თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2017, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3000,
კომენტარები: 14
გრიზმანმა ჟურნალისტების პროვოკაციულ შეკითხვას უპასუხა
ფრანგი თავდამსხმელი თავის სამომავლო გეგმებზე კომენტარს აკეთებს.
გრიზმანმა ჟურნალისტების პროვოკაციულ შეკითხვას უპასუხა
ანტუან გრიზმანმა გაბრაზებით უპასუხა თავის მომავალზე დასმულ შეკითხვას და განაცხადა, რომ ესპანეთში თავს ბედნიერად გრძნობს.

მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია ევროპაში და "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს ესპანელები მის შენარჩუნებაში გამოსცადოს.

25 წლის ფრანგი პოლ პოგბასთან მეგობრობს და ადრე აღიარა, რომ "იუნაიტედის" ნახევარმცველს ხშირად ეკითხება "ოლდ ტრაფორდის" შესახებ.

მიუხედავად ასეთი განცხადებისა, ანტუანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საჯაროდ, რომ "ატლეტიკოში" თავს კარგად გრძნობს და კლუბის დატოვება არ სურს.

"ატლეტიკოში ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ ამ გულშემატკივრებისთვის ამ ფეხბურთელებთან და მწვრთნელთან ერთად ვთამაშობ.

მინდა ამაგი გადავუხადო იმ ზრუნვისა და რწმენისთვის, რასაც "ატლეტიკოში" ჩემდამი ყოველთვის იჩენდნენ",
- განაცხადა ფრანგმა.

მიმდინარე სეზონში "რეალ სოსიედადის" ყოფილ ფეხბურთელსაც და მის კლუბსაც პრობლემები აქვთ, რამეთუ გრიზმანმა მხოლოდ ცხრა გოლი გაიტანა ესპანეთში, ბოლო 13 მატჩში კი მხოლოდ სამი, ხოლო ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ფინალისტი ამჟამად ლა ლიგაში მეექვსე ადგილს იკავებს.

როცა მისი მომავლის შესახებ ჰკითხეს, გრიზმანმა თავისი აღშფოთება არ დამალა.

"არ მომწონს ეს შეკითხვა, ჩემი მომავლის შესახებ დასმული შეკითხვებით ზიანს ნუ მაყენებთ. კრიშტიანუს, მესის და ბეილს არავინ ეკითხება, რას აპირებენ მომდევნო სეზონში და სად უნდა ითამაშონ.

არც მე მომწონს, რომ მეკითხებიან, ბედნიერი ვარ და საკუთარი თავისგან სიამოვნებას ვიღებ "ატლეტიკოში", ჩემი მომავლის შესახებ აღარ მკითხოთ",
- დაასრულა თავდამსხმელმა.

წყარო: the sun
ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: giorgi_mg
4 იანვარი 2017 15:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ამის მოყვანას 70-80 ლიმონი უნდა, მაგრამ იმედია არ დაიშრებენ ამ თანხას, მარტო მაიკებს გავყიდით ორმაგს ასე რომ ფული არ არის პრობლემა, მაუ იმოქმედე! ეს სიტიმ ან ჩელსიმ რო წაიყვანოს გავგიჟდები.
ეს პოგბა მარსიალი მხითო ზლატანი შეუჩერებელი სასტავი იქნება
1
№2
ავტორი: gela-manutd
4 იანვარი 2017 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
კაი იქნება
0
№3
ავტორი: gache1991
4 იანვარი 2017 15:34
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მომავალი 7იანი;) ამის ტრანსფერს პოგბა და ბექჰემი გააკეთებენ :)) და ვუდვორდის ბღუუუუჯა ფულები:D:D:D
0
№4
ავტორი: kaxeti
4 იანვარი 2017 15:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
40 წლისა რომ გახდება გადმოვა
0
№5
ავტორი: ikeoni
4 იანვარი 2017 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Cota ki gachirdeba amis yidva
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
4 იანვარი 2017 15:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ასე მგონია გადმოვა
0
№7
ავტორი: MEMPHIS 7
4 იანვარი 2017 15:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
წამოვააა მთავსრია სიმიონემ დატოვოს ატლეტიკოოო. თუ წამოვა მგონია რო ჩვენთან წამოვა უეჭველიიი
0
№8
ავტორი: Esi
4 იანვარი 2017 16:09
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
მოდი ანტუან მოდი am
0
№9
ავტორი: Sh-rati
4 იანვარი 2017 17:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
ეს ბიჭი თუ მალე არ წავა ატლედან ჩაქიმავს უეჩველი ტორესი დაემართება
0
№10
ავტორი: mufc1878
4 იანვარი 2017 17:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ნუ ცენზურაობ ანტუან.ანძრევ ემიუზე და მოედეზლე რა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top