მაიკლ კერიკმა "მანჩესტერ იუნაიტედი" შეაქო და "ვესტ ჰემთან" მოპოვებულ გამარჯვებას თავდაჯერებულობის გაზრდისათვის მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.
ხუან მატასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლებით "წითლებმა" კვირაში მესამე მატჩი მოიგეს, ყველა ტურნირზე კი ზედიზედ 7 შეხვედრა, რომელთაგან 6 მხოლოდ პრემიერ ლიგაზე მოდის.
მატჩის შემდეგ კერიკი მოხარული დარჩა შედეგით: "პირველ ტაიმში ბურთს სასურველ დონეზე ვერ ვფლობდით და შანსებსაც ვერ ვქმნიდით. ნაკლებად მწვავედ გამოვიყურებოდით, რადგან წინა მატჩი სულ რაღაც ორი დღის გვქონდა, თუმცა ისინიც უნდა შევაქოთ, რადგან მათაც შაბათს ითამაშეს და თანაც 10 კაცით იყვნენ.
მაგრამ მოხარულები ვართ, რომ მატჩში გარდატეხა შევიტანეთ. გამარჯვებათა სერია შევინარჩუნეთ და თავდაჯერებულობა გაიზარდა, რაც ასეთ მატჩებში დიდ სხვაობას ქმნის, იმიტომ, რომ თავდასხმის ხაზი დამატებით მუხტს გვაძლევს და სამი ქულა მოაქვს."
"მშრალად" შენახულ მატჩზე უდიდესი გავლენა მოახდინა დავიდ დე ხეამ, რომელმაც მაიკლ ანტონიოს წინააღმდეგ შესანიშნავი სეივი განახორციელა და მოგვიანებით გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი ეს გმირობა.
"დავიდის დიდებული სეივი იყო. ვიცით, რამდენად კარგიცაა და ასეთ სეივებს წლების განმავლობაში ახორციელებდა. მატჩის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო და საბედნიეროდ, ხუანმა მომდევნო უკვე გოლად გარდასახა, რამაც მოვლენები ჩვენს სასარგებლოდ წარმართა.
სეზონის დასაწყისში ასე არ ვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ ჩვენ კარგად ვთამაშობთ და საკუთარ ბედს თვითონ ვქმნით. როცა ისეთი შედეგები გაქვს, როგორიც ჩვენ, ეს სხვაობას ქმნის", - განაცხადა მაიკლმა.
გარდა იმისა, რომ მატამ გახსნა ანგარიში და მისი როლი დიდია მოპოვებულ გამარჯვებაში, არანაკლებ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მარკუს რეშფორდმაც, რამაც კერიკი მოხიბლა.
"სიმწვავე დიდ სხვაობას ქმნის. სივრცეები შეიქმნა და მან ის დაიპყრო. გამომდინარე იქიდან, რომ საჯარიმოში რამდენიმეჯერ შეიჭრა, იგრძნობოდა, რომ რაღაცას შექმნიდა. კარგად ითამაშა, როცა ხუანს მისცა გადაცემა, მან კი შანსი გამოიყენა, მოგვიანებით იგივე შეძლო იბრამ და სახლში ბედნიერები წავალთ".