თბილისი:
მანჩესტერი:
5-01-2017, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2592,
კომენტარები: 14
დე ხეას 250: მნიშვნელოვანი სტატისტიკა
დავიდ დე ხეას მანჩესტერული კარიერა ციფრებში.
დე ხეას 250: მნიშვნელოვანი სტატისტიკა
"ვესტ ჰემთან" მატჩში დავიდ დე ხეამ თავისი 250-ე მატჩი ჩაატარა "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში და ეს რიცხვი "მშრალი" მატჩით აღნიშნა.

26 წლის ესპანელის უშუალო დამსახურებაა, რომ "წითლებმა" ჩემპიონატში ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვეს, მის მიერ მაიკლ ანტონიოს წინააღმდეგ განხორციელებულმა სეივმა მოვლენათა სტუმართა სასარგებლოდ განვითარებას შეუშალა ხელი.

2011 წლის აგვისტოში "იუნაიტედის" რიგებში სადებიუტო მატჩის ჩატარების შემდეგ ჩვენი ნომერი 1 მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ჩამოყალიბდა. გთავაზობთ მის სტატისტიკას:

7 - დე ხეა მხოლოდ მეშვიდე მეკარეა, რომ "იუნაიტედში" ამ ნიშნულს მიაღწია. მანამდე იგივე მაჩვენებელი ალექს სტეპნის (539), პეტერ შმეიხელს (398), გარი ბეილის (375), ალფრედ სტიუარდს (326), ჰარი მოგერსა და ედვინ ვან დერ საარს (ორივეს 266) ჰქონდათ.

142
- მატჩების რაოდენობა, რომელიც "იუნაიტედმა" დე ხეას თამაშისას მოიგო, პროცენტულად ეს მაჩვენებელი 56.8-ს უდრის.

0 - მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი მეკარე "იუნაიტედის" მატჩში შეცვლაზე შესვლის შედეგად არასდროს ჩართულა - მისი 250 მატჩი სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის შედეგად ჩაატარა. მათგან კი მხოლოდ ერთი შეხვედრის ბოლომდე დასრულება ვერ მოახერხა; 2014 წლის მაისში ტრავმის გამო "არსენალთან" მატჩი 74-ე წუთზე დატოვა.

22 484 - დასაწყისიდან დღემდე დავიდს ამდენი წუთი აქვს ჩატარებული "იუნაიტედის" შემადგენლობაში (არ ითვლება დამატებული დრო).

88 - მადრიდში დაბარებულმა მეკარემ 88-ჯერ მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ ყოველ 0.352 მატჩში გოლს არ უშვებს. მისი პირველი "მშრალი" მატჩი 2011 წლის 22 აგვისტოს "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრით თარიღდება.

2 - დე ხეას სულ ორჯერ აქვს გაფრთხილება მიღებული, პირველად 2013 წლის დეკემბერში "ასტონ ვილას" წინააღმდეგ მატჩში და მეორედ "ევერტონთან" გასულ თვეში.

125 - თავისი მატჩების ზუსტად ნახევარი დე ხეამ "ოლდ ტრაფორდზე" ჩაატარა. გასვლით მატჩებში იგი ყველაზე ხშირად "სტემფორდ ბრიჯსა" და "ენფილდზე" გამოდიოდა - 7 მატჩი.

185 - პრემიერ ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობა. მისი 250 მატჩიდან დანარჩენი ჩემპიონთა ლიგაზე (27), ინგლისის თასზე (17), ევროპა ლიგაზე (9), ლიგის თასსა (9) და ქომუნითი შილდზე (3) მოდის.

52 - ერთ სეზონში დავიდის მიერ ჩატარებული ყველა მეტი მატჩის რაოდენობა, 2013/2014 წლებში.

1 - ჩვენი დიდებული მეკარის ერთადერთი საგოლე გადაცემა. 2013 წლის სექტემბერში ლევერკუზენის "ბაიერთან" მან უეინ რუნის გაატანინა.

56 - სხვადასხვა გუნდების რაოდენობა, რომელთაც დე ხეა "იუნაიტედის" მაისურით დაპირისპირებია, იწყება 2011 წელს "მანჩესტერ სიტისთან" დებიუტით და სრულდება ახალი წლის წინა ღამეს "მიდლსბროსთან" თამაშით.

3 - გულშემატკივართა ფავორიტი და სერ მეტ ბასბის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მესაკუთრე. 2014 წელს პირველი მეკარე გახდა, ვინც ეს ჯილდო მოიგო, ამჟამად კი ერთადერთი ფეხბურთელია "იუნაიტედის" ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი.
სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: mogeba
5 იანვარი 2017 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
imedia ronaldosavit ar ugalatebs gunds
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 იანვარი 2017 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რომ არა ის შავი ლაქა რომელიც მადრიდის რეალთან არის დაკავშირებული დე ხეას მანჩესტერული კარიერა ბრწყინვალედ შეიძლება შეფასდეს, თუმცა მე მგონი თავისი ქცევებით ამ შავ ლაქას როგორმე მოიცილებს და გახდება იუნაიტედის ლეგენდარული მეკარე winked
0
№3
ავტორი: MEMPHIS 7
5 იანვარი 2017 14:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მაგარი გვყავს დე ხეა
0
№4
ავტორი: gache1991
5 იანვარი 2017 14:16
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
realshi gadasvlit marto chven ara atletikosac magra sheadzulebda tavs..tumca kacma ar icis mand ra xdeboda realurad,mase ramosic vitom mididoda mara sinamdvileshi gaumjobesebuli kontraqti undoda..aramgonia amas rame ar akmayopilebdes aq,aq gaxda eseti dzlieri,gundshi erera mata yavs da naxevari gundi espanurad molaparake,didi xelpasi tu ar vcdebi mekares amdeni arsad ar aq da es xo mindvris motamashe ar ari ro ariqa da ronaldo da mesistan ertad minda tavdasxmashi tamashio:)))
0
№5
ავტორი: Lady in red
5 იანვარი 2017 14:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
დათუნა ყოველთვის ახერხებს ჩემ გაოცებას. მაგარი გვყავს ძალიან <3
0
№6
ავტორი: mogeba
5 იანვარი 2017 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
admin privet siaxle meti araferia?
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
5 იანვარი 2017 14:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წელს ვეღარ აიღებს მეტ ბასბის პრიზსს wink
0
№8
ავტორი: ikeoni
5 იანვარი 2017 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Sauketeso gvyavs ❤️
0
№9
ავტორი: MEMPHIS 7
5 იანვარი 2017 15:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ციტატა: ვახო ( G G M U)
რომ არა ის შავი ლაქა რომელიც მადრიდის რეალთან არის დაკავშირებული დე ხეას მანჩესტერული კარიერა ბრწყინვალედ შეიძლება შეფასდეს, თუმცა მე მგონი თავისი ქცევებით ამ შავ ლაქას როგორმე მოიცილებს და გახდება იუნაიტედის ლეგენდარული მეკარე winked

მაშინ შეყვარებულმა აურია თავგზაა მადრიდში უნდოდა გულაობააა თან განგაალი წრთვნიდა გუნდს და ფსკერისკენ მივდიოდით, ახლა არამგონია წასვლა უნდოდეს გუნდი მშენებლობის პროცესშიაა და თან დე ხეამაც თქვაა თუ ვანგაალი დარჩებს მე წავალოოო

ციტატა: ვახო ( G G M U)
რომ არა ის შავი ლაქა რომელიც მადრიდის რეალთან არის დაკავშირებული დე ხეას მანჩესტერული კარიერა ბრწყინვალედ შეიძლება შეფასდეს, თუმცა მე მგონი თავისი ქცევებით ამ შავ ლაქას როგორმე მოიცილებს და გახდება იუნაიტედის ლეგენდარული მეკარე winked

მაშინ შეყვარებულმა აურია თავგზაა მადრიდში უნდოდა გულაობააა თან განგაალი წრთვნიდა გუნდს და ფსკერისკენ მივდიოდით, ახლა არამგონია წასვლა უნდოდეს გუნდი მშენებლობის პროცესშიაა და თან დე ხეამაც თქვაა თუ ვანგაალი დარჩებს მე წავალოოო
0
№10
ავტორი: gaga1987
5 იანვარი 2017 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
derpthumb დათოია კაი კაცია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top