თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2017, 19:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2329,
კომენტარები: 11
სტამი: "მიყვარს "იუნაიტედის" გულშემატკივარი"
იაპ სტამი გულშემატკივართა დახვედრით კმაყოფილია.
სტამი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა იაპ სტამმა ინგლისის თასის მატჩის შემდგომ განაცხადა, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივრების დახვედრით კმაყოფილია და ძალიან უყვარს "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჰოლანდიელი თბილად მიიღო "ოლდ ტრაფორდმა" და იგი აპლოდისმენტებით გააცილეს, როცა ინგლისის თასის მესამე რაუნდის მატჩის დასრულების შემდეგ გასახდელისკენ მიემართებოდა.

სტამი "რედინგს" საკმაოდ წარმატებით წვრთნის და მისი გუნდი ჩემპიონშიპში მესამე ადგილზე იმყოფება, საიდანაც პრემიერ ლიგაში მოსახვედრად იბრძვის.

მიუხედავად იმისა, რომ სტამმა მხოლოდ სამი სეზონი გაატარა "იუნაიტედში", მან გულშემატკივართა შორის სიყვარული დაიმსახურა.

"მიყვარს ეს გულშემატკივრები. რა თქმა უნდა, მატჩის მიმდინარეობისას ყოველ წამს მათ ხელს ვერ დავუქნევდი, როცა ჩემზე მღეროდნენ, რადგან თამაშისთვის, ჩემი ფეხბურთელებისთვის უნდა მედევნებინა თვალი და მოედნის კიდედან მათი დახმარება მეცადა კონტაქტის დამყარებით, მაგრამ ასე თუ იმღერებენ, რთულია დამყარება, ამიტომ ხანდახან ხმას უნდა დაუწიონ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც დღეს გააკეთეს ჩემთვის. აქ დიდებული პერიოდი გავატარე, მომწონდა ჩემი ყოფნა "იუნაიტედში" და მიყვარს ეს გულშემატკივრები, ამიტომაც დიდებულია აქ დაბრუნება", - განაცხადა ჰოლანდიელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
8 იანვარი 2017 19:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ძალიან მაგარი გულშემატკივრები ყავს იუნაიტედს და რა თქმა უნდა, ხმას არც დაუწევენ თუ კიდევ არ აუწიეს. ლივერპულთან იქნება ძალიან მაგარი გარემო.
2
№2
ავტორი: tyeshela1
8 იანვარი 2017 19:10
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
მსოფლიოს ერთ ერთი უდიდესი ცენტრნმცველუ
0
№3
ავტორი: Gamkrelidze
8 იანვარი 2017 19:17
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ლივერპულთან ისეთი ატმოსფერო იქნება რო საერთოდ დაავიწყდებათ თავიანთი you will never walk alone თუ რაღაც მახინჯობა wink
2
№4
ავტორი: Phil Jones
8 იანვარი 2017 19:42
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
აი რა არის მანჩესტერი, ჯემბა-ჯემბაც რო დაბრუნდეს ასე მანჩესტერში დარწმუნებული ვარ რომ ტაშს დაუკრავენ, ოღონდ ტევესი და ისეთ ხალხზე არ მაქვს საუბარი ვინც უღირსად დატოვა გუნდი, საბედნიეროდ ბევრი არაა მასე, მე თუ მკითხავს კაცი რონალდომ ტევესზე უარესად დატოვა გუნდი, კაცი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ყოველ წელს ლიგის ფინალში გადიოდა, ხელფასი ყველაზე მეტი ჰქონდა და იმიტო წავიდა გუნდიდან რომ მადრიდში ცხოვრება არჩია, ანუ ცხოვრების სტილმა მეტი გავლენა იქონია ვიდრე გუნდმა და ფეხბურთმა, ამიტომ მე პირადად არ ვცემ პატივს რონალდოს...
1
№5
ავტორი: niksonpro101
8 იანვარი 2017 19:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 98
ციტატა: GaMkReLa
ლივერპულთან ისეთი ატმოსფერო იქნება რო საერთოდ დაავიწყდებათ თავიანთი you will never walk alone თუ რაღაც მახინჯობა wink

არა ძმა მაგაზე მახინჯობას როგორ ამბობ მე ვთვლი რო ჩვენ და ლივერპულს საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს და თუ ოლდ ტრაფორდზეა თამაში იასნა უნდა გავმუტლოთ თან ისე რო ლივერპულის მოედანიც კი აერიოთ
0
№6
ავტორი: Phil Jones
8 იანვარი 2017 19:47
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: GaMkReLa
ლივერპულთან ისეთი ატმოსფერო იქნება რო საერთოდ დაავიწყდებათ თავიანთი you will never walk alone თუ რაღაც მახინჯობა wink

ისე სამწუხაროდ ოლდ ტრაფორდი უფრო მშვიდი და სოლიდური გახდა ვიდრე ეს ადრე იყო, ეხლა გასვლით თამაშებზე უფროდადიან გიჟი ფანები...

ციტატა: niksonpro101
ციტატა: GaMkReLa
ლივერპულთან ისეთი ატმოსფერო იქნება რო საერთოდ დაავიწყდებათ თავიანთი you will never walk alone თუ რაღაც მახინჯობა wink

არა ძმა მაგაზე მახინჯობას როგორ ამბობ მე ვთვლი რო ჩვენ და ლივერპულს საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს და თუ ოლდ ტრაფორდზეა თამაში იასნა უნდა გავმუტლოთ თან ისე რო ლივერპულის მოედანიც კი აერიოთ

არა არაა მთლად მასე, იცი რომ ლივერპულის ფანებმა სიმღერა დაწერე მიუნხენის ტრაგედიაზე და დასცინეს მაგ სიმღერით? საბედნიეროდ ყველა მასე არაა, მაგრამ არის ფანთა ჯგუფი რომელიც მღერის ხოლმე მაგას. ამის ფონზე კიდე მაგათი ჰიმნის დედაც...
0
№7
ავტორი: Gamkrelidze
8 იანვარი 2017 19:47
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ციტატა: niksonpro101
ციტატა: GaMkReLa
ლივერპულთან ისეთი ატმოსფერო იქნება რო საერთოდ დაავიწყდებათ თავიანთი you will never walk alone თუ რაღაც მახინჯობა wink

არა ძმა მაგაზე მახინჯობას როგორ ამბობ მე ვთვლი რო ჩვენ და ლივერპულს საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს და თუ ოლდ ტრაფორდზეა თამაში იასნა უნდა გავმუტლოთ თან ისე რო ლივერპულის მოედანიც კი აერიოთ

რაც არ უნდა პატივს ვცემდეთ გულში მაინც არ მევასებიან და რა ვქნა wink
0
№8
ავტორი: stepno
8 იანვარი 2017 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
უნდა დავავიწყოთ ლივერპულს ყველაფერი გაოგნებულები უნდა დავტოვოთ სასწაულად გვჭირდება ეგ 3 ქულა და დარწმუნებული ვარ ყველანაირი ფინალის ტოლფასია ეს თამასი ორივე გუნდისთვის საოცარი თამაში იქნება.

უნდა დავავიწყოთ ლივერპულს ყველაფერი გაოგნებულები უნდა დავტოვოთ სასწაულად გვჭირდება ეგ 3 ქულა და დარწმუნებული ვარ ყველანაირი ფინალის ტოლფასია ეს თამასი ორივე გუნდისთვის საოცარი თამაში იქნება.
0
№9
ავტორი: ikeoni
8 იანვარი 2017 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Saocari gulshematkivrebi gvyavs❤️
0
№10
ავტორი: DIORDI
8 იანვარი 2017 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
მინდა ოლდ ტრაპორდზე მაგარაიაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top