"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი სატრანსფერო საქმიანობას კვლავ აქტიურად ახორციელებს.
ჟორჟე მენდეში "მანჩესტერ იუნაიტედთან" სამი ტრანსფერის შესახებ აწარმოებს მოლაპარაკებებს.
პორტუგალიელი საფეხბურთო აგენტის გავლენა და მნიშვნელობა "წითელი ეშმაკების" სატრანსფერო საქმიანობაში სულ უფრო იზრდება.
მენდეში ჟოზე მოურინიოს ორი სატრანსფერო სამიზნის, ჟოზე ფონტესა და ვიქტორ ლინდელეფის აგენტიც გახლავთ.
22 წლის ლინდელეფის ტრანსფერი დასასრულს უახლოვდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მოურინიომ განაცხადა, ზამთარში მცველს არ შეიძენდა, "იუნაიტედი" მზადაა, 38 მილიონი ფუნტი გადაუხადოს "ბენფიკას" და ვიქტორი თავის რიგებში გადაიბიროს.
მოურინიოს ევროპის ჩემპიონატზე გამორჩეული თანამემამულე ფონტეც სურდა, თუმცა მისდამი ინტერესმა თანდათან იკლო.
არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ ფონტემ "საუთჰემპტონის" დატოვების შემდეგ "ბენფიკას" მიაშუროს, სადაც ლინდელეფს შეცვლის.
გუშინ კი მენდეში ვუდვორდს არა მარტო მცველების, არამედ მადრიდის "რეალის" შემტევის, ხამეს როდრიგესის თაობაზეც გაესაუბრა.
25 წლის კოლუმბიელს "ოლდ ტრაფორდზე" ჟოზე მოურინიოსთან გაერთიანება სურს. ჯერჯერობით არავითარი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ სამივე ზემოაღნიშნული ტრანსფერი განხორციელდება, მაგრამ რაც უფრო მეტი დღე გადის სატრანსფერო ბაზრის მიმდინარეობისას, მენდეში სულ უფრო მნიშვნელოვანი ადამიანი ხდება.
წყარო:
dailystar