თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2017, 16:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2347,
კომენტარები: 12
მოურინიო: "თავდამსხმელი არ მჭირდება, რეშფორდი მყავს"
ჟოზე მოურინიო ახალგაზრდა შემტევს ნდობას უცხადებს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ თავდამსხმელის შეძენას არ აპირებს, რადგან მის განკარგულებაში პერსპექტიული მარკუს რეშფორდია.

ინგლისელ ფეხბურთელს მოურინიო ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან შეცვლაზე შესვლის შედეგად იყენებს, მაგრამ მარკუსმა ჯამში 26 მატჩი ჩაატარა მიმდინარე სეზონში.

მიუხედავად იმისა, რომ თინეიჯერს 24 სექტემბრის შემდეგ არ გაუტანია გოლი, მოურინიოსთვის კვლავ რჩება მნიშვნელოვან ფეხბურთელად: "მას უდიდესი ნდობა მაშინ გამოვუცხადე, როცა ვთქვი, რომ მეტი თავდამსხმელი არ მჭირდებოდა. არ მინდა. რატომ? იმიტომ, რომ რეშფორდი მყავს.

ყოველთვის მზად არის. როცა სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება, სათადარიგოთა სკამზე მაინც არის. შემოდის და სხვადასხვა სახის გამოცდილებას აგროვებს.

გასულ სეზონში მის თავს მომხდარი ამბავი ძალიან სწრაფად განვითარდა და ის პირობები შეიქმნა, რომელიც წელს არ გვაქვს.

კარგად არის. სწორი მიმართულებით ვითარდება. კარგი ბავშვია და სწორი მენტალიტეტის მქონე კარგი პროფესიონალი.

ყოველთვის მზად არის სასწავლებლად და გასავითარებლად. ეს ბავშვი სწორი მიმართულებით მიდის".


მოურინიო რეშფორდის უნივერსალურობასაც გაუსვა ხაზი.

"მან იცის, რომ ყოველდღე უნდა ისწავლოს და ეს ესმის. უნდა ისწავლოს გუნდთან ერთად ყოფნით, გუნდთან ერთად ვარჯიშით, სათადარიგოთა სკამზე მოხვედრითაც კი და ხანდახან თამაშითაც, როცა კონტრშეტევით ფეხბურთს ვთამაშობთ.

მასთან დაკავშირებით საერთოდ არ მაქვს პრობლემა. ნამდვილი პროფესიონალია. მას იმიტომ ვირჩევ, რომ ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში. შემტევი ფეხბურთელების როტაცია მიყვარს".


წყარო: dailymail
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: giorgisamnidze99
5 იანვარი 2017 00:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მიდი მარკუს შენ პატარა ბავშო დაგლიჯო უნდა ემიუთი ყველა
0
№12
ავტორი: ROONEY-RUNI
5 იანვარი 2017 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ციტატა: ვახო ( G G M U)
რეშფორდი რო კაი ბიჭია ეგ კი ვიცით, მაგრამ რუნიზე რატო არაფერი ისმის??? belay



მეც ეგ მაინტერესებს შრეკის ასე დავიწება როგორ შეიძლება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top