FIFA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელის გამოვლენისას მოურინიოსა და ვენგერს ხმა არავინ მისცა.
FIFA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზე წარდგენილმა ჟოზე მოურინიომ და არსენ ვენგერმა ვერცერთი ხმა ვერ მიიღეს.
"ლესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი 2015/16 წლების სეზონის შედეგების მიხედვით წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. მისმა გუნდმა გასულ სეზონში პრემიერ ლიგა მოიგო.
მაგრამ მსოფლიოს ეროვნული ნაკრებების კაპიტნებმა, მწვრთნელებმა და მედიის წარმომადგენლებმა არც მოურინიოს მისცეს ხმა და არც ვენგერს.
რანიერის გამოკითხულთა ხმების 22.6% ერგო, ხოლო მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს 16.56%, რაც შეეხება ევროპის ჩემპიონ ფერნანდუ სანტუშს, მან ხმების 16.24% დააგროვა.
"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე პრემიერ ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელია, რომელმაც საერთოდ ვერ მიიღო ხმა, ხოლო პეპ გვარდიოლა და იურგენ კლოპი პოპულარული არჩევანი იყვნენ.
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ თავისი ხმა "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს მისცა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, ფერნანდუ სანტუშს.
წყარო:
goal.com