გამოავლინეთ თქვენი ფავორიტი ფეხბურთელი გასულ თვეში.
დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" სამი ფეხბურთელია წარდგენილი.
გადატვირთულ და წარმატებულ პერიოდში "იუნაიტედის" რამდენიმე ფეხბურთელი გამოირჩეოდა სტაბილურობითა და კარგი თამაშით, მაგრამ სიაში მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა და ჰენრიხ მხითარიანი მოხვდნენ.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: 7 მატჩი, 6 გოლინომერმა ცხრამ თავისი შთამბეჭდავი პირველი სეზონი "ოლდ ტრაფორდზე" რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლით განაგრძო. "ევერტონისა" და "ზარიას" კარის აღების შემდეგ, ჩვენმა საუკეთესო ბომბარდირმა "კრისტალ პალასსაც" გაუტანა გამარჯვების გოლი, ხოლო "ვესტ ბრომი" სწორედ მისი დუბლის წყალობით დამარცხდა. მოგვიანებით მან "სანდერლენდის" კარშიც გადაგზავნა ბურთი, რაც შეხვედრის მეორე გოლი გამოდგა, ხოლო ახალი წლის წინა ღამეს, წლის ბოლო დღეს მან ენტონი მარსიალს გაატანინა.
პოლ პოგბა: 7 მატჩი, 2 გოლიდინამიურმა ფრანგმა აპლოდისმენტების კორიანტელი დაიმსახურა 2016 წლის ბოლო თვეში თავისი თამაშის გამო. ჟოზე მოურინიოს გუნდის სასტარტო შემადგენლობის უცვლელმა წევრმა "სელჰარსტ პარკზე" თავისი გუნდი ტაიმის მიწურულს დააწინაურა, მოგვიანებით კი თანაგუნდელს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ხოლო წლის ბოლო მატჩში მან გამარჯვების გოლი გაიტანა ვიქტორ ვალდესის კარში.
ჰენრიხ მხითარიანი: 7 (1) მატჩი, 3 გოლისომეხი არასდროს დაივიწყებს დეკემბერს, რადგანაც ამ თვეში მან თვის საუკეთესო გოლის ნომინანტი ბურთი გაიტანა "სანდერლენდის" წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მას ტრავმამ შეუშალა ხელი, მხითარიანი თავისი თამაშით მაინც იქცა "წითლების" გულშემატკივართა ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად.
დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელი 5 იანვარს გამოვლინდება, ხმის მისაცემად კი გადადით შემდეგ ბმულზე:
manutd.com