თბილისი:
მანჩესტერი:
31-12-2016, 23:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3056,
კომენტარები: 13
მოურინიოს ვერდიქტი "მიდლსბროსთან" გამარჯვებაზე
მთავარი მწვრთნელის კომენტარი მატჩის შემდეგ.
მოურინიოს ვერდიქტი
გამარჯვება ფერგიუსონის სტილში

"აქ მოსული ფერგიუსონი იმსახურებდა, რომ ხალხს ეს დღე არა მარტო მისი 75-ე დაბადების დღით, არამედ ასეთი ფეხბურთით დამახსოვრებოდა. ბოლო 20 წუთის განმავლობაში გულშემატკივარიც მოედანზე იყო - ტრიბუნაზე არავინ იჯდა. ეს კი ფეხბურთელთა ქებას ნიშნავს, რომელთაც გასაოცარი ხასიათი აჩვენეს და წინ და წინ და წინ და წინ მიიწევდნენ. ამჯერად წარმატებას მივაღწიეთ და კიდევ ერთხელ მოვიპოვეთ სამი ქულა."

გუნდის გვიანდელი გარდაქმნა

"როცა მეორე გოლი გავიტანეთ, მარცხენა ფლანგზე მხითარიანი გადავიყვანე, რადგან 1-0 ანგარიშზე ნეგრედო და ტრაორე ეთამაშებოდნენ როხოსა და ბაიის - ორი ორის წინააღმდეგ. ვალენსია ვინგერი იყო, მარცხენა მცველი კი არ გვყავდა, რადგან ყველაფერი გავწირეთ. შემდეგ, როცა მეორე გოლი გავიტანეთ, ჩავიკეტეთ. ვიფიქრე, რომ მიკი ახალშესულივით გამოიყურებოდა და მარცხენა ფლანგზე უკეთესაად გაართმევდა თავს საქმეს, ვიდრე სხვა ნებისმიერი მოთამაშე, შუაში კი ერერასა და პოგბას დატოვება მინდოდა, შედეგად 2-1 შევინარჩუნეთ."

თუკი აღწევ, წყალი დალიე!

"წითელი ოჯახი ახალი წლის წინა ღამეს ბედნიერია. იმედი მაქვს, საღამოთი ისიამოვნეს - ოჯახი, ჯანმრთელობა და ბედნიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფეხბურთი. მაგრამ კლუბები ხალხის ცხოვრების ნაწილია და ოჯახებში უფრო ბედნიერებას ქმნის, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ამ შედეგის შედეგად დღევანდელი საღამოთი ისიამოვნებდნენ. და როგოროც ჩემს საპროგრამე რვეულში დავწერე, თუკი აღწევ, წყალი დალიე!"

48 საათი "ვესტ ჰემამდე"

"ყველასთვის გამოწვევაა, მაგრამ არა "ჩელსისთვის", რადგან ისინი 4 რიცხვში თამაშობს. ხვალ "ტოტენჰემი" ითამაშებს, მაგრამ ისინიც 4-ში ჩაატარებენ მომდევნო მატჩს. ჩვენთვის და "ვესტ ჰემისთვის" ერთი და იგივეა - რთული. "მიდლსბრო" 16:30-ზე თამაშობს, ასე რომ, 48 საათზე ნაკლები დრო აქვს. ძალიან რთულია, მითუმეტეს, როცა მატჩის ინტენსიურობას უყურებ; ხალხს დასვენება სჭირდება, მაგრამ ამის დრო არ არის, ასე რომ, წავედით ლონდონში და "ვესტ ჰემთან" თამაშით ვისიამოვნოთ", სადაც ქულების აღებას ვეცდებით."
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: manfan
1 იანვარი 2017 03:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
ციტატა: dachi_mu
me minda cota gadavuxvio temas da ese daviwyo,pirvel rigshi madloba avtors ro chveni siamovneba bolomde miiyvana,dges aramarto gviania ukve,aramed axali weli dgeba ramdenime wutshi..da es adamiani mainc mushaobda aq..ase ro ugrmesi madloba "rojoduablo"-s, rac sheexeba gunds me imis mere var mshvidad rac es kaci gaviformet ra...shedegic mova..da bolos damdegs gulicavt yvelas <3 xvavi da baraqa yofiliyos tqvens ojaxebshi



0
№12
ავტორი: mufc1878
1 იანვარი 2017 05:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
საღოლ მაგარი იგრა ვაჩვენეთ და იასნა დავიმსახურეთ მოგება.იბრას ის გოლი 100 % ჩასათვლელი იყო.და უამრავი მომენტები.პოგბას და ენტონის შტანგა.მეორეშიც ბევრი მომენტი.კაი იგრა იყო.ეხლა ვესტჰემი უნდა დაიდოს.ფერგის კი ვულოცავ დაბ დღეს.ყველა დროის საუკეთესო ტრენერი.კაცი ლეგენდა სერ ალექს ფერგიუსონი
0
№13
ავტორი: giorgiginturi
1 იანვარი 2017 10:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ციტატა: NINI_ivanishvili
ვესთ ჰემსაც მოვუგებთ. მშვენიერი საჩუქარი მივიღე ჩემი საყვარელი გუნდისგან. გილოცავთ ყველას <3

ნინიიიიიი wink გილოცავ ახალ წელს და გილოცავ ამ მშვენიერ დღეს სასიამოვნო გამარჯვებას wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top