ფრანგი ნახევარმცველი კვლავ მოურინიოს სამიზნეა.
ჟოზე მოურინიო იანვარში ლასანა დიარას შეძენას გეგმავს. "მარსელის" ნახევარმცველს პორტუგალიელ მწვრთნელთან ერთად უკვე უმუშავია "ჩელსისა" და "რეალში" და ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთის შესაძლებლობებს.
დიარა 2012 წელს "ბერნაბეუს" დატოვებისა და მახაჩკალის "ანჟიში" გადასვლის შემდეგ ითვლება სხვადასხვა კლუბის სატრანსფერო სამიზნედ.
2014 წელს კი იგი მოსკოვის "ლოკომოტივის" საკუთრება იყო, სადაც FIFA-მ 8.5 მლნ. ფუნტით დააჯარიმა, რადგანაც ფრანგი კონტრაქტის პირობებს არღვევდა და ვარჯიშზე უარს აცხადებდა.
დიარა სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად არ ჩაითვლება და მას უფრო მორგან შნეიდერლინის შემცვლელად მოიაზრებენ სათადარიგოთა სკამზე, რომელიც ვაკანტური ადგილი გახდება, თუკი მორგანი "ვესტ ბრომსა" და "ევერტონს" შორის არჩევანს გააკეთებს.
მოურინიომ დიარა 2005 წელს "ჩელსიში" მუშაობის დროს შეიძინა და მან 13 მატჩი ჩაატარა "ლურჯების" რიგებში, სანამ 2007 წელს "არსენალში" გადავიდოდა.
თუმცა, ლასანას საუკეთესო პერიოდად "პორტსმუთში" გატარებული დრო ითვლება, სადაც იგი ჰარი რედნაპის გუნდს 2008 წელს ინგლისის თასის მოგებაში დაეხმარა.
ამ მიღწევის შემდეგ დიარა მადრიდის "რეალში" გადავიდა, სადაც მისი სათამაშო დრო უფრო მეტ მატჩს მოიცავდა. სხვადასხვა მწვრთნელის დროს მან ჯამში 87 მატჩი ჩაატარა.
წყარო:
the sun