushav kont shetevaze daijiron felain ver ki dainaxavs ise chauqrolebel evertonidan ro iyides mashinve winagmdegi viyavi sheileb kargi bijia da kargi megobari magram a. formas ar uxdebi
0
№12
ავტორი: Manstark_United
12 იანვარი 2017 11:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
გასაგებია რაც ხდება და არ უნდა ამას მწვავე რეაქცია.გუნდში ყველა მხარს უჭერს ერთმანეთს და ეს ძალიან კარგია.მუხტი შეიქმნა და თუნდაც იმის ფასად,რომ ფელაინიმ ერთი-ორი გოლი გაიტანოს არაუშავს. belay
0
№13
ავტორი: Ibragimovich.
12 იანვარი 2017 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
Afelaini jer ara mzad am donis fexburtis satamashot, da imedia liverpultan ar atamashebs, simaxle aq magram texnika ara
0
№14
ავტორი: stepno
12 იანვარი 2017 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიან მაგრად მომწონს ფელაა უბრალოდ ისეთი ჟილკიანი ტიპია და მართლა მთელი გულით და სულით თამაშობს მანუსთვის და იმედია ესე გაარგრძელებს და რაც მთავარია შედეგიანი იქნებ. შეცვლაზე ჩემი აზრით ძალიან კარგათ ერთვება და არაა ცუდი ამის ზამენიდან შემოყვანა დაღლილ ფეხბურთელებთან მითუმეტეს.
0
№15
ავტორი: JuanMata
12 იანვარი 2017 14:39
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ეს მხარდაჭერა და შეკრულობა ძალიან კარგია, მაგრამ ფელაინის თამაშში პენალტი ყველაზე ნაკლები პრობლემა იყო, ართმევაზე და ბრძოლაში კარგია, მაგრამ ამის მეტი არაფერი იცის ნორმალურად.

პასებს და გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას თუ დაამუღამებს, კერიკის ნახევარი მაინც თუ გახდება შეტევის ორგანიზებაში, ძაან მაგარი საყრდენი იქნება, მაგრამ ასე მარტო ტემპის დასაგდებად და თამაშის მოსაკლავად შეგიძლია გამოიყვანო.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top