თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2017, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3001,
კომენტარები: 14
გრიზმანმა ჟურნალისტების პროვოკაციულ შეკითხვას უპასუხა
ფრანგი თავდამსხმელი თავის სამომავლო გეგმებზე კომენტარს აკეთებს.
გრიზმანმა ჟურნალისტების პროვოკაციულ შეკითხვას უპასუხა
ანტუან გრიზმანმა გაბრაზებით უპასუხა თავის მომავალზე დასმულ შეკითხვას და განაცხადა, რომ ესპანეთში თავს ბედნიერად გრძნობს.

მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია ევროპაში და "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს ესპანელები მის შენარჩუნებაში გამოსცადოს.

25 წლის ფრანგი პოლ პოგბასთან მეგობრობს და ადრე აღიარა, რომ "იუნაიტედის" ნახევარმცველს ხშირად ეკითხება "ოლდ ტრაფორდის" შესახებ.

მიუხედავად ასეთი განცხადებისა, ანტუანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საჯაროდ, რომ "ატლეტიკოში" თავს კარგად გრძნობს და კლუბის დატოვება არ სურს.

"ატლეტიკოში ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ ამ გულშემატკივრებისთვის ამ ფეხბურთელებთან და მწვრთნელთან ერთად ვთამაშობ.

მინდა ამაგი გადავუხადო იმ ზრუნვისა და რწმენისთვის, რასაც "ატლეტიკოში" ჩემდამი ყოველთვის იჩენდნენ",
- განაცხადა ფრანგმა.

მიმდინარე სეზონში "რეალ სოსიედადის" ყოფილ ფეხბურთელსაც და მის კლუბსაც პრობლემები აქვთ, რამეთუ გრიზმანმა მხოლოდ ცხრა გოლი გაიტანა ესპანეთში, ბოლო 13 მატჩში კი მხოლოდ სამი, ხოლო ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ფინალისტი ამჟამად ლა ლიგაში მეექვსე ადგილს იკავებს.

როცა მისი მომავლის შესახებ ჰკითხეს, გრიზმანმა თავისი აღშფოთება არ დამალა.

"არ მომწონს ეს შეკითხვა, ჩემი მომავლის შესახებ დასმული შეკითხვებით ზიანს ნუ მაყენებთ. კრიშტიანუს, მესის და ბეილს არავინ ეკითხება, რას აპირებენ მომდევნო სეზონში და სად უნდა ითამაშონ.

არც მე მომწონს, რომ მეკითხებიან, ბედნიერი ვარ და საკუთარი თავისგან სიამოვნებას ვიღებ "ატლეტიკოში", ჩემი მომავლის შესახებ აღარ მკითხოთ",
- დაასრულა თავდამსხმელმა.

წყარო: the sun
ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: LASHQARA
4 იანვარი 2017 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ფორმის შიგნით მანჩესტერის ფორმა გაცვია შე კეთილ ძაღლო და რა ატლეტიკოს მიტირიხარ გადმოეთრიე დროზე თუ გინდა მიაღწიო რაღაცას ცხოვრებაში am
0
№12
ავტორი: stepno
4 იანვარი 2017 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არ მჯერ ამის გადმოსვლის
0
№13
ავტორი: kobinio
4 იანვარი 2017 22:16
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: gache1991
მომავალი 7იანი;) ამის ტრანსფერს პოგბა და ბექჰემი გააკეთებენ :)) და ვუდვორდის ბღუუუუჯა ფულები:D:D:D

ბღუჯა და აგენტს გააჟრჟოლებს )) ეს კაცი მანჩესტერისთვისაა დაბადებული
0
№14
ავტორი: giorgisamnidze99
5 იანვარი 2017 00:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ეს კაცი ემიუუუსთვილ არის 100 %
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top