თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2017, 19:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2886,
კომენტარები: 15
რუნი რეკორდის შესახებ
უეინ რუნი მიღწევით ამაყობს.
რუნი რეკორდის შესახებ
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა უეინ რუნიმ სიხარული არ დამალა მიღწევით, რომელმაც ბობი ჩარლტონთან ერთად კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოუტანა და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო გოლს არ დააყოვნებს.

31 წლის ფეხბურთელმა "იუნაიტედის" კარიერაში გატანილი 249-ე გოლით "რედინგთან" მატჩში ანგარიში გახსნა და სერ ბობი ჩარლტონთან ერთად "წითლების" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

"საამაყო მომენტია. ჩემთვის დიდი პატივია ამის მიღწევა "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავს დიდ კლუბში და ამ მომენტით ვამაყობ. ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი, თუმცა კლუბში დიდი ხანია ვარ და ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია. ვამაყობ, რომ ბობი ჩარლტონის გვერდით ვარ სიაში.

რეკორდების დამყარება თუ გინდა, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე უნდა გააკეთო და წინ ორი საშინაო მატჩი გვაქვს. იმედია, ერთ-ერთ მათგანში მომდევნო გოლს გავიტან",
- განაცხადა ინგლისელმა.

"იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმაც გამოთქვა იმედი, რომ მისი გუნდის კაპიტანი ახალ რეკორდს მალე დაამყარებს.

"უფრო განსაკუთრებული დღეც იქნება. ეს დიდებულია, მაგრამ კიდევ ერთი გოლი მინდა! კოლექტივში საოცარი ადამიანია და ყველას გვსურს, რომ ეს შეძლოს. კლუბში იყო მისი საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით - მისთვის დიდებულია",
- დაამატა მოურინიომ.
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: gela-manutd
7 იანვარი 2017 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
შრეეეკუნია
0
№12
ავტორი: ikeoni
7 იანვარი 2017 22:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Genacvalee vazaa ❤️❤️❤️
0
№13
ავტორი: stepno
7 იანვარი 2017 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
love love love
0
№14
ავტორი: ROONEY-RUNI
8 იანვარი 2017 00:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ლივერპულთან ათიანზე იქნება როგორც დღეს გუშინ იყო და იქაც უკეთ ითამაშებს
0
№15
ავტორი: misteryou
8 იანვარი 2017 04:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
აქ ბევრს გონია რუნის არ თამაში ლუზერპულთან მოგების მეტი შანსია..აუცილებლად დააყენებს 10 იანზე და ნახავთ 10 იანშიც გაარტყამს!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top