თბილისი:
მანჩესტერი:
5-01-2017, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2303,
კომენტარები: 14
ნევილი: "მომდევნო ტური ყველაფერს გადაწყვეტს"
გარი ნევილი "ლივერპულთან" მატჩს "იუნაიტედის" შესაძლებლობების დადასტურების საშუალებად მიიჩნევს.
ნევილი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი გარი ნევილი მიიჩნევს, რომ პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში "ლივერპულის" წინააღმდეგ მატჩი მისი გუნდისთვის ბევრ რამეს გადაწყვეტს.

გასულ ორშაბათს "წითლებმა" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვეს პრემიერ ლიგაში, ყველა ტურნირზე კი მათი წაუგებელი სერია 13 მატჩია გრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" კვლავ მეექვსე ადგილზე იმყოფება და ლიდერ "ჩელსისთან" 10 ქულა აშორებს, ნევილს მიაჩნია, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუკი მისი ყოფილი გუნდი მომდევნო ტურში "ლივერპულის" დამარცხებას შეძლებს.

"სავსებით შესაძლებელია, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი. მაგრამ პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩი - სახლში "ლივერპულის" წინააღმდეგ - დიდი მატჩია, ნამდვილად დიდი. ვფიქრობ, ეს განსაზღვრავს, რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს "მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონის დარჩენილ ნაწილში.

თუ გაიმარჯვებენ, მათში სერიოზული საფრთხე გაჩნდება. მაღლა მიიწევენ, უკეთესები ხდებიან - და გაცილებით უკეთესები არიან, ვიდრე გასულ სეზონში.

გუნდი მაღალფარდოვანი და სანახაობრივი ფეხბურთის თამაშს იწყებს, ბოლო ორ მატჩში კი ზუსტად ისე გაიმარჯვა, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედს" სჩვევია",
- განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა.

წყარო: skysports
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
5 იანვარი 2017 15:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11657
Yvelafris fasad unda movigot da movigebt kidec ❤️
0
№12
ავტორი: beckham7
5 იანვარი 2017 17:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
Oldtrafordze liverpulis gadzuyvnis suni iqneba.
0
№13
ავტორი: giorgisamnidze99
5 იანვარი 2017 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ლივერპული უნდა დავანაღვლიანოთ
0
№14
ავტორი: stepno
6 იანვარი 2017 00:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Dzan vnerviyloob
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top