თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2017, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2230,
კომენტარები: 12
მოურინიო: "შემადგენლობის შერჩევა სიტუაციაზეა დამოკიდებული"
მოურინიო ფეხბურთელთა რაოდენობით კმაყოფილია, მაგრამ არა ყველას სათამაშო დონით.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ფეხბურთელების რაოდენობა სრულიად აკმაყოფილებს, თუმცა ყველა მოთამაშეს ერთნაირად კარგი დონის ფეხბურთელად არ მიიჩნევს.

"წითლები" პრემიერ ლიგის ცხრილში ამჟამად მეექვსე ადგილს იკავებენ და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვიან. გარდა ამისა, გუნდი ასპარეზობს სამ სხვადასხვა ტურნირზე, რომელთაგან ერთ-ერთის მატჩს დღეს "რედინგის" წინააღმდეგ გამართავს.

მოურინიოს გუნდი ევროპა ლიგის მეთექვსმეტედფინალისტიცაა და ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში "ჰალ სიტის" ორმატჩიან დუელში უპირისპირდება.

"24 ფეხბურთელი მყავს. 25 ან 30 ვერ მეყოლება. ფეხბურთელთა საჭირო რაოდენობა გვყავს. არის თუ არა ყველა ფეხბურთელი ერთნაირი? არა, რეალისტები ვიყოთ. კარგი გუნდია, მაგრამ ყველა ფეხბურთელი ერთნაირი არ არის.

ერთია ანტონიო ვალენსიას დაყენება მარჯვენა მცველად და სულ სხვაა სხვა ვინმეს გამოყვანა. ერთია პოლ პოგბას თამაში და სულ სხვაა მისი არყოფნა. სიტუაციაზეა დამოკიდებული.

რა ვიცი, ის არის, რომ არსებობენ ევროტურნირების გარეშე დარჩენილი გუნდები, ჩვენ კი ყველაზე ცუდ ევროტურნირზე ვართ, რადგან ბოლომდე თუ გახვალ, მატჩები და მატჩები გაქვს დაუსრულებლად.

ორმატჩიანი დუელი გვაქვს "ჰალთან" ნახევარფინალში. ფინალში თუ გავალთ, "ჰალს" თუ დავამარხებთ, "მანჩესტერ სიტის" მოგვიანებით ვეთამაშებით, რადგან ეს მატჩი ფინალის დღესაა დანიშნული.

ამიტომ იმედი მაქვს, რომ ძალიან რთული სიტუაცია არ გვექნება, თუმცა გვექნება",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: skysports
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
7 იანვარი 2017 22:11
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: tyeshela1
ციტატა: shotkin
ციტატა: tyeshela1
ციტატა: - DAVID
იმედია ლინგარდს არ გამოაჭენებს ისევ ფლანგზე

რას ერჩით ლინგარდს. თუ დააკვირდებით ყველაზე მეტად ეგ თამაშობს კომბინაციურ ფეხბურთს გუნდში. ანუ ხშირად იღებს გოლებში მონაწილეობას როცა მოედანზეა. თანაც ზოგჯერ მაგარიც უვარდება ხოლმე

ხო იმენა ცენზურა ამ ლინგარდ :D ბაზარი არაა ვიცით ვინცაა მარა ცდილობს და მარტო ეგრისრს რამედ ზოგისგან განსხვავბიტ ხანდახან უბვარდება გოლი და საგოლე პასი ბოლო ბოლო როტაციის დროს იდეალურია რა რო დაასვენო ვინმე და ეგ გაიყვანო ტრაგედია არაა ფელაინისგან განსხვავებით

თქვენი ნიჭიერი დეპაისგან განსხვავებით ძაან ბევრს შრომობს და ვარჯიშობს შესაბამისად ზოგჯერ ძირითადშიც ხვდება ხოლმე. პრეგრესირებას მაინც ცდილობს.

ვიცი ძმა მეც მაგას ვამბობ და ამგაზრზე ვარ დეპაიზე მეტს აკეთებს და გაკეთებულიც აქ უკვე ბევრად მეტი
0
№12
ავტორი: stepno
7 იანვარი 2017 22:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ჰალისთან რაც გინდა ის ქენი მაგრამ ლივერპილთან მარსიალი მხითო რო უნდა იყვნენ ალბათ მოუმაც კარგად იცის
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top