ჟოზე მოურინიოს გუნდი 2013 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგს აჩვენებს.
შესაძლოა, ჟოზე მოურინიოს ბევრი დრო დასჭირდა იმისათვის, რომ "ოლდ ტრაფორდზე" სიტუაცია დაელაგებინა, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა ნამდვილად მოახერხა ეს.
"წითელმა ეშმაკებმა" ორშაბათს კიდევ ერთხელ მოიპოვეს სამი ქულა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
ხუან მატამ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ვესტ ჰემთან" მატჩში გარდატეხა შეიტანეს და "იუნაიტედი" იმ შედეგამდე მიიყვანეს, რაც სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ არ ჰქონია.
"წითლები" ყველა ტურნირზე 13 მატჩია არ მარცხდებიან, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი სერიაა.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ შოტლანდიელ მწვრთნელს მსგავსი სერია 18 მატჩის განმავლობაში უგრძელდებოდა, რის გასამეორებლადაც მოურინიოს კიდევ 5 მატჩის ჩატარება მოუწევს.
თავის მხრივ, პირადი მიღწევა აქვს მოურინიოსაც, რომელმაც ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო ყველა ტურნირზე - ეს კი 2014 წელს "ჩელსის" მწვრთნელობის პერიოდიდან დღემდე საუკეთესო შედეგია.
წყარო:
goal.com