თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2017, 19:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2330,
კომენტარები: 11
სტამი: "მიყვარს "იუნაიტედის" გულშემატკივარი"
იაპ სტამი გულშემატკივართა დახვედრით კმაყოფილია.
სტამი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა იაპ სტამმა ინგლისის თასის მატჩის შემდგომ განაცხადა, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივრების დახვედრით კმაყოფილია და ძალიან უყვარს "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჰოლანდიელი თბილად მიიღო "ოლდ ტრაფორდმა" და იგი აპლოდისმენტებით გააცილეს, როცა ინგლისის თასის მესამე რაუნდის მატჩის დასრულების შემდეგ გასახდელისკენ მიემართებოდა.

სტამი "რედინგს" საკმაოდ წარმატებით წვრთნის და მისი გუნდი ჩემპიონშიპში მესამე ადგილზე იმყოფება, საიდანაც პრემიერ ლიგაში მოსახვედრად იბრძვის.

მიუხედავად იმისა, რომ სტამმა მხოლოდ სამი სეზონი გაატარა "იუნაიტედში", მან გულშემატკივართა შორის სიყვარული დაიმსახურა.

"მიყვარს ეს გულშემატკივრები. რა თქმა უნდა, მატჩის მიმდინარეობისას ყოველ წამს მათ ხელს ვერ დავუქნევდი, როცა ჩემზე მღეროდნენ, რადგან თამაშისთვის, ჩემი ფეხბურთელებისთვის უნდა მედევნებინა თვალი და მოედნის კიდედან მათი დახმარება მეცადა კონტაქტის დამყარებით, მაგრამ ასე თუ იმღერებენ, რთულია დამყარება, ამიტომ ხანდახან ხმას უნდა დაუწიონ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც დღეს გააკეთეს ჩემთვის. აქ დიდებული პერიოდი გავატარე, მომწონდა ჩემი ყოფნა "იუნაიტედში" და მიყვარს ეს გულშემატკივრები, ამიტომაც დიდებულია აქ დაბრუნება", - განაცხადა ჰოლანდიელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
8 იანვარი 2017 23:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
სულ გამოირჩევიან მანჩეს გულშემატკივრები
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top