თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2017, 16:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2346,
კომენტარები: 12
მოურინიო: "თავდამსხმელი არ მჭირდება, რეშფორდი მყავს"
ჟოზე მოურინიო ახალგაზრდა შემტევს ნდობას უცხადებს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ თავდამსხმელის შეძენას არ აპირებს, რადგან მის განკარგულებაში პერსპექტიული მარკუს რეშფორდია.

ინგლისელ ფეხბურთელს მოურინიო ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან შეცვლაზე შესვლის შედეგად იყენებს, მაგრამ მარკუსმა ჯამში 26 მატჩი ჩაატარა მიმდინარე სეზონში.

მიუხედავად იმისა, რომ თინეიჯერს 24 სექტემბრის შემდეგ არ გაუტანია გოლი, მოურინიოსთვის კვლავ რჩება მნიშვნელოვან ფეხბურთელად: "მას უდიდესი ნდობა მაშინ გამოვუცხადე, როცა ვთქვი, რომ მეტი თავდამსხმელი არ მჭირდებოდა. არ მინდა. რატომ? იმიტომ, რომ რეშფორდი მყავს.

ყოველთვის მზად არის. როცა სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება, სათადარიგოთა სკამზე მაინც არის. შემოდის და სხვადასხვა სახის გამოცდილებას აგროვებს.

გასულ სეზონში მის თავს მომხდარი ამბავი ძალიან სწრაფად განვითარდა და ის პირობები შეიქმნა, რომელიც წელს არ გვაქვს.

კარგად არის. სწორი მიმართულებით ვითარდება. კარგი ბავშვია და სწორი მენტალიტეტის მქონე კარგი პროფესიონალი.

ყოველთვის მზად არის სასწავლებლად და გასავითარებლად. ეს ბავშვი სწორი მიმართულებით მიდის".


მოურინიო რეშფორდის უნივერსალურობასაც გაუსვა ხაზი.

"მან იცის, რომ ყოველდღე უნდა ისწავლოს და ეს ესმის. უნდა ისწავლოს გუნდთან ერთად ყოფნით, გუნდთან ერთად ვარჯიშით, სათადარიგოთა სკამზე მოხვედრითაც კი და ხანდახან თამაშითაც, როცა კონტრშეტევით ფეხბურთს ვთამაშობთ.

მასთან დაკავშირებით საერთოდ არ მაქვს პრობლემა. ნამდვილი პროფესიონალია. მას იმიტომ ვირჩევ, რომ ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში. შემტევი ფეხბურთელების როტაცია მიყვარს".


წყარო: dailymail
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
4 იანვარი 2017 16:08
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
რეშფორდიშეე <3 მკვლელი უნდა გაიზარდოო მარკუუს <3
0
№2
ავტორი: ZVIADI777
4 იანვარი 2017 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
Ukve mkelia da ro gaizrdeba raga ikneba
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 იანვარი 2017 16:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რეშფორდი რო კაი ბიჭია ეგ კი ვიცით, მაგრამ რუნიზე რატო არაფერი ისმის??? belay
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
4 იანვარი 2017 17:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მარკუსი ოქროს ბიჭია
0
№5
ავტორი: shotkin
4 იანვარი 2017 17:48
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
რესფროდი და მარსიალი შეულია ეხლა თასსზე გამოიყენოს და პოგბა და იბრა დაასვენოს
0
№6
ავტორი: giorgi_mg
4 იანვარი 2017 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ეს სუპერ ვარსკვლავი გახდება მოუს ხელში დარწმუნებული ვარ
0
№7
ავტორი: gache1991
4 იანვარი 2017 18:11
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მარსიალზე რატო არ ამბობ მოუ :)) აგენტი გიშლის ხო ნერვებს :))
0
№8
ავტორი: ikeoni
4 იანვარი 2017 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Oqros bichi gvyavs ❤️
0
№9
ავტორი: LASHQARA
4 იანვარი 2017 18:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
მარკუსი მაგარი კაცია მაგრამ იბრას გადამკიდე არ დაასრულოს განვითარება winked love
0
№10
ავტორი: stepno
4 იანვარი 2017 20:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიაან მაგარიაა დაა მაგრად მჯერაა ამ კაციის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top