თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2017, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2933,
კომენტარები: 14
"იუნაიტედი" ფერგიუსონის შემდეგ საუკეთესო სერიას აჩვენებს
ჟოზე მოურინიოს გუნდი 2013 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგს აჩვენებს.
შესაძლოა, ჟოზე მოურინიოს ბევრი დრო დასჭირდა იმისათვის, რომ "ოლდ ტრაფორდზე" სიტუაცია დაელაგებინა, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა ნამდვილად მოახერხა ეს.

"წითელმა ეშმაკებმა" ორშაბათს კიდევ ერთხელ მოიპოვეს სამი ქულა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

ხუან მატამ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ვესტ ჰემთან" მატჩში გარდატეხა შეიტანეს და "იუნაიტედი" იმ შედეგამდე მიიყვანეს, რაც სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ არ ჰქონია.

"წითლები" ყველა ტურნირზე 13 მატჩია არ მარცხდებიან, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი სერიაა.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ შოტლანდიელ მწვრთნელს მსგავსი სერია 18 მატჩის განმავლობაში უგრძელდებოდა, რის გასამეორებლადაც მოურინიოს კიდევ 5 მატჩის ჩატარება მოუწევს.

თავის მხრივ, პირადი მიღწევა აქვს მოურინიოსაც, რომელმაც ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო ყველა ტურნირზე - ეს კი 2014 წელს "ჩელსის" მწვრთნელობის პერიოდიდან დღემდე საუკეთესო შედეგია.

წყარო: goal.com
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
3 იანვარი 2017 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მიხარიაა აიიი უძალიანესად ესე როაა არ მჯერ აჯერ კიდეე
0
№12
ავტორი: giorgi_mg
3 იანვარი 2017 23:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
კარგად მახსოვს მოუს ჩელსი ჩემპიონატს მაგრად იწყებდახოლმე 5:0 4:0_ების მოგებებით და მერე ჩავარდნა ეწყებოდათ ხოლმე, ხოდა მანდ იწყებდა ფერგის მანჩესტერი თამაშშს და შეუჩერებელი ხდებოდა, იმედი მაქვს ეს ტრადიცია არ დაირღვევა, ფერგის გზას გაყვება და სეზონის ბოლოს შანსი აღარ ექნებათ ბავშვებს და ლუზერებს
0
№13
ავტორი: temo-scholes
4 იანვარი 2017 09:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
ციტატა: dachi_mu
მოურინიო ოუთ ..მოვვიდა და დააყენა ავტობუსი,ფეხბურთელებს იჩემებს..შვაინშტაიგერს და დეპაის რო არ ათამაშებ რა უნდა ელაპარაკო....
პ.ს სარკაზმი :დ

bazari araa dachi.:D
0
№14
ავტორი: dachi_mu
4 იანვარი 2017 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ციტატა: temo-scholes
ციტატა: dachi_mu
მოურინიო ოუთ ..მოვვიდა და დააყენა ავტობუსი,ფეხბურთელებს იჩემებს..შვაინშტაიგერს და დეპაის რო არ ათამაშებ რა უნდა ელაპარაკო....
პ.ს სარკაზმი :დ

bazari araa dachi.:D

არა და რამდენსააქ გულში :დ lol
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top