თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2013, 17:39
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2490,
კომენტარები: 15
დენი უელბეკი მხოლოდ "იუნაიტედზე" კონცეტრირდება
უელბეკი: ჩვენ მხოლოდ ჩვენს თამაშზე ვკონცენტრირდებით
დენი უელბეკი მხოლოდ
დენი უელბეკი ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" კონცენტრირდება მხოლოდ თავიანთი თამაშის მოგებაზე და არ აინტერესებთ "პრემიერ ლიგის" სხვა თამაშები.

სერ ალექსის ბიჭები იმყოფებიან პირველ ადგილზე და 7 ქულით უსწრებენ მდევარს, თუმცა ეს რიცხვი შეიძლება შემცირდეს, რადგან "წითლები" კვირას კარგ ფორმაში მყოფ "ტოტენჰემს" დაუპირისპირდებიან, 24 საათით ადრე კი "ლურჯები" "ფულემის" წინააღმდეგ ითამაშებენ.

მაგრამ უელბეკი მიიჩნევს, რომ ისინი მხოლოდ "სპურსისთვის" უნდა მოემზადონ და არ მიაქციონ ყურადღება სხვა თამაშებს. სწორედ ასეთი აზროვნებით შეძლებენ "წითლები" მეოცე ტიტულის მოგებას.

"ჩვენ ვკონცეტრირდებით მხოლოდ ჩვენს თავზე და სხვას არ ვაქცევთ ყურადღებას" განუცხადა დენიმ ManUtd.com-ს. "ჩვენ ვაპირებთ სამი ქულის აღებას და არ ვუყურებთ სხვა ანგარიშებს. ცხადია, "სიტის" შეუძლია სხვაობის შემცირება, მარამ ჩვენ შევეცდებით 7 ქულიანი უპირატესობის შენარჩუნებას"

"ჩვენთვის ლიგის ყოველი თამაში მნიშვნელოვანია და მთავარია, რომ გავიდეთ და მოვიპოვოთ სამი ქულა. ჩვენ არ შეგვიძლია ვუყუროთ სხვა გუნდებს და ვნახოთ რას იზამენ ისინი. ჩვენ ჩვენს თავს უნდა მივხედოთ."


ამ სეზონში უელბეკს იშვიათად ეძლევა თამაშის შესაძლებლობა, ის მხოლოდ რვაჯერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. ეს ალბათ ხშირი როტაციის და რობინ ვან პერსის ტრანსფერის ბრალია. თუმცა 22 წლის თავდამსხმელი ჩივილის მაგივრად აქებს ჰოლანდიელს და ფიქრობს, რომ მას უდიდესი სარგებელი მოაქვს გუნდისთვის.

"რობინი მსოფლიო კლასის ფეხბურთელია და სასიამოვნოა მის გვერდით თამაში" განაცხადა დენიმ. "როცა ის კართან ბურთითაა ყოველთვის საშიშროება იქმნება, თუმცა ის გუნდს მხოლოდ გოლებით არ ეხმარება. ის მრავალფეროვანი მოთამაშეა. ის ძალიან კარგად რთავს სხვებს თამაშში და ასევე შეუძლია ბურთის შენარჩუნება. რაც უფრო აკვირდები მას, უფრო კარგად ხვდები რაოდენ დიდებული ფეხბურთელია ის. მე ბევრი შემიძლია ვისწავლო რობინისგან და სხვა შესანიშნავი "იუნაიტედის" ფეხბურთელებისგან."

"ყოველი ფეხბურთელი, ვისაც შანსი ეძლევა, 100 პროცენტით იხარჯება და ეს არის მთავარი. ჩვენ ვართ ერთად შეკრული გუნდი და ჩვენ ერთმანეთისგან ბევრს ვსწავლობთ. როცა ჩვენ გავდივართ მოედანზე, ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი, არა აქვს მნიშვნელობა ვინ ითამაშებს. მთავარია სამი ქულის აღება."

"ვინც არ უნდა იყოს საწყის თერთმეტეულში, ჩვენ გვეყოლება ძლიერი გუნდი. მოხარული ვიქნები თუ მოედანზე გავალ და ვითამაშებ ამდენ საოცარ ფეხბურთელთან ერთად, რომლებიც საქმეს მიადვილებენ."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
19 იანვარი 2013 17:47
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ლივერპულთან კარგად ითამაშა და კიდე უნდა მიეცეს შანსი
0
№2
ავტორი: gilmour
19 იანვარი 2013 17:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
აი ნახავთ ველბეკი 24–25 წლის რო გახდება რა ფეხბურთელი იყოს. ყველანაირი მონაცემი აქვს და გამოცდილებასთან ერთად უკვე ინგლისის მთავარი ფორვარდი იქნება.
0
№3
ავტორი: Malboro463
19 იანვარი 2013 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
მომავალში ეს კაცი ძირითადში დაიმკვიდრებს ადგილს !!
0
№4
ავტორი: love united
19 იანვარი 2013 18:07
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კარგი ბიჭია...
0
№5
ავტორი: BERDI
19 იანვარი 2013 18:29
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
მაგარია დენი. ვფიქრობ რომ როდესაც პერსი ან რუნი ტრავმილებურები იქნებიან დენი იყოს ძირითადში და ჩიჩამ მეორე ტაიმში გამოიჩინოს თავი ძლიერია დენი და სწრაფი ჩიჩა უფრო ამთავრებს და დენი შექმნაშიც მონაწილეობს. ფლანგებზეც შეუძლია თამაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№6
ავტორი: UTD-Rule
19 იანვარი 2013 18:30
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ყველაზე მაგარი კაცი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№7
ავტორი: Amanda Seyfried
19 იანვარი 2013 18:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
დენი მიაწეთი ძმაო love
0
№8
ავტორი: chonchxi
19 იანვარი 2013 19:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 72
ამას რა სჯობია მერე :**)
0
№9
ავტორი: WayneMarkRooney 10
19 იანვარი 2013 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
ბიჭოოო რაკაი რაღაცეებს არ დებთ ამას გახედეეთთ !

http://www.soccerway.com/videos/england/premier-league/gd90lnwmv98q1925q5v6j1tnw
/

ინგლისურის მცოდნეებმა გადათარგმნეთ და დაადეთ !!! მე მეზარება თორე დავდებდი ! კაგავამ ჯერ არ ვარო კმაყოფილი რა !
0
№10
ავტორი: Vodafone
19 იანვარი 2013 20:51
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
WayneMarkRooney 10,
ძნელია ეგრე ინტერვიუდან სადმე დაწერენ და დავდებ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top