თბილისი:
მანჩესტერი:
31-12-2016, 23:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3055,
კომენტარები: 13
მოურინიოს ვერდიქტი "მიდლსბროსთან" გამარჯვებაზე
მთავარი მწვრთნელის კომენტარი მატჩის შემდეგ.
მოურინიოს ვერდიქტი
გამარჯვება ფერგიუსონის სტილში

"აქ მოსული ფერგიუსონი იმსახურებდა, რომ ხალხს ეს დღე არა მარტო მისი 75-ე დაბადების დღით, არამედ ასეთი ფეხბურთით დამახსოვრებოდა. ბოლო 20 წუთის განმავლობაში გულშემატკივარიც მოედანზე იყო - ტრიბუნაზე არავინ იჯდა. ეს კი ფეხბურთელთა ქებას ნიშნავს, რომელთაც გასაოცარი ხასიათი აჩვენეს და წინ და წინ და წინ და წინ მიიწევდნენ. ამჯერად წარმატებას მივაღწიეთ და კიდევ ერთხელ მოვიპოვეთ სამი ქულა."

გუნდის გვიანდელი გარდაქმნა

"როცა მეორე გოლი გავიტანეთ, მარცხენა ფლანგზე მხითარიანი გადავიყვანე, რადგან 1-0 ანგარიშზე ნეგრედო და ტრაორე ეთამაშებოდნენ როხოსა და ბაიის - ორი ორის წინააღმდეგ. ვალენსია ვინგერი იყო, მარცხენა მცველი კი არ გვყავდა, რადგან ყველაფერი გავწირეთ. შემდეგ, როცა მეორე გოლი გავიტანეთ, ჩავიკეტეთ. ვიფიქრე, რომ მიკი ახალშესულივით გამოიყურებოდა და მარცხენა ფლანგზე უკეთესაად გაართმევდა თავს საქმეს, ვიდრე სხვა ნებისმიერი მოთამაშე, შუაში კი ერერასა და პოგბას დატოვება მინდოდა, შედეგად 2-1 შევინარჩუნეთ."

თუკი აღწევ, წყალი დალიე!

"წითელი ოჯახი ახალი წლის წინა ღამეს ბედნიერია. იმედი მაქვს, საღამოთი ისიამოვნეს - ოჯახი, ჯანმრთელობა და ბედნიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფეხბურთი. მაგრამ კლუბები ხალხის ცხოვრების ნაწილია და ოჯახებში უფრო ბედნიერებას ქმნის, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ამ შედეგის შედეგად დღევანდელი საღამოთი ისიამოვნებდნენ. და როგოროც ჩემს საპროგრამე რვეულში დავწერე, თუკი აღწევ, წყალი დალიე!"

48 საათი "ვესტ ჰემამდე"

"ყველასთვის გამოწვევაა, მაგრამ არა "ჩელსისთვის", რადგან ისინი 4 რიცხვში თამაშობს. ხვალ "ტოტენჰემი" ითამაშებს, მაგრამ ისინიც 4-ში ჩაატარებენ მომდევნო მატჩს. ჩვენთვის და "ვესტ ჰემისთვის" ერთი და იგივეა - რთული. "მიდლსბრო" 16:30-ზე თამაშობს, ასე რომ, 48 საათზე ნაკლები დრო აქვს. ძალიან რთულია, მითუმეტეს, როცა მატჩის ინტენსიურობას უყურებ; ხალხს დასვენება სჭირდება, მაგრამ ამის დრო არ არის, ასე რომ, წავედით ლონდონში და "ვესტ ჰემთან" თამაშით ვისიამოვნოთ", სადაც ქულების აღებას ვეცდებით."
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: pogba.
31 დეკემბერი 2016 23:09
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
ეგრე გააგრძელე მოუ
0
№2
ავტორი: mogeba
31 დეკემბერი 2016 23:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
midi moe imena eshmakurad moviget fergi sachuqari gamovida eshmakurad sagol bijebshs yvelas
0
№3
ავტორი: Lady in red
31 დეკემბერი 2016 23:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ვესთ ჰემსაც მოვუგებთ. მშვენიერი საჩუქარი მივიღე ჩემი საყვარელი გუნდისგან. გილოცავთ ყველას <3
0
№4
ავტორი: ikeoni
31 დეკემბერი 2016 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Gilocavt yvelas ❤️Joze uniteds abrunebs ❤️❤️❤️
0
№5
ავტორი: dachi_mu
31 დეკემბერი 2016 23:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
me minda cota gadavuxvio temas da ese daviwyo,pirvel rigshi madloba avtors ro chveni siamovneba bolomde miiyvana,dges aramarto gviania ukve,aramed axali weli dgeba ramdenime wutshi..da es adamiani mainc mushaobda aq..ase ro ugrmesi madloba "rojoduablo"-s, rac sheexeba gunds me imis mere var mshvidad rac es kaci gaviformet ra...shedegic mova..da bolos damdegs gulicavt yvelas <3 xvavi da baraqa yofiliyos tqvens ojaxebshi
0
№6
ავტორი: I love Mnu (nani17)
31 დეკემბერი 2016 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 31
დაგლიჯჯჯჯაა
0
№7
ავტორი: giorgisamnidze99
31 დეკემბერი 2016 23:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მოვდივართ ვესთ ხემ დაგაჩაქუჩოთ უნდა
0
№8
ავტორი: stepno
1 იანვარი 2017 00:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აუუუუ რა ბედნიერებაა იყოო რამხელაზე ვღრიალებდიიი love

აუუუუ რა ბედნიერებაა იყოო რამხელაზე ვღრიალებდიიი love
0
№9
ავტორი: giorgi_mg
1 იანვარი 2017 00:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
გილოცავთ ახალ 2017 წელს! სიხარულის და წარმატების წელი ყოფილიყოს ყველასთვის!
ძალიან კარგი თამაში და სასიამოვნო მოგება იყო! ასეთი მუხტით ეთამაშოთ მთელი წელი!
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
1 იანვარი 2017 01:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რთული ტამაში იქნება ლონდონში, ამიტო კონცენტრაცია არ უნდა დაკარგონ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top