თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2017, 15:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2508,
კომენტარები: 12
მოურინიო: როგორ უნდა ითამაშოს ჩემმა გუნდმა
ჟოზე მოურინიო გულშემატკივართა მოსაწონი ფეხბურთის თამაშს აპირებს.
მოურინიო: როგორ უნდა ითამაშოს ჩემმა გუნდმა
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" გაცილებით უკეთ თამაშობს, ვიდრე მის მიერ გაწვრთნილი სხვა გუნდები თამაშობდნენ.

საკმაოდ დამაინტრიგებელი განცხადებაა ადამიანისგან, რომელმაც "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლამდე "პორტუსთან", "ჩელსისთან", "ინტერთან" და "რეალთან" ერთად 22 ტიტული მოიგო.

მოურინიო ცდილობს, ბალანსი იპოვოს ეფექტურ, მომაკვდინებელ სტილსა და შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთს შორის, რასაც "იუნაიტედის" გულშემატკივარი ტრადიციულად მიჩვეულია.

მწვრთნელმა აღნიშნა, რომ "წითლებმა" გაცილებით ადრე დაიწყეს კარგად თამაში, ვიდრე მოქმედი გამარჯვებათა სერია დაიწყებოდა და როცა ჟურნალისტებმა პარასკევს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, ეს იყო თუ არა მოურინიოს ნამდვილი გუნდი, მან უპასუხა:

"გარკვეულ ასპექტებში, დიახ. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ არ მყოლია ბევრი ისეთი გუნდი - არადა, მე ბევრი გამარჯვებული გუნდი მყავდა - რომელიც ისე კარგად თამაშობდა, როგორც ჩემი "იუნაიტედი" თამაშობს.

როგორც წესი, ჩემი გუნდები პრაგმატულები არიან და ჩვეულებრივ იმ მატჩებს იგებენ, რომლებშიც რთულია დომინირება, ასე რომ, მოდით, ყველაფერი ერთად შევკრიბოთ.

რეალობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, დამოკიდებულებაა იმ სათამაშო სტილებს შორის, რომელიც ჩვენ გვინდა და რომელიც გულშემატკივარს უნდა.

ყოველთვის ვგრძნობდი, რომ "სტოკის", "ბარნლისა" და "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ხალხი თამაშის ბოლომდე დარჩებოდა და სახლში ისეთი იმედგაცრუებულები არ წავიდოდნენ, ხალხს კარგი შეგრძნებები გაჰყვა. მომდევნო მატჩი იწყება და ხალხი კვლავ მოდის მხარდასაჭერად - ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ასე უნდა გაგვეგრძელებინა.

ვფიქრობ, ჩვენი სათამაშო სტილი კარგად ესადაგება ჩვენს ფეხბურთელებს; ჩვენს სათამაშო სტილსა და ფეხბურთელების დონეს შორის ურთიერთწინააღმდეგობა არ არის",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
7 იანვარი 2017 22:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: MANUTD1878
ციტატა: dachi_mu
ჟოზე არის ნომერ პირველი მოქმედ მწვრთვნელებს შორის რა,მხოლოდ ბაბუსთან ვერ დავაყენებ ვერავის,თუ კიდე ვინმეს ეჭვი ეპარება,ცოტა მოიცადოს fellow

მაგას მოცდა არ შველის, ბაბუ განუმეორებელიააა....

კლოპს ვცემ მაგარ პატივს კიდეე
0
№12
ავტორი: Vikings
8 იანვარი 2017 21:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
ჟოზე გენაცვალე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top