თბილისი:
მანჩესტერი:
6-01-2017, 18:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2601,
კომენტარები: 13
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
"იუნაიტედი" მომდევნო მატჩს უდანაკარგოდ ხვდება.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს "რედინგთან" მატჩისთვის ტრავმირებული ფეხბურთელი არ ჰყავს და გუნდს მხოლოდ ერთი მოთამაშე აკლია, რომელიც ამჟამად აფრიკაში საკუთარი ქვეყნის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს.

ერიკ ბაიი ერთადერთია, რომელიც ინგლისის თასზე გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს, ლუკ შოუ და უეინ რუნი კი "იუნაიტედს" დაუბრუნდნენ და მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ კაპიტანი სერხიო რომეროსთან ერთად სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

შოუს ლიგის თასზე "ვესტ ჰემთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ არ უთამაშია, რუნიმ კი ბოქსინ დეიზე მიიღო ტრავმა და იმ დღიდან მოყოლებული დღემდე მოედანზე არ გასულა.

"ნული ტრავმა გვაქვს. ნული ტრავმა! 27 ფეხბურთელი გვყავს და ნული ტრავმა. სეზონის განმავლობაში ამასთან დაკავშირებით დიდი პრობლემა არასდროს გვქონია. ტრავმირებულთა ნორმალური რაოდენობა გვქონდა, რაც ყოველთვის ხდება, მაგრამ ამჯერად ნულია. ბაიის გარდა, რომელიც აფრიკის თასზეა, ყველა ხელმისაწვდომია.

დიახ, ფეხბურთელები უნდა დავასვენოთ. ზოგიერთ ფეხბურთელს ცოტა დასვენება სჭირდება. ბევრ ფეხბურთელს კი თამაში. ბევრი ფეხბურთელი იმსახურებს თამაშს. ყველას ვენდობი. ვიცი, რომ სამი თუ ოთხი ფეხბურთელის შეცვლის შემთხვევაში ხალხი იტყვის, სარისკოაო. ზოგიერთი კი იტყვის, ასე იმის გამო მოვიქეცით, რომ ჩემპიონშიპის გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ "რედინგი" პრემიერ ლიგის ზოგიერთ გუნდს სჯობია.

სარისკო მხოლოდ ის იქნება, თამაშს არასწორად რომ მივუდგეთ. ფეხბურთელები თუ ისე მიუდგებიან თამაშს, რა პასუხისმგებლობითა და მონდომებითაც ყოველ მატჩს ხვდებიან, გამარჯვების კარგი შანსი გვექნება, მაშინაც კი, თუ ზოგიერთ ფეხბურთეს დავასვენებთ და ზოგიერთს შანსს მივცემთ",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
6 იანვარი 2017 18:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მოიგო უნდა მოუ ეს თამაში და შემდეგ ჰალსაც უნდა ვუჩვენოთ კლასი და Yლიზერებს 15მეტში უნდა დავაწკაპუნოთ
0
№2
ავტორი: shotkin
6 იანვარი 2017 18:31
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
მოკლედ მნიშვნელოვანია იბრა და პოგბა აქ დაასვენოს და კიდე ვინცუნდა ის ხალხმა რაცუნდა თქვას არმაინტერესებს პოგბას ერთი თამაში არდაუსვენია პრემიერლიგაში და ცოტა დაასვენოს ასევე იბრაც რო კაი ხანი გაქაჩოს ფიზიკურად პრემიერლიგაში აი ჰალთან შეილება დააყენოს იბრაც და პოგბაც ლივერპულთან მატჩამდე გახურდებიან და ფორმას გააუმჯობესებენ
0
№3
ავტორი: I love Mnu (nani17)
6 იანვარი 2017 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 31
იბრა,პოგბა,ერერა დ ვალენსია აუცილებლად უნდა დაასვენოს
0
№4
ავტორი: ikeoni
6 იანვარი 2017 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Gadaxalisdeba shemadgenloba da dzalian kargia
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
6 იანვარი 2017 18:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რეშფორდი უნდა დააყენოს წინ, იბრა დაასვენოს დღეს
0
№6
ავტორი: mufc1878
6 იანვარი 2017 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: SANDROGRIGA
რეშფორდი უნდა დააყენოს წინ, იბრა დაასვენოს დღეს


დღეს არა ხვალ
0
№7
ავტორი: ROONEY-RUNI
6 იანვარი 2017 20:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ციტატა: I love Mnu (nani17)
იბრა,პოგბა,ერერა დ ვალენსია აუცილებლად უნდა დაასვენოს



იბრა და ერერა კი შეიძლება მაგრამ პოგბას და ვალეს მგონი ათამაშებს
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
6 იანვარი 2017 20:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: mufc1878
ციტატა: SANDROGRIGA
რეშფორდი უნდა დააყენოს წინ, იბრა დაასვენოს დღეს


დღეს არა ხვალ


ხო ხვალ wink
0
№9
ავტორი: kantona-7
6 იანვარი 2017 20:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ციტატა: I love Mnu (nani17)
იბრა,პოგბა,ერერა დ ვალენსია აუცილებლად უნდა დაასვენოს

+ კერიკი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№10
ავტორი: levionok
7 იანვარი 2017 00:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
pogbas magivrad basti mxito mata marsiali runi shemtevebi ar gamikvirdeba buchqi tu daayena ereras magivrad da gvayurebina magis wvaleba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top