თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2017, 15:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2507,
კომენტარები: 12
მოურინიო: როგორ უნდა ითამაშოს ჩემმა გუნდმა
ჟოზე მოურინიო გულშემატკივართა მოსაწონი ფეხბურთის თამაშს აპირებს.
მოურინიო: როგორ უნდა ითამაშოს ჩემმა გუნდმა
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" გაცილებით უკეთ თამაშობს, ვიდრე მის მიერ გაწვრთნილი სხვა გუნდები თამაშობდნენ.

საკმაოდ დამაინტრიგებელი განცხადებაა ადამიანისგან, რომელმაც "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლამდე "პორტუსთან", "ჩელსისთან", "ინტერთან" და "რეალთან" ერთად 22 ტიტული მოიგო.

მოურინიო ცდილობს, ბალანსი იპოვოს ეფექტურ, მომაკვდინებელ სტილსა და შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთს შორის, რასაც "იუნაიტედის" გულშემატკივარი ტრადიციულად მიჩვეულია.

მწვრთნელმა აღნიშნა, რომ "წითლებმა" გაცილებით ადრე დაიწყეს კარგად თამაში, ვიდრე მოქმედი გამარჯვებათა სერია დაიწყებოდა და როცა ჟურნალისტებმა პარასკევს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, ეს იყო თუ არა მოურინიოს ნამდვილი გუნდი, მან უპასუხა:

"გარკვეულ ასპექტებში, დიახ. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ არ მყოლია ბევრი ისეთი გუნდი - არადა, მე ბევრი გამარჯვებული გუნდი მყავდა - რომელიც ისე კარგად თამაშობდა, როგორც ჩემი "იუნაიტედი" თამაშობს.

როგორც წესი, ჩემი გუნდები პრაგმატულები არიან და ჩვეულებრივ იმ მატჩებს იგებენ, რომლებშიც რთულია დომინირება, ასე რომ, მოდით, ყველაფერი ერთად შევკრიბოთ.

რეალობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, დამოკიდებულებაა იმ სათამაშო სტილებს შორის, რომელიც ჩვენ გვინდა და რომელიც გულშემატკივარს უნდა.

ყოველთვის ვგრძნობდი, რომ "სტოკის", "ბარნლისა" და "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ხალხი თამაშის ბოლომდე დარჩებოდა და სახლში ისეთი იმედგაცრუებულები არ წავიდოდნენ, ხალხს კარგი შეგრძნებები გაჰყვა. მომდევნო მატჩი იწყება და ხალხი კვლავ მოდის მხარდასაჭერად - ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ასე უნდა გაგვეგრძელებინა.

ვფიქრობ, ჩვენი სათამაშო სტილი კარგად ესადაგება ჩვენს ფეხბურთელებს; ჩვენს სათამაშო სტილსა და ფეხბურთელების დონეს შორის ურთიერთწინააღმდეგობა არ არის",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: tyeshela1
7 იანვარი 2017 15:37
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
რასაკვირველია იმ ტაქტიკით ვერ ითამაშებს რითაც ჩელსის ან ინტერს ათამაშებდა. სულ სზვა სტილის ფეხბურთელები გვყავს ბევრად შემტევი და არც თუ ისე ესთეტიკურია ინგლისში იტალიური ფეხბურთის ყურება რასაც კონტე აკეთებს
1
№2
ავტორი: I L C
7 იანვარი 2017 15:42
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ამდენი გუნდი გაწვრთნა მაღალი დონის და რომ იძახის მანჩესტერი სულ სხვააო ორმაგად საამაყოა ჩვენთვის manunited

რაც შეეხება სტილს ჩემი აზრით მანჩესტერი თავის თავს უბრუნდება, აშკარად 2013 წლის მერე გუნდს ესეთი კარგი სერია არ ქონია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: ikeoni
7 იანვარი 2017 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Jozem moxoda chveni manchesteri ❤️
0
№4
ავტორი: dachi_mu
7 იანვარი 2017 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ჟოზე არის ნომერ პირველი მოქმედ მწვრთვნელებს შორის რა,მხოლოდ ბაბუსთან ვერ დავაყენებ ვერავის,თუ კიდე ვინმეს ეჭვი ეპარება,ცოტა მოიცადოს fellow
0
№5
ავტორი: ROONEY-RUNI
7 იანვარი 2017 16:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
მოუ მაგარი კაცია მე რეალმა რო მაჩეე გაააგდო 2012 თუ 13 იყო მასე მერე არ მევასებოდა მაგარი და ეხლა შემიცვალა აზრი
0
№6
ავტორი: sandro2000
7 იანვარი 2017 18:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
mou mxecia
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
7 იანვარი 2017 18:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
პროგრესი აშკარაა
0
№8
ავტორი: giorgisamnidze99
7 იანვარი 2017 19:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მიდი მოუ
0
№9
ავტორი: giorgi_mg
7 იანვარი 2017 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
კონტეზე დაწერეს ზევით და მართალია, იტალიური სტილი არავის ევასება და მალე დაუჭერენ მუღამს მაგ იტალიურს როგორც ტორენჰემა ქნა და გამოტენიან მაგ ჩელსის, ჯერ სად ვართ სეზონის ბოლო რო მოვა და აუცაიდერები რო თავს გაიგიჟებენ ეგ არ უნდახავს კონტეს და მაგასაც შეიგრძნობს...

ხო მოუს რაც შეეხება მანჩესტერმა ჩელსის ან ინტერის სტილი ითამაშოს არ ეკადრება და არც არავინ გააჩერებს მოუს ამ თანამდებობაზე!
ავტობუსი ავტობუსიო, სად არის ავტობუსი რაღაც ვერ ვხედავ ავტობუსს უკვე 14 თამაშია?
1
№10
ავტორი: MANUTD1878
7 იანვარი 2017 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
ციტატა: dachi_mu
ჟოზე არის ნომერ პირველი მოქმედ მწვრთვნელებს შორის რა,მხოლოდ ბაბუსთან ვერ დავაყენებ ვერავის,თუ კიდე ვინმეს ეჭვი ეპარება,ცოტა მოიცადოს fellow

მაგას მოცდა არ შველის, ბაბუ განუმეორებელიააა....
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top