თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2017, 10:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2108,
კომენტარები: 15
ხმა მიეცით: დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელი
გამოავლინეთ თქვენი ფავორიტი ფეხბურთელი გასულ თვეში.
ხმა მიეცით: დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელი
დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" სამი ფეხბურთელია წარდგენილი.

გადატვირთულ და წარმატებულ პერიოდში "იუნაიტედის" რამდენიმე ფეხბურთელი გამოირჩეოდა სტაბილურობითა და კარგი თამაშით, მაგრამ სიაში მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა და ჰენრიხ მხითარიანი მოხვდნენ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: 7 მატჩი, 6 გოლი

ნომერმა ცხრამ თავისი შთამბეჭდავი პირველი სეზონი "ოლდ ტრაფორდზე" რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლით განაგრძო. "ევერტონისა" და "ზარიას" კარის აღების შემდეგ, ჩვენმა საუკეთესო ბომბარდირმა "კრისტალ პალასსაც" გაუტანა გამარჯვების გოლი, ხოლო "ვესტ ბრომი" სწორედ მისი დუბლის წყალობით დამარცხდა. მოგვიანებით მან "სანდერლენდის" კარშიც გადაგზავნა ბურთი, რაც შეხვედრის მეორე გოლი გამოდგა, ხოლო ახალი წლის წინა ღამეს, წლის ბოლო დღეს მან ენტონი მარსიალს გაატანინა.

პოლ პოგბა: 7 მატჩი, 2 გოლი

დინამიურმა ფრანგმა აპლოდისმენტების კორიანტელი დაიმსახურა 2016 წლის ბოლო თვეში თავისი თამაშის გამო. ჟოზე მოურინიოს გუნდის სასტარტო შემადგენლობის უცვლელმა წევრმა "სელჰარსტ პარკზე" თავისი გუნდი ტაიმის მიწურულს დააწინაურა, მოგვიანებით კი თანაგუნდელს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ხოლო წლის ბოლო მატჩში მან გამარჯვების გოლი გაიტანა ვიქტორ ვალდესის კარში.

ჰენრიხ მხითარიანი: 7 (1) მატჩი, 3 გოლი

სომეხი არასდროს დაივიწყებს დეკემბერს, რადგანაც ამ თვეში მან თვის საუკეთესო გოლის ნომინანტი ბურთი გაიტანა "სანდერლენდის" წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მას ტრავმამ შეუშალა ხელი, მხითარიანი თავისი თამაშით მაინც იქცა "წითლების" გულშემატკივართა ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად.

დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელი 5 იანვარს გამოვლინდება, ხმის მისაცემად კი გადადით შემდეგ ბმულზე: manutd.com


ვის მიეცით ხმა?

ზლატან იბრაჰიმოვიჩი
პოლ პოგბა
ჰენრიხ მხითარიანი

სიახლეები
15 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
2 იანვარი 2017 15:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძნელია რომელიმე გამოარჩიო, იქით დაცვაც კი კარგ ფორმაში იყო და იქიდანაც შეიძლებოდა ვინმეს წამოწევა

მე მხითარიანს მივეცი ხმა
0
№12
ავტორი: Old Red Devil
2 იანვარი 2017 16:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
მე პოგბას გამოვარჩევდი რადგან იბრაგიმოვიჩის ბევრი გოლი მისი დამსახურებაა
0
№13
ავტორი: gigush26
2 იანვარი 2017 21:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
მხითა მაგარი იყო
0
№14
ავტორი: Phil Jones
3 იანვარი 2017 01:57
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: GaMkReLa
ამ ფოტოს ნახვის შემდეგ ვხვდები მოურინიოს განსაკუთრებულობას request 4 ტრანსფერი გააკეთა და მაქედან 3 ფეხბურთელი თვის საუკეთესოს ნომინაციაში იღებს მონაწილეობას wink

პლიუს აგვისტოში ბაიი არ იყო?
0
№15
ავტორი: Gamkrelidze
5 იანვარი 2017 22:38
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ციტატა: Phil Jones
ციტატა: GaMkReLa
ამ ფოტოს ნახვის შემდეგ ვხვდები მოურინიოს განსაკუთრებულობას request 4 ტრანსფერი გააკეთა და მაქედან 3 ფეხბურთელი თვის საუკეთესოს ნომინაციაში იღებს მონაწილეობას wink

პლიუს აგვისტოში ბაიი არ იყო?


კი აგვისტოში ბაიიმ მოიგო wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top