"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის გუნდებთან სამმაგ ბრძოლაში ჩაერთვება, რათა ტიემუ ბაკაიოკოს შეძენა მოახერხოს.
საფრანგეთის 21-წლამდელთა გუნდის წევრი ჟოზე მოურინიოს პრიორიტეტულ სამიზნედ იქცა, რადგანაც პორტუგალიელ სპეციალისტს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ნახევარდაცვის გაძლიერება სურს.
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელით პეპ გვარდიოლა და ანტონიო კონტეც ინტერესდებიან.
იმდენად დიდია ბაკაიოკოსადმი ინტერესი, რომ "მონაკომ" უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია და ცხადყო, რომ იანვარში მასთან განშორებას არ აპირებს. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტები ბაკაიოკოს 25 მლნ. ევროდ აფასებენ.
"მონაკომ" ბოლო წლებში საკმაოდ სარფიანი ტრანსფერი განახორციელა, როცა ენტონი მარსიალის "იუნაიტედში" გაყიდვით ჯამში 80 მლნ. ევრო მიიღო.
მოურინიო "იუნაიტედისგან" ისეთი გუნდის შექმნას აპირებს, რომელიც ევროპაში დომინირებას შეძლებს, ამიტომაც იანვარში "ახალი ექვსიანის" გადაბირებას მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს.
"რენიდან" სამი წლის წინ 6 მლნ. ევროდ შენაძენმა ბაკაიოკომ გასულ სეზონში "მონაკოს" პირველ გუნდში დაიმკვიდრა თავი.
ორთაბრძოლებში გამორჩეული, ბურთის ფლობისას კომფორტულად მოქმედი კარგი მეპასე ნემანია მატიჩის სტილს მოგაგონებთ, რომელიც მოურინიოს "ჩელსის" მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა.
იმისათვის, რომ ბაკაიოკოს "ოლდ ტრაფორდზე" ადგილი გაუთავისუფლოს, მოურინიო მორგან შნეიდერლინთან განშორებისთვის მზად არის. ასევე მოისმენს ბასტიან შვაინშტაიგერის შესახებ წინადადებებს.