თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2017, 10:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2515,
კომენტარები: 12
მოურინიო "ჰალ სიტისთან" მატჩის გეგმებზე
ლიგის თასის ნახევარფინალურ მატჩს დასვენებული ფეხბურთელები დაიწყებენ.
მოურინიო
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიო განაცხადა, რომ ლიგის თასის მატჩში "ჰალ სიტისთან" ძირითადი შემადგენლობით ითამაშებს.

მოურინიოს თქმით, "ოლდ ტრაფორდზე" სამშაბათს სასტარტო შემადგენლობაში ანტონიო ვალენსიას, ანდერ ერერას, პოლ პოგბასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს ვიხილავთ.

"იმ ფეხბურთელებს ვათამაშებ, რომლებმაც "რედინგთან" არ ითამაშეს. დასვენებული ფეხბურთელებით ვითამაშე და არ მინდა, პირველი გუნდი და მეორე გუნდი ვუწოდო, უბრალოდ დასვენებული ფეხბურთელებით ვითამაშეთ, რომლებსაც "ვესტ ჰემთან" მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ.

მომდევნო მატჩში "ჰალ სიტის" წინააღმდეგაც დასვენებული ფეხბურთელებით ვითამაშებთ. ასე რომ, ადვილი გამოსაცნობია ჩვენი გუნდი - ზლატანი, პოგბა, ერერა, ვალენსია. ბიჭები, რომელთაც დღეს არ უთამაშიათ",
- განაცხადა მოურინიომ.

რა თქმა უნდა, მწვრთნელისთვის ცხადია პრემიერ ლიგის მომდევნო ტურის მატჩში "ლივერპულთან" დაპირისპირების მნიშვნელობა, მაგრამ ყველა ტურნირის მოგებას აპირებს.

"ჰალი" ნახევარფინალში გავიდა და ეს მათთვისაც დიდი მოვლენა, არ ვიცი, შეიძლება, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია პრემიერ ლიგის მომდევნო ტური.

ჩვენ "ლივერპულს" ვეთამაშებით, დიდი მატჩია, მაგრამ ფინალში გასვლაც გვინდა. ამიტომაც "ჰალთან" მატჩს ყველაფრით დავუპირისპირდებით, რაც გაგვაჩნია, მთელი ძალით, რადგანაც ეს ორმატჩიანი დუელი და მეორე მატჩი გასვლაზე გვაქვს. პირველ მატჩში თუ მოვახერხებთ რამეს, ეს უპირატესობას მოგვცემს, ამიტომაც ვეცდებით ამის გაკეთებას".


ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 იანვარი 2017 10:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მეორეს მხრივ, "ჰალთან" დაშვებული შეცდომის გამოსწორება საპასუხო მატჩში შეიძლება და "ლივერპულთან" რომ ვერ მოვიგოთ, ვეღარაფერს ვუშველით.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: shotkin
8 იანვარი 2017 10:17
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
100%
0
№3
ავტორი: MEMPHIS 7
8 იანვარი 2017 10:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
შენ უკეთ იცი ალბათ ჟოზეეე აუუუ როხოს ტრამვს არიყოს სერიოზული მაგარ ფორმაშიაა დაგვაკლდებაა. ლივერპულთან მთავარიაა დაცვს იყოს კარგი თექნიკური და სწრაფი თავდასხმა ყავთ და ჩემი აზრით ჩვენც სცრაფი თავდასხმა უნდა დაუპირისპიროთ და მათი დაცვაა არაა ისეთი კარგიიი და გავხევთ
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 იანვარი 2017 11:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კიი გასაგებია მოუ, მაგრამ ძირითადის რომელიმე ფეხბურთელმა ტრავმა რო მიიღოს მერე რა ვქნათ??? belay
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
8 იანვარი 2017 12:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
სწორად თქვა ყველაფერი
0
№6
ავტორი: bziki
8 იანვარი 2017 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ერთი ზლატანის თამაშის აუცილებლობას ვერ ვხედავ
0
№7
ავტორი: gaga1987
8 იანვარი 2017 12:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
tan koutinioc daubrundat ((((
0
№8
ავტორი: ROONEY-RUNI
8 იანვარი 2017 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ზლატანის მაგივრათ რეშფორდი დაააენოს ემგონი უკეთესი იქნება ზლატანი ლივერპულს შემოუნახოს და ათიანზე რუნი დაააყენოს
0
№9
ავტორი: Manstark_United
8 იანვარი 2017 13:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
სწორს აკეთებს,რომ ოპტიმალურ შემადგენლობას აბრუნებს.რეპეტიცია უნდა გაიაროს პირველმა გუნდმა ლივერპულამდე.გასაგებია,ტრამვების შანსი იმატებს,მაგრამ ფაიფურის ბიჭები არ არიან და ყოველ მატჩში ტრამვაზე ვერ იფიქრებ.არამგონია ყველა დააბრუნოს.რუნის ვიხილავთ აუცილებლად.
0
№10
ავტორი: ikeoni
8 იანვარი 2017 16:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Igive shemadgenlobitac gadavurbendit
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top