თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2013, 17:39
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2375,
კომენტარები: 15
დენი უელბეკი მხოლოდ "იუნაიტედზე" კონცეტრირდება
უელბეკი: ჩვენ მხოლოდ ჩვენს თამაშზე ვკონცენტრირდებით
დენი უელბეკი მხოლოდ
დენი უელბეკი ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" კონცენტრირდება მხოლოდ თავიანთი თამაშის მოგებაზე და არ აინტერესებთ "პრემიერ ლიგის" სხვა თამაშები.

სერ ალექსის ბიჭები იმყოფებიან პირველ ადგილზე და 7 ქულით უსწრებენ მდევარს, თუმცა ეს რიცხვი შეიძლება შემცირდეს, რადგან "წითლები" კვირას კარგ ფორმაში მყოფ "ტოტენჰემს" დაუპირისპირდებიან, 24 საათით ადრე კი "ლურჯები" "ფულემის" წინააღმდეგ ითამაშებენ.

მაგრამ უელბეკი მიიჩნევს, რომ ისინი მხოლოდ "სპურსისთვის" უნდა მოემზადონ და არ მიაქციონ ყურადღება სხვა თამაშებს. სწორედ ასეთი აზროვნებით შეძლებენ "წითლები" მეოცე ტიტულის მოგებას.

"ჩვენ ვკონცეტრირდებით მხოლოდ ჩვენს თავზე და სხვას არ ვაქცევთ ყურადღებას" განუცხადა დენიმ ManUtd.com-ს. "ჩვენ ვაპირებთ სამი ქულის აღებას და არ ვუყურებთ სხვა ანგარიშებს. ცხადია, "სიტის" შეუძლია სხვაობის შემცირება, მარამ ჩვენ შევეცდებით 7 ქულიანი უპირატესობის შენარჩუნებას"

"ჩვენთვის ლიგის ყოველი თამაში მნიშვნელოვანია და მთავარია, რომ გავიდეთ და მოვიპოვოთ სამი ქულა. ჩვენ არ შეგვიძლია ვუყუროთ სხვა გუნდებს და ვნახოთ რას იზამენ ისინი. ჩვენ ჩვენს თავს უნდა მივხედოთ."


ამ სეზონში უელბეკს იშვიათად ეძლევა თამაშის შესაძლებლობა, ის მხოლოდ რვაჯერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. ეს ალბათ ხშირი როტაციის და რობინ ვან პერსის ტრანსფერის ბრალია. თუმცა 22 წლის თავდამსხმელი ჩივილის მაგივრად აქებს ჰოლანდიელს და ფიქრობს, რომ მას უდიდესი სარგებელი მოაქვს გუნდისთვის.

"რობინი მსოფლიო კლასის ფეხბურთელია და სასიამოვნოა მის გვერდით თამაში" განაცხადა დენიმ. "როცა ის კართან ბურთითაა ყოველთვის საშიშროება იქმნება, თუმცა ის გუნდს მხოლოდ გოლებით არ ეხმარება. ის მრავალფეროვანი მოთამაშეა. ის ძალიან კარგად რთავს სხვებს თამაშში და ასევე შეუძლია ბურთის შენარჩუნება. რაც უფრო აკვირდები მას, უფრო კარგად ხვდები რაოდენ დიდებული ფეხბურთელია ის. მე ბევრი შემიძლია ვისწავლო რობინისგან და სხვა შესანიშნავი "იუნაიტედის" ფეხბურთელებისგან."

"ყოველი ფეხბურთელი, ვისაც შანსი ეძლევა, 100 პროცენტით იხარჯება და ეს არის მთავარი. ჩვენ ვართ ერთად შეკრული გუნდი და ჩვენ ერთმანეთისგან ბევრს ვსწავლობთ. როცა ჩვენ გავდივართ მოედანზე, ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი, არა აქვს მნიშვნელობა ვინ ითამაშებს. მთავარია სამი ქულის აღება."

"ვინც არ უნდა იყოს საწყის თერთმეტეულში, ჩვენ გვეყოლება ძლიერი გუნდი. მოხარული ვიქნები თუ მოედანზე გავალ და ვითამაშებ ამდენ საოცარ ფეხბურთელთან ერთად, რომლებიც საქმეს მიადვილებენ."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
19 იანვარი 2013 20:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ციტატა: WayneMarkRooney 10
http://www.soccerway.com/videos/england/premier-league/gd90lnwmv98q1925q5v6j1tnw

/

ინგლისურის მცოდნეებმა გადათარგმნეთ და დაადეთ !!! მე მეზარება თორე დავდებდი ! კაგავამ ჯერ არ ვარო კმაყოფილი რა !

არ მევასება მაგრად არ გამართლა მაგ ტრანსფერმა და კაი ხანს კიდე ვერ მოერგება გუნდს ბენ არფა ეყიდათ მაგას ჯობდა
0
№12
ავტორი: Vodafone
19 იანვარი 2013 21:00
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
Middlesbro,
ჯერ აცალეთ პირველივ წელს პრემიერ ლიგას როგორ შეეჩვევა, თან ტრამვებმაც ხელი შეუშალეს, ძალიან ნიჭიერია და ნახავთ თუ მაგრა არ ათამაშდეს
0
№13
ავტორი: Red Hooligan
19 იანვარი 2013 22:00
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
კარგია ყოჩაღ ))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№14
ავტორი: buka oboladze
20 იანვარი 2013 02:30
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
მემგონია რომ ეს ძირითადის ფეხბურთელად ჩამოყალიბდება
0
№15
ავტორი: TrueRed
28 თებერვალი 2013 12:44
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
ველბექი მაგარი გვეზრდება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top