თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2017, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2229,
კომენტარები: 12
მოურინიო: "შემადგენლობის შერჩევა სიტუაციაზეა დამოკიდებული"
მოურინიო ფეხბურთელთა რაოდენობით კმაყოფილია, მაგრამ არა ყველას სათამაშო დონით.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ფეხბურთელების რაოდენობა სრულიად აკმაყოფილებს, თუმცა ყველა მოთამაშეს ერთნაირად კარგი დონის ფეხბურთელად არ მიიჩნევს.

"წითლები" პრემიერ ლიგის ცხრილში ამჟამად მეექვსე ადგილს იკავებენ და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვიან. გარდა ამისა, გუნდი ასპარეზობს სამ სხვადასხვა ტურნირზე, რომელთაგან ერთ-ერთის მატჩს დღეს "რედინგის" წინააღმდეგ გამართავს.

მოურინიოს გუნდი ევროპა ლიგის მეთექვსმეტედფინალისტიცაა და ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში "ჰალ სიტის" ორმატჩიან დუელში უპირისპირდება.

"24 ფეხბურთელი მყავს. 25 ან 30 ვერ მეყოლება. ფეხბურთელთა საჭირო რაოდენობა გვყავს. არის თუ არა ყველა ფეხბურთელი ერთნაირი? არა, რეალისტები ვიყოთ. კარგი გუნდია, მაგრამ ყველა ფეხბურთელი ერთნაირი არ არის.

ერთია ანტონიო ვალენსიას დაყენება მარჯვენა მცველად და სულ სხვაა სხვა ვინმეს გამოყვანა. ერთია პოლ პოგბას თამაში და სულ სხვაა მისი არყოფნა. სიტუაციაზეა დამოკიდებული.

რა ვიცი, ის არის, რომ არსებობენ ევროტურნირების გარეშე დარჩენილი გუნდები, ჩვენ კი ყველაზე ცუდ ევროტურნირზე ვართ, რადგან ბოლომდე თუ გახვალ, მატჩები და მატჩები გაქვს დაუსრულებლად.

ორმატჩიანი დუელი გვაქვს "ჰალთან" ნახევარფინალში. ფინალში თუ გავალთ, "ჰალს" თუ დავამარხებთ, "მანჩესტერ სიტის" მოგვიანებით ვეთამაშებით, რადგან ეს მატჩი ფინალის დღესაა დანიშნული.

ამიტომ იმედი მაქვს, რომ ძალიან რთული სიტუაცია არ გვექნება, თუმცა გვექნება",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: skysports
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: DaTo_O
7 იანვარი 2017 15:17
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
იმედია ლინგარდს არ გამოაჭენებს ისევ ფლანგზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№2
ავტორი: SANDROGRIGA
7 იანვარი 2017 15:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: - DAVID
იმედია ლინგარდს არ გამოაჭენებს ისევ ფლანგზე

მეც მაგის იმედი მაქ :D
0
№3
ავტორი: tyeshela1
7 იანვარი 2017 15:33
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ციტატა: - DAVID
იმედია ლინგარდს არ გამოაჭენებს ისევ ფლანგზე

რას ერჩით ლინგარდს. თუ დააკვირდებით ყველაზე მეტად ეგ თამაშობს კომბინაციურ ფეხბურთს გუნდში. ანუ ხშირად იღებს გოლებში მონაწილეობას როცა მოედანზეა. თანაც ზოგჯერ მაგარიც უვარდება ხოლმე
2
№4
ავტორი: I L C
7 იანვარი 2017 15:48
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
გუნდს უნდა ჰყავდეს სტაბილური თერთმეტეული, არ მიმაჩნია სწორად ყველა თამაშზე სხვადსხვა შემადგენლობის დაყენება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№5
ავტორი: ikeoni
7 იანვარი 2017 15:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Jozem icis tavis saqme
0
№6
ავტორი: dachi_mu
7 იანვარი 2017 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ბევრს დაიფრენს ზაფხულში ძალიან გუნდიდან,ძალიან ბევრს
0
№7
ავტორი: JuanMata
7 იანვარი 2017 16:21
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: I L C
გუნდს უნდა ჰყავდეს სტაბილური თერთმეტეული, არ მიმაჩნია სწორად ყველა თამაშზე სხვადსხვა შემადგენლობის დაყენება


მემგონი ნელ-ნელა გამოიკვეთა ეგ 11 კაცი, ნუ ფიზიკური ფორმის და ტრავმების მიხედვით იცველაბ თითო-ოროლა, მაგრამ ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბდა, რედინგთან თუ ზამენებს გამოიყვანს და დაასვენებს ძირითადებს კარგიც კი იქნება, 4-ეულისთვის ბრძოლა ყველაზე მთავარია ახლა.
0
№8
ავტორი: levionok
7 იანვარი 2017 18:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: I L C
გუნდს უნდა ჰყავდეს სტაბილური თერთმეტეული, არ მიმაჩნია სწორად ყველა თამაშზე სხვადსხვა შემადგენლობის დაყენება

კი როცა კვირაში ერთი თამაი გაქვს მაგრამ სამი როცა გაქვს?
0
№9
ავტორი: shotkin
7 იანვარი 2017 20:21
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: tyeshela1
ციტატა: - DAVID
იმედია ლინგარდს არ გამოაჭენებს ისევ ფლანგზე

რას ერჩით ლინგარდს. თუ დააკვირდებით ყველაზე მეტად ეგ თამაშობს კომბინაციურ ფეხბურთს გუნდში. ანუ ხშირად იღებს გოლებში მონაწილეობას როცა მოედანზეა. თანაც ზოგჯერ მაგარიც უვარდება ხოლმე

ხო იმენა ცენზურა ამ ლინგარდ :D ბაზარი არაა ვიცით ვინცაა მარა ცდილობს და მარტო ეგრისრს რამედ ზოგისგან განსხვავბიტ ხანდახან უბვარდება გოლი და საგოლე პასი ბოლო ბოლო როტაციის დროს იდეალურია რა რო დაასვენო ვინმე და ეგ გაიყვანო ტრაგედია არაა ფელაინისგან განსხვავებით
0
№10
ავტორი: tyeshela1
7 იანვარი 2017 20:26
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ციტატა: shotkin
ციტატა: tyeshela1
ციტატა: - DAVID
იმედია ლინგარდს არ გამოაჭენებს ისევ ფლანგზე

რას ერჩით ლინგარდს. თუ დააკვირდებით ყველაზე მეტად ეგ თამაშობს კომბინაციურ ფეხბურთს გუნდში. ანუ ხშირად იღებს გოლებში მონაწილეობას როცა მოედანზეა. თანაც ზოგჯერ მაგარიც უვარდება ხოლმე

ხო იმენა ცენზურა ამ ლინგარდ :D ბაზარი არაა ვიცით ვინცაა მარა ცდილობს და მარტო ეგრისრს რამედ ზოგისგან განსხვავბიტ ხანდახან უბვარდება გოლი და საგოლე პასი ბოლო ბოლო როტაციის დროს იდეალურია რა რო დაასვენო ვინმე და ეგ გაიყვანო ტრაგედია არაა ფელაინისგან განსხვავებით

თქვენი ნიჭიერი დეპაისგან განსხვავებით ძაან ბევრს შრომობს და ვარჯიშობს შესაბამისად ზოგჯერ ძირითადშიც ხვდება ხოლმე. პრეგრესირებას მაინც ცდილობს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top