თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2017, 20:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2172,
კომენტარები: 15
კერიკი: "გამარჯვება თავდაჯერებულობას გვმატებს"
მაიკლ კერიკი "ვესტ ჰემთან" გამარჯვების მნიშვნელობაზე საუბრობს.
კერიკი:
მაიკლ კერიკმა "მანჩესტერ იუნაიტედი" შეაქო და "ვესტ ჰემთან" მოპოვებულ გამარჯვებას თავდაჯერებულობის გაზრდისათვის მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.

ხუან მატასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლებით "წითლებმა" კვირაში მესამე მატჩი მოიგეს, ყველა ტურნირზე კი ზედიზედ 7 შეხვედრა, რომელთაგან 6 მხოლოდ პრემიერ ლიგაზე მოდის.

მატჩის შემდეგ კერიკი მოხარული დარჩა შედეგით: "პირველ ტაიმში ბურთს სასურველ დონეზე ვერ ვფლობდით და შანსებსაც ვერ ვქმნიდით. ნაკლებად მწვავედ გამოვიყურებოდით, რადგან წინა მატჩი სულ რაღაც ორი დღის გვქონდა, თუმცა ისინიც უნდა შევაქოთ, რადგან მათაც შაბათს ითამაშეს და თანაც 10 კაცით იყვნენ.

მაგრამ მოხარულები ვართ, რომ მატჩში გარდატეხა შევიტანეთ. გამარჯვებათა სერია შევინარჩუნეთ და თავდაჯერებულობა გაიზარდა, რაც ასეთ მატჩებში დიდ სხვაობას ქმნის, იმიტომ, რომ თავდასხმის ხაზი დამატებით მუხტს გვაძლევს და სამი ქულა მოაქვს."


"მშრალად" შენახულ მატჩზე უდიდესი გავლენა მოახდინა დავიდ დე ხეამ, რომელმაც მაიკლ ანტონიოს წინააღმდეგ შესანიშნავი სეივი განახორციელა და მოგვიანებით გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი ეს გმირობა.

"დავიდის დიდებული სეივი იყო. ვიცით, რამდენად კარგიცაა და ასეთ სეივებს წლების განმავლობაში ახორციელებდა. მატჩის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო და საბედნიეროდ, ხუანმა მომდევნო უკვე გოლად გარდასახა, რამაც მოვლენები ჩვენს სასარგებლოდ წარმართა.

სეზონის დასაწყისში ასე არ ვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ ჩვენ კარგად ვთამაშობთ და საკუთარ ბედს თვითონ ვქმნით. როცა ისეთი შედეგები გაქვს, როგორიც ჩვენ, ეს სხვაობას ქმნის",
- განაცხადა მაიკლმა.

გარდა იმისა, რომ მატამ გახსნა ანგარიში და მისი როლი დიდია მოპოვებულ გამარჯვებაში, არანაკლებ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მარკუს რეშფორდმაც, რამაც კერიკი მოხიბლა.

"სიმწვავე დიდ სხვაობას ქმნის. სივრცეები შეიქმნა და მან ის დაიპყრო. გამომდინარე იქიდან, რომ საჯარიმოში რამდენიმეჯერ შეიჭრა, იგრძნობოდა, რომ რაღაცას შექმნიდა. კარგად ითამაშა, როცა ხუანს მისცა გადაცემა, მან კი შანსი გამოიყენა, მოგვიანებით იგივე შეძლო იბრამ და სახლში ბედნიერები წავალთ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: East
4 იანვარი 2017 01:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 33
ეს ტური კარგი გამოდგა ჩვენთვის : ლივერპულმა არსენალმა ხვალკიდე ჩელსი ტოტენჰემი ბლომათ დაიკარგა ქულები აი ლივერპულს თუ მოვუგეთ მაგრად ამოვიქაჩებით
0
№12
ავტორი: ROONEY-RUNI
4 იანვარი 2017 02:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
[quote=LASHQARA]წელს 3 დიდი გამარჯვების მუღამი მაქ ერთი ლივერპული, მეორე ჩელსი და მესამე ევროპალიგის ფინალი ეს სამითუ შევძელით ჩემზე ბედნიერ კაცს ცოტას თუ ნახავთ wink love am[/

მე პირადათ ძმა ამ შემთხვევაში ჩელსისზე მოგება უფრო მინდა ტან დიდი ანგარიშით
0
№13
ავტორი: shotkin
4 იანვარი 2017 02:06
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: irakli87
ეს ნაბიჩვრები მგონი ყომარობენ რო მანჩესტერი ოთხეულში არ შევიდეს. 3:0 იგებდა ბორმუტი და რა გააკეთეს ბოლოს ნაბოზრებმა. ყველა ესე სირდება ჩვენს მოწინააღმდეგეებთან. სულ უნდა და**** ეს ცენზურას მიმცემები ახვრები !!!

არაუშავს არსენალი ისეთი კუტუ გუნდია დიდი ხანია ეტყობა რო თამაშ გატეხავდნენ აშკარად უჭირთ ერთი ორი კაცი აელეწათ და ცენზურათ ეგრეა ლივერპულიც ყველაზე კაი სკამი ჩვენ გვყავს პრემიერლიგაში. არსენალთან 1 ან 2 ქულიან სხვაობას დიდი მნიშვნელობა არაქვს მაინც წარაკუა გუნდია რა ტრენერიცაა იმ ტიპაჯის ხასიათით თამაშობენ და უპრობლემოდ გადავასწრებთ ჩვენ ჩვენ თამაშებს უნდა მივხედოთ და ისენი თავისით წაიმტვრევებ კისერს ბორნმუთი რო 3 ბურთს გაგიტანს და ესე გეთამაშება არვიცი შეხვდებათ ცოტა ძლიერი და წააგებენ სად წავლენ აი ჩვენ ლივერპულს უნდა მოვუგოთ ეგენი არსენალზე ბერვად აპასნები არიან როგორც კონკურენტები დალშე ჩელსი უკვე უტოპიას გავს მარა მაინც არიცი რამოხდება და სიტი და არსენალი ძაან შესუსტდნენ პახოდუ გვარდიოლას დაერხა ფსიქოლოგიურად უკვე სასწაულ გადაწყვეტილებებს იღებს აგუერო სილვას სკამზე ტოვებს და იჰელენაჩო და ნოლიტოს ათამაშებს და გუნდში განხეთქოლებაც როქონდეს არგამიკვირდება მაგას ჯერ ჰარტის გაგდებაზე ბოლომდე არ წაუმტვრევია ცხვირი და კიდე ინანებს ჯერ სადაა 4 ეულში ესეთი თამაშით თავისუფლად შევალთ ამრა ისფაქტი რო გუდნი თამაშიდან თამაშამდე ვითარდება და უმატებს მახარებს და ვნახოთ რაიქნება კაკ მინიმუმ სეზონს არსენალზე სიტიზე და ლივერზე მაღლა როდავასრულებთ ვიცი და ამის ბევრი ლოგიკური მიზეზიც არის
0
№14
ავტორი: ikeoni
4 იანვარი 2017 02:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Kerikis statistikaze agar shegaxsenebt))❤️❤️❤️Magar kacaa
0
№15
ავტორი: levionok
4 იანვარი 2017 11:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
5 ეულის ცხრილი ძალიან მჭიდროვდება და ეს დამატებითი წნეხია ჩვნეი კონკურენტებისთვის,გულის სიღრმეში ყველას ჯეროდა და ეგონა რომ მაურინიო აბოლოოდ ჩაფლავდა და რბოლას გამოეთიშა,და ზედიზედ მოგებულმა 6 მა თამაშმა მათ დამატებით აუკანკალა მუხლები ჩვენი თამაში ყველასას ჯობია ეს ფაქტია...ლუზერპულს მოვუგოთ ეს მეტია ვიდრე 3 ქულა! თუ გავითვალისწინებთ იმას რომ სახლში ბევრად უკეთესად გამოვიყურებით ფავორიტებიც ჩვენ ვართ და სხვანაირად ოლდტრაფორდზე არ შეიძლება იყოს! მერე კი ძალიან მაგარი კალენდარი გვაქვს და სიტიმდე ყველა მოსაგები თამაშია ეს თუ ასე მოხდა მერწმუნეთ 25 ტურისთვის ჩელსისთან 7 ქულაზე მეტი სხვაობა არ იქნება ეს კაკ მინიმუმ.. პ.ს. თუ გახსოვთ ჩელსი ისე გამოიყურებოდა ბუკმეკერულ კანტორებმა წინასწარ გასცეს მოგებები ვისაც ჩელსის ჩემპიონობა ეწერა.12 ქულით წინ იყო და იმ წელს ჩვენ გავხდით ჩემპიონები ეს იყო თუ სწორად მახსოვს 2013 წელი. ასე რომ ეს პრემიერლიგაა ერთი თუ დაეწყოთ ჩავარდნა ძნელია იქიდან ამოსვლა მერე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top