თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2017, 19:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2885,
კომენტარები: 15
რუნი რეკორდის შესახებ
უეინ რუნი მიღწევით ამაყობს.
რუნი რეკორდის შესახებ
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა უეინ რუნიმ სიხარული არ დამალა მიღწევით, რომელმაც ბობი ჩარლტონთან ერთად კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოუტანა და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო გოლს არ დააყოვნებს.

31 წლის ფეხბურთელმა "იუნაიტედის" კარიერაში გატანილი 249-ე გოლით "რედინგთან" მატჩში ანგარიში გახსნა და სერ ბობი ჩარლტონთან ერთად "წითლების" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

"საამაყო მომენტია. ჩემთვის დიდი პატივია ამის მიღწევა "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავს დიდ კლუბში და ამ მომენტით ვამაყობ. ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი, თუმცა კლუბში დიდი ხანია ვარ და ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია. ვამაყობ, რომ ბობი ჩარლტონის გვერდით ვარ სიაში.

რეკორდების დამყარება თუ გინდა, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე უნდა გააკეთო და წინ ორი საშინაო მატჩი გვაქვს. იმედია, ერთ-ერთ მათგანში მომდევნო გოლს გავიტან",
- განაცხადა ინგლისელმა.

"იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმაც გამოთქვა იმედი, რომ მისი გუნდის კაპიტანი ახალ რეკორდს მალე დაამყარებს.

"უფრო განსაკუთრებული დღეც იქნება. ეს დიდებულია, მაგრამ კიდევ ერთი გოლი მინდა! კოლექტივში საოცარი ადამიანია და ყველას გვსურს, რომ ეს შეძლოს. კლუბში იყო მისი საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით - მისთვის დიდებულია",
- დაამატა მოურინიომ.
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
7 იანვარი 2017 19:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
საღოლ რუნი ბომბა ბორმა სექსი სექსი მო***ი ყველა რეკორდი
1
№2
ავტორი: Manstark_United
7 იანვარი 2017 19:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
რატომღაც არამგონია ლივერპულთან ათამაშოს.ლივერპულთან რამე პირად რეკორდზე საუბარი არ უნდა იყოს.გუნდმა ნებისმიერ ფასად უნდა მოიგოს.აი ჰალ სიტისთან თუ გაიტანს შესანიშნავი იქნება. რუნისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად,ისეთ მნიშვნელოვან მატჩში მასზე თამაშის დრო არ იქნება.ჰალ სიტისთან უნდა მოხდეს ეს და ლივერპულთან გამარჯვება მერე დაემატოს. no
1
№3
ავტორი: dachi_mu
7 იანვარი 2017 19:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ისე გეგონება მოუში სხვა ადამიანი ჩასახლდაო .რა თბილად ბაზრობს ეს შაკალი ეს love lol
1
№4
ავტორი: Best 7
7 იანვარი 2017 19:53
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
პრემიერ ლიგის ბიმბარდირობა დაგრჩა და ეგაა :D
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
7 იანვარი 2017 19:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ჰალთანაც უნდა გაიტანოს
1
№6
ავტორი: mogeba
7 იანვარი 2017 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
runi mainc runi xar mxeci
1
№7
ავტორი: ROONEY-RUNI
7 იანვარი 2017 20:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
აი ძმაო ვინც ფეხბურთი შემაყვარა და რეკორდს რო მოხსნის ორი აზრი არააა და მაგ ერტ გოლს შეაგდებს და რეკოდრზე მეტად ამის მოხოდვა და ათამაშება უფრო კაი იქნება
2
№8
ავტორი: giorgi_mg
7 იანვარი 2017 20:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ლუზერთან სასტავში უენინი და შეაგდებს, ორმაგის ძალით ითამაშებს
1
№9
ავტორი: tyeshela1
7 იანვარი 2017 20:27
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
კაი კაცი შრეკი :))))
0
№10
ავტორი: Malboro463
7 იანვარი 2017 21:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ამხელა დონის იგროკია და ისე ამტავრებსინგლისში მოღვაწეობს ბომბარდირობა არ ეღირსა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top