თბილისი:
მანჩესტერი:
5-01-2017, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2592,
კომენტარები: 14
დე ხეას 250: მნიშვნელოვანი სტატისტიკა
დავიდ დე ხეას მანჩესტერული კარიერა ციფრებში.
დე ხეას 250: მნიშვნელოვანი სტატისტიკა
"ვესტ ჰემთან" მატჩში დავიდ დე ხეამ თავისი 250-ე მატჩი ჩაატარა "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში და ეს რიცხვი "მშრალი" მატჩით აღნიშნა.

26 წლის ესპანელის უშუალო დამსახურებაა, რომ "წითლებმა" ჩემპიონატში ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვეს, მის მიერ მაიკლ ანტონიოს წინააღმდეგ განხორციელებულმა სეივმა მოვლენათა სტუმართა სასარგებლოდ განვითარებას შეუშალა ხელი.

2011 წლის აგვისტოში "იუნაიტედის" რიგებში სადებიუტო მატჩის ჩატარების შემდეგ ჩვენი ნომერი 1 მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ჩამოყალიბდა. გთავაზობთ მის სტატისტიკას:

7 - დე ხეა მხოლოდ მეშვიდე მეკარეა, რომ "იუნაიტედში" ამ ნიშნულს მიაღწია. მანამდე იგივე მაჩვენებელი ალექს სტეპნის (539), პეტერ შმეიხელს (398), გარი ბეილის (375), ალფრედ სტიუარდს (326), ჰარი მოგერსა და ედვინ ვან დერ საარს (ორივეს 266) ჰქონდათ.

142
- მატჩების რაოდენობა, რომელიც "იუნაიტედმა" დე ხეას თამაშისას მოიგო, პროცენტულად ეს მაჩვენებელი 56.8-ს უდრის.

0 - მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი მეკარე "იუნაიტედის" მატჩში შეცვლაზე შესვლის შედეგად არასდროს ჩართულა - მისი 250 მატჩი სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის შედეგად ჩაატარა. მათგან კი მხოლოდ ერთი შეხვედრის ბოლომდე დასრულება ვერ მოახერხა; 2014 წლის მაისში ტრავმის გამო "არსენალთან" მატჩი 74-ე წუთზე დატოვა.

22 484 - დასაწყისიდან დღემდე დავიდს ამდენი წუთი აქვს ჩატარებული "იუნაიტედის" შემადგენლობაში (არ ითვლება დამატებული დრო).

88 - მადრიდში დაბარებულმა მეკარემ 88-ჯერ მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ ყოველ 0.352 მატჩში გოლს არ უშვებს. მისი პირველი "მშრალი" მატჩი 2011 წლის 22 აგვისტოს "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრით თარიღდება.

2 - დე ხეას სულ ორჯერ აქვს გაფრთხილება მიღებული, პირველად 2013 წლის დეკემბერში "ასტონ ვილას" წინააღმდეგ მატჩში და მეორედ "ევერტონთან" გასულ თვეში.

125 - თავისი მატჩების ზუსტად ნახევარი დე ხეამ "ოლდ ტრაფორდზე" ჩაატარა. გასვლით მატჩებში იგი ყველაზე ხშირად "სტემფორდ ბრიჯსა" და "ენფილდზე" გამოდიოდა - 7 მატჩი.

185 - პრემიერ ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობა. მისი 250 მატჩიდან დანარჩენი ჩემპიონთა ლიგაზე (27), ინგლისის თასზე (17), ევროპა ლიგაზე (9), ლიგის თასსა (9) და ქომუნითი შილდზე (3) მოდის.

52 - ერთ სეზონში დავიდის მიერ ჩატარებული ყველა მეტი მატჩის რაოდენობა, 2013/2014 წლებში.

1 - ჩვენი დიდებული მეკარის ერთადერთი საგოლე გადაცემა. 2013 წლის სექტემბერში ლევერკუზენის "ბაიერთან" მან უეინ რუნის გაატანინა.

56 - სხვადასხვა გუნდების რაოდენობა, რომელთაც დე ხეა "იუნაიტედის" მაისურით დაპირისპირებია, იწყება 2011 წელს "მანჩესტერ სიტისთან" დებიუტით და სრულდება ახალი წლის წინა ღამეს "მიდლსბროსთან" თამაშით.

3 - გულშემატკივართა ფავორიტი და სერ მეტ ბასბის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მესაკუთრე. 2014 წელს პირველი მეკარე გახდა, ვინც ეს ჯილდო მოიგო, ამჟამად კი ერთადერთი ფეხბურთელია "იუნაიტედის" ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი.
სტატიები
14 კომენტარი
№11
ავტორი: giorgisamnidze99
5 იანვარი 2017 17:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
დავითა ემიუს კაციააა მადრიდი მიაწეპეთ კლეზე
0
№12
5 იანვარი 2017 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
მხეცი ხარ დევიდ
love
0
№13
ავტორი: stepno
6 იანვარი 2017 11:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Imedia mudam witeli ikneba
0
№14
ავტორი: SAF
7 იანვარი 2017 11:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top