თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2017, 10:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2516,
კომენტარები: 12
მოურინიო "ჰალ სიტისთან" მატჩის გეგმებზე
ლიგის თასის ნახევარფინალურ მატჩს დასვენებული ფეხბურთელები დაიწყებენ.
მოურინიო
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიო განაცხადა, რომ ლიგის თასის მატჩში "ჰალ სიტისთან" ძირითადი შემადგენლობით ითამაშებს.

მოურინიოს თქმით, "ოლდ ტრაფორდზე" სამშაბათს სასტარტო შემადგენლობაში ანტონიო ვალენსიას, ანდერ ერერას, პოლ პოგბასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს ვიხილავთ.

"იმ ფეხბურთელებს ვათამაშებ, რომლებმაც "რედინგთან" არ ითამაშეს. დასვენებული ფეხბურთელებით ვითამაშე და არ მინდა, პირველი გუნდი და მეორე გუნდი ვუწოდო, უბრალოდ დასვენებული ფეხბურთელებით ვითამაშეთ, რომლებსაც "ვესტ ჰემთან" მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ.

მომდევნო მატჩში "ჰალ სიტის" წინააღმდეგაც დასვენებული ფეხბურთელებით ვითამაშებთ. ასე რომ, ადვილი გამოსაცნობია ჩვენი გუნდი - ზლატანი, პოგბა, ერერა, ვალენსია. ბიჭები, რომელთაც დღეს არ უთამაშიათ",
- განაცხადა მოურინიომ.

რა თქმა უნდა, მწვრთნელისთვის ცხადია პრემიერ ლიგის მომდევნო ტურის მატჩში "ლივერპულთან" დაპირისპირების მნიშვნელობა, მაგრამ ყველა ტურნირის მოგებას აპირებს.

"ჰალი" ნახევარფინალში გავიდა და ეს მათთვისაც დიდი მოვლენა, არ ვიცი, შეიძლება, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია პრემიერ ლიგის მომდევნო ტური.

ჩვენ "ლივერპულს" ვეთამაშებით, დიდი მატჩია, მაგრამ ფინალში გასვლაც გვინდა. ამიტომაც "ჰალთან" მატჩს ყველაფრით დავუპირისპირდებით, რაც გაგვაჩნია, მთელი ძალით, რადგანაც ეს ორმატჩიანი დუელი და მეორე მატჩი გასვლაზე გვაქვს. პირველ მატჩში თუ მოვახერხებთ რამეს, ეს უპირატესობას მოგვცემს, ამიტომაც ვეცდებით ამის გაკეთებას".


ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: kobinio
8 იანვარი 2017 16:39
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Kvela turniri unda movigot momecona
0
№12
ავტორი: stepno
8 იანვარი 2017 18:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მეც მაგრად მინდა ფინალშI გასვლა და ამ ტურნირის მოგება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top