თბილისი:
მანჩესტერი:
5-01-2017, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2265,
კომენტარები: 14
ნევილი: "მომდევნო ტური ყველაფერს გადაწყვეტს"
გარი ნევილი "ლივერპულთან" მატჩს "იუნაიტედის" შესაძლებლობების დადასტურების საშუალებად მიიჩნევს.
ნევილი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი გარი ნევილი მიიჩნევს, რომ პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში "ლივერპულის" წინააღმდეგ მატჩი მისი გუნდისთვის ბევრ რამეს გადაწყვეტს.

გასულ ორშაბათს "წითლებმა" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვეს პრემიერ ლიგაში, ყველა ტურნირზე კი მათი წაუგებელი სერია 13 მატჩია გრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" კვლავ მეექვსე ადგილზე იმყოფება და ლიდერ "ჩელსისთან" 10 ქულა აშორებს, ნევილს მიაჩნია, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუკი მისი ყოფილი გუნდი მომდევნო ტურში "ლივერპულის" დამარცხებას შეძლებს.

"სავსებით შესაძლებელია, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი. მაგრამ პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩი - სახლში "ლივერპულის" წინააღმდეგ - დიდი მატჩია, ნამდვილად დიდი. ვფიქრობ, ეს განსაზღვრავს, რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს "მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონის დარჩენილ ნაწილში.

თუ გაიმარჯვებენ, მათში სერიოზული საფრთხე გაჩნდება. მაღლა მიიწევენ, უკეთესები ხდებიან - და გაცილებით უკეთესები არიან, ვიდრე გასულ სეზონში.

გუნდი მაღალფარდოვანი და სანახაობრივი ფეხბურთის თამაშს იწყებს, ბოლო ორ მატჩში კი ზუსტად ისე გაიმარჯვა, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედს" სჩვევია",
- განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა.

წყარო: skysports
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: levionok
5 იანვარი 2017 12:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
გეთანხმები გარიიიიი ლივერპულთან თამაში მეტია ვიდრე უბრალოდ 3 ქულა ეს თამაში სიხლის პასად უნდა მოვიგოთ და გაჩნდება შიში რასაც იუნაიტედი ქვია,როდესაც ყველა გუნდის მწვრთნელი რეზულტატებს რო გადახედავს პირველად მანჩესტერის შედეგს ნახავს რა ქნაო! გამოვა ბევრი გუნდი უკვე დამარცხებული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

როხოდიაბლო მადლობა შენ გულიანი მუშაობისთვის,ერთი შეკითხვა მაქვს, ამ საიტზე მარტო მუშაობ?
1
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 იანვარი 2017 12:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აფსოლიტურად მართალს ამბობს, რადგან ეს მოგება ყველანაირად დაგვეხმარება როგორც ფსიქოლოგიურად ისე ცხრილის მხრივ. ტოტენჰემის მოგებამაც უფრო დაძაბა ოთხეულისთვის ბრძოლა და ეს გამარჯვება ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
0
№3
ავტორი: tyeshela1
5 იანვარი 2017 12:40
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
მართლა ბევრ რამეს წყვეტს ეგ თამაში
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
5 იანვარი 2017 12:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ჯერ ისედაც პრინციპული თამაშია და თან ორმაგად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ნელ-ნელა ვუახლოვდებით ოთხეულს და უნდა მოვუგოთ ლივერპულს!!!
0
№5
ავტორი: kaxeti
5 იანვარი 2017 12:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
რად უნდა ამას ბევრი ლაილაი რომ ლივერპული სტანოკზეა
1
№6
ავტორი: MEMPHIS 7
5 იანვარი 2017 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მართალია გარიი კაროჩე არანაირი ფრეე იმენა3ქულა გვიდა და მერე მართლაა დაენძრევა ვიღაც ვიღაცებს

თასებზე წამყვანი ფეხბურთელები უნდა დაასვენოს ნუ მოუმ უკეთ იცის

რუნი და შოუს რა დაემართა ასეთი?
0
№7
ავტორი: vanovano
5 იანვარი 2017 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ციტატა: MEMPHIS 7
მართალია გარიი კაროჩე არანაირი ფრეე იმენა3ქულა გვიდა და მერე მართლაა დაენძრევა ვიღაც ვიღაცებს

თასებზე წამყვანი ფეხბურთელები უნდა დაასვენოს ნუ მოუმ უკეთ იცის

რუნი და შოუს რა დაემართა ასეთი?

რუნის ბარძაყის ტრავმა ააქვსო და შოუ სადაა აზრზე არვარ
0
№8
ავტორი: hemi
5 იანვარი 2017 13:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
კაროჩე მეც მაგას ვამბობ ზუსტად, ეს თამაში უნდა მოვიგოთ ყველანაირი ხერხით, ჯერ ერთი ცხრილში თუ ვერ ავიწიეთ მალე ავიწვთ და რო წავაგოთ მერე მცირდება შანსები, მეორე დიდი სტიმული იქნება გუნდისთვის და მოიქოქებიან, მესამე ლივერპულია ბოლო ბოლო რაც არ უნდა იყო ამათთან სუ თავი უნდა მოიკლა, კლოპი გრანდებთან მაგრა თამაშობს და პლუს ეგეც კაი იქნება რო მოვიგებთ ჩემი ცენზურა აბა რას თამაშობს, კაროცჰე მოსაგებია რა 100% და წარმატებები ბიჭებს დრო არი დაისვენონ იფიქრონ და მოიგონ
0
№9
ავტორი: mogeba
5 იანვარი 2017 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
nu mogeba aucilebelia ravici shansebi gvaq tan didi mtavaria gundma am temshi ganagzos tamashi etri kai seria gvinda da tan kalendaric xela gviwyobs konkurentebs tu mougebt yvelas memgobi didi shansi gveqneba mao imedi maq am wels rahca saswauls chaidens giji mevaseba eg tipi xasieti aq iseti arasodes an nebdeba da mudam ibzvis mtavaria qulebi ar gvaniavot gundi ashkarad dalian zlieri gyvavs ukve eshiniat es zlatanis pogbas da maos damsaxureba
0
№10
ავტორი: giorgi_mg
5 იანვარი 2017 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
გუშინ ტოტემ დაგვანახა რომ ეს ჩელსი არ არის დაუმარცხებელი, პირიქით, ბევრი გუნდი დაუჭერს მუღამს და შეულაგებენ.
ლივერპულიც არ დაფრინავს, ვუყურებ ხშირად მაგათ თამაშს და თავისუფლად შეიძლება მოგება თუ მსაჯმა არ დაგვწვა, აქედან გამომდინარე მგონია რო ოთხეულში მოხვედრაზე მეტი ამბიცია უნდა გვქონდეს, ჯერ უამრავი თამაშია წინ და არ დაგვავიწყდეს ჩელსის სახლში ვიღებთ, ლივერპულს რთული კალენდარი აქვს, სიტის პრობლემები...
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top