თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2017, 17:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2501,
კომენტარები: 14
პრემიერ ლიგის გრანდები ერთმანეთს ბაკაიოკოსთვის შეეცილებიან
"მონაკოს" ნახევარმცველი "იუნაიტედის" პრიორიტეტული სამიზნეა.
პრემიერ ლიგის გრანდები ერთმანეთს ბაკაიოკოსთვის შეეცილებიან
"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის გუნდებთან სამმაგ ბრძოლაში ჩაერთვება, რათა ტიემუ ბაკაიოკოს შეძენა მოახერხოს.

საფრანგეთის 21-წლამდელთა გუნდის წევრი ჟოზე მოურინიოს პრიორიტეტულ სამიზნედ იქცა, რადგანაც პორტუგალიელ სპეციალისტს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ნახევარდაცვის გაძლიერება სურს.

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელით პეპ გვარდიოლა და ანტონიო კონტეც ინტერესდებიან.

იმდენად დიდია ბაკაიოკოსადმი ინტერესი, რომ "მონაკომ" უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია და ცხადყო, რომ იანვარში მასთან განშორებას არ აპირებს. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტები ბაკაიოკოს 25 მლნ. ევროდ აფასებენ.

"მონაკომ" ბოლო წლებში საკმაოდ სარფიანი ტრანსფერი განახორციელა, როცა ენტონი მარსიალის "იუნაიტედში" გაყიდვით ჯამში 80 მლნ. ევრო მიიღო.

მოურინიო "იუნაიტედისგან" ისეთი გუნდის შექმნას აპირებს, რომელიც ევროპაში დომინირებას შეძლებს, ამიტომაც იანვარში "ახალი ექვსიანის" გადაბირებას მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს.

"რენიდან" სამი წლის წინ 6 მლნ. ევროდ შენაძენმა ბაკაიოკომ გასულ სეზონში "მონაკოს" პირველ გუნდში დაიმკვიდრა თავი.

ორთაბრძოლებში გამორჩეული, ბურთის ფლობისას კომფორტულად მოქმედი კარგი მეპასე ნემანია მატიჩის სტილს მოგაგონებთ, რომელიც მოურინიოს "ჩელსის" მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა.

იმისათვის, რომ ბაკაიოკოს "ოლდ ტრაფორდზე" ადგილი გაუთავისუფლოს, მოურინიო მორგან შნეიდერლინთან განშორებისთვის მზად არის. ასევე მოისმენს ბასტიან შვაინშტაიგერის შესახებ წინადადებებს.



წყარო: mirror
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
9 იანვარი 2017 17:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
პოგბას ნაირი მოძრაობა კი აქვს ისე და არ იქნება ურიგო ეტყობა რო ნიჭიერი ბიჭია მოიყვანონ მარა მე ვფიქრობ რო ერთი მცველი დაიმატოს ამ ზამთარში და ზაფხულში დიდი დრო ექნება არჩევისთვის ჟოზეს ექსპერიმენტების დრო არ გვაქ ზამთარში ეხა კიდე გადასაბმელი გვაქ მოგებების სერიები რო მოვხდეთ 4ხეულში და ამოტო ერთი მცველი დაიმატოს ათამაშოს თასებზე და პირველად და თუ დაევასა ჯონსის და როხოს დუეტს მიუბჯინოს
1
№2
ავტორი: Manstark_United
9 იანვარი 2017 17:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
zafxulshi kerikis shemcvlelia mosayvani. ai pogba aris shemtevi stilis naxevarmcveli da dacvit funqciebs didad ver itavsebs. mas schirdeba tipiuri sayedeni mewyviled. da tu am bichs mag funqciis shetavseba sheudzlia.ratomac ar unda sheidzinon.amastan marcxena mcvelis probelmaa mosagvarebeli gundshi da +grizmanis transferi tu gachalichda mere chveni gamcherebeli dznelad moipoveba (tu moipoveba)
1
№3
ავტორი: Darkness
9 იანვარი 2017 17:15
  • სიახლეები: 32
  • კომენტარები: 28
რამდენჯერმე ვუყურე მონაკოს თამაშს წლევანდელ სეზონში და მართლა ძალიან კარგ დუეტს ქმნიან ეს და ფაბინიო საყრდენ ზონაში, მაგრამ მე პირადად ფაბინიოს ყიდვას უფრო ვემხრობი, საყრდენადაც კარგია და მარჯვენა მცველადაც, თუმცა ბაკაიოკოც კარგი ახალგაზრდა მოთამაშეა, ფიზიკურად ძლიერია და პრემიერლიგაში თავის გამოჩენაც შეუძლია
1
№4
ავტორი: stepno
9 იანვარი 2017 18:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
2 პოგბა ცუდი არაა wink
1
№5
ავტორი: ikeoni
9 იანვარი 2017 18:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Araa cudi igroki Piriqit
1
№6
ავტორი: LASHQARA
9 იანვარი 2017 18:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
გამიხარდება ამის ნახვა მანჩესტერის რიგებში love am
1
№7
ავტორი: kantona-7
9 იანვარი 2017 18:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ძაან კარგი იგროკია და ვისაც გინახიათ მონაკოს თამაში ამსეზონში აუცილებლად დაგამახსოვრდებოდათ ამბიჭის თამაში ძაან კაი იგროკია და ძაან კარგად შლის შეტევებს
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: PaLoMo
9 იანვარი 2017 20:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4133
ცუდი ბიჭი არ ჩანს მითუმეტეს ახალგაზრდაა და შესანიშნავი იქნებოდა ;)
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: Gigo
9 იანვარი 2017 20:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
საყრდენია არი ეგა თU იცით ?
1
№10
ავტორი: SANDROGRIGA
9 იანვარი 2017 20:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მონაკოდი კარგი ტალანტები იზრდებიან და ბაკაიოკოც არაა გამონაკლისი
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top