თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3047,
კომენტარები: 11
ვუდვორდი მენდეშს სამ ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად შეხვდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი სატრანსფერო საქმიანობას კვლავ აქტიურად ახორციელებს.
ვუდვორდი მენდეშს სამ ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად შეხვდა
ჟორჟე მენდეში "მანჩესტერ იუნაიტედთან" სამი ტრანსფერის შესახებ აწარმოებს მოლაპარაკებებს.

პორტუგალიელი საფეხბურთო აგენტის გავლენა და მნიშვნელობა "წითელი ეშმაკების" სატრანსფერო საქმიანობაში სულ უფრო იზრდება.

მენდეში ჟოზე მოურინიოს ორი სატრანსფერო სამიზნის, ჟოზე ფონტესა და ვიქტორ ლინდელეფის აგენტიც გახლავთ.

22 წლის ლინდელეფის ტრანსფერი დასასრულს უახლოვდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მოურინიომ განაცხადა, ზამთარში მცველს არ შეიძენდა, "იუნაიტედი" მზადაა, 38 მილიონი ფუნტი გადაუხადოს "ბენფიკას" და ვიქტორი თავის რიგებში გადაიბიროს.

მოურინიოს ევროპის ჩემპიონატზე გამორჩეული თანამემამულე ფონტეც სურდა, თუმცა მისდამი ინტერესმა თანდათან იკლო.

არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ ფონტემ "საუთჰემპტონის" დატოვების შემდეგ "ბენფიკას" მიაშუროს, სადაც ლინდელეფს შეცვლის.

გუშინ კი მენდეში ვუდვორდს არა მარტო მცველების, არამედ მადრიდის "რეალის" შემტევის, ხამეს როდრიგესის თაობაზეც გაესაუბრა.

25 წლის კოლუმბიელს "ოლდ ტრაფორდზე" ჟოზე მოურინიოსთან გაერთიანება სურს. ჯერჯერობით არავითარი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ სამივე ზემოაღნიშნული ტრანსფერი განხორციელდება, მაგრამ რაც უფრო მეტი დღე გადის სატრანსფერო ბაზრის მიმდინარეობისას, მენდეში სულ უფრო მნიშვნელოვანი ადამიანი ხდება.

წყარო: dailystar
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: DRJBECKHAM
9 იანვარი 2017 13:06
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
მენდეში იმდენის აგენტია არ ვიცი ვისზე ვიფიქრო. იმედია ლინდელოფი ამოუვარდება თავიდან და ზუმას ან ლაორტეს ან კიდე ვარანს მიადგება. რატო არ შეიძლება რო 30-40 მილიონი გადავიხადოთ ვთავათ ბოატენგში
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
9 იანვარი 2017 13:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რა აღარ იწერება ლინდელოფზე ვერ გაიგებ ვერაფერს
0
№3
ავტორი: Phil Jones
9 იანვარი 2017 13:57
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეს მენდეში რაიოლაზე უარესი ვაჭარია _))
0
№4
ავტორი: ikeoni
9 იანვარი 2017 14:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Es mendeshic kai gaqeqiliaa)))
0
№5
ავტორი: floyd41k
9 იანვარი 2017 14:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
ცენტრალური მცველი გვჭირდება აუცილებლად და ლინდელოფი კაი ვარიანტია,მე სელტიკშიც მომწონდა ვან დეიკი და ნახეთ ეხლა რა ფასი აქვსს,უნდა ვიყიდოთ ლინდელოფი,ხამესის ადგილი არაა მანჩეში გრიზმანი უფრო მოერგება მანჩეს,სამედუც უნდა ვიყიდოთ სანამ ბავარიამ აგვახია
0
№6
ავტორი: reddevil12
9 იანვარი 2017 14:49
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
რა როდგრიგესი ხოარ უბერავენ ესენი სად წავიღო აღარ ვიციო მოურინიომ იმდენი ფეხბურთელი მყავს შეტევაშიო და ახლა როდრიგესს მოიყვანს ?
0
№7
ავტორი: JuanMata
9 იანვარი 2017 14:59
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ეს ხამესი სადღა უნდა ათამაშოს, მინიმუმ სამი ფეხბურთელი გვყავს 10-იანზე, რუნი, მატა და მიკი, ხანდახან პოგბაც კი დგება.

ლინდელეფს რაც შეეხება, არამგონია რამე შეცვალოს დაცვაში ახლა, ჯონსი როხო ასე თუ ისე სტაბილურად თამაშობენ, პლიუს სმოლინგი გვყავს და აფრიკის თასიდან ბაიიც დაბრუნდება. კარგად მიდის გუნდი და ექსპერიმენტები შუა სეზონში დაცვაში ცოტა ზედმეტია.

რატომღაც არაფერი იწერება საყრდენებზე, მაგრამ კერიკის შემცვლელი გვჭირდება სამომავლოდ.

ისე, მოუს ადგილას ბლინდს მოვსინჯავდი საყრდენად რამე მარტივ მატჩში. დაცვის ცენტრში მაგას არ დააბრუნებს, ფლანგზე დიდად არ ბრწყინავს და ერთი პოზიცია ეს დარჩა, თან ვან გაალის დროს დასაწყისში რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარა ამ პოზიციაზე.
0
№8
ავტორი: shotkin
9 იანვარი 2017 17:13
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ხამესი საერტოდ არმინდა მანიუში გრიზმანი მოიყვანონ და წინ მეტი აღარავინ იქნება საჭირო ერთი კარგი ჩამშლელი დაითრიონ და მარცხენა მცველი დალშე არსად გაზლიერება არგვინდა მარა ეს ლინდელოფი მომწონს და ტუიყიდიან ამგასაც წინაარმდეგი არვიქნები
1
№9
ავტორი: stepno
9 იანვარი 2017 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ცენტრალური მცველი გვინდა როხოს ტრამვის მერეე
0
№10
ავტორი: gache1991
9 იანვარი 2017 18:20
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
არ ვიცი რაღაც ზედმეტად გადაჭარბებული მგონია ამის ფასი,მითუმეტეს აროუკას მარიტიმოს ფეირენსეს და ეგეთი კამადების ბანძ გუნდებს თუ კარგად ეთამაშა არ ნიშნავს რო აქ ვარსკვლავებს მოწყვიტავს..ამხელა ფულს თუ ვიხდით დავამატოთ 10 და ბონუჩი ვიყიდოთ,ან რავი,ამას ვანდეიკიც მირჩევნია და ჰიოვედესიც რომელზეც ძააან ბევრჯერ ამბობდნენ მანჩეს უნდაო..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top