თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2017, 10:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2702,
კომენტარები: 14
მოურინიო თავისი ყოფილი ფეხბურთელის შეძენას აპირებს
ფრანგი ნახევარმცველი კვლავ მოურინიოს სამიზნეა.
მოურინიო თავისი ყოფილი ფეხბურთელის შეძენას აპირებს
ჟოზე მოურინიო იანვარში ლასანა დიარას შეძენას გეგმავს. "მარსელის" ნახევარმცველს პორტუგალიელ მწვრთნელთან ერთად უკვე უმუშავია "ჩელსისა" და "რეალში" და ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთის შესაძლებლობებს.

დიარა 2012 წელს "ბერნაბეუს" დატოვებისა და მახაჩკალის "ანჟიში" გადასვლის შემდეგ ითვლება სხვადასხვა კლუბის სატრანსფერო სამიზნედ.

2014 წელს კი იგი მოსკოვის "ლოკომოტივის" საკუთრება იყო, სადაც FIFA-მ 8.5 მლნ. ფუნტით დააჯარიმა, რადგანაც ფრანგი კონტრაქტის პირობებს არღვევდა და ვარჯიშზე უარს აცხადებდა.

დიარა სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად არ ჩაითვლება და მას უფრო მორგან შნეიდერლინის შემცვლელად მოიაზრებენ სათადარიგოთა სკამზე, რომელიც ვაკანტური ადგილი გახდება, თუკი მორგანი "ვესტ ბრომსა" და "ევერტონს" შორის არჩევანს გააკეთებს.

მოურინიომ დიარა 2005 წელს "ჩელსიში" მუშაობის დროს შეიძინა და მან 13 მატჩი ჩაატარა "ლურჯების" რიგებში, სანამ 2007 წელს "არსენალში" გადავიდოდა.

თუმცა, ლასანას საუკეთესო პერიოდად "პორტსმუთში" გატარებული დრო ითვლება, სადაც იგი ჰარი რედნაპის გუნდს 2008 წელს ინგლისის თასის მოგებაში დაეხმარა.

ამ მიღწევის შემდეგ დიარა მადრიდის "რეალში" გადავიდა, სადაც მისი სათამაშო დრო უფრო მეტ მატჩს მოიცავდა. სხვადასხვა მწვრთნელის დროს მან ჯამში 87 მატჩი ჩაატარა.

წყარო: the sun
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
4 იანვარი 2017 15:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ამის მოყვანას შვაინას მიცეს შანსი არ ჯობია?! ვაახ გადამრევს ეს კაცი რა
0
№12
ავტორი: gache1991
4 იანვარი 2017 15:24
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
სისულელე,გუნდიდან ბასტი გაუშვა რომელიც ამის წონა ფულს მარტო მაიკებით მოუტანს და ეს მოიყვანო სისულელეა
0
№13
ავტორი: gela-manutd
4 იანვარი 2017 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მორიგი სისულელე იანვრის ბოლომდე რამდენი სისულელის წაკიტხვა მოგვიწევს
0
№14
ავტორი: stepno
4 იანვარი 2017 20:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: gela-manutd
მორიგი სისულელე იანვრის ბოლომდე რამდენი სისულელის წაკიტხვა მოგვიწევს

აბაა შენ ეგა თქვი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top