თბილისი:
მანჩესტერი:
31-12-2016, 11:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2493,
კომენტარები: 12
სჭირდება მოურინიოს ახალი თავდამსხმელი?
ჟოზე მოურინიომ კიდევ ერთი თავდამსხმელის შეძენის ვარიანტზე ისაუბრა.
სჭირდება მოურინიოს ახალი თავდამსხმელი?
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მისი გუნდი იანვარში თავდამსხმელს არ შეიძენს, რადგან კმაყოფილია თავისი ამჟამინდელი შემადგენლობით და ახლა ასეთი კონტრაქტის გაფორმების დრო არ არის.

პორტუგალიელმა ზაფხულში ზლატან იბრაჰიმოვიჩი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიბირა და შვედმა 17 გოლის გატანა მოახერხა ყველა ტურნირზე. მის გარდა კი გუნდს უეინ რუნი, ენტონი მარსიალი და მარკუს რეშფორდი ჰყავს, რომლებმაც ჯამში 11 გოლი გაიტანეს.

"მიდლსბროსთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მოურინიომ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა იმის თაობაზე, აპირებდა თუ არა ახალ წელს თავდამსხმელის შეძენას.

"არა, არ ვაპირებთ. ჩვენ გვყავს ზლატანი, რუნი, რეშფორდი და მარსიალი, რომლებიც სხვადასხვა სტილის ფეხბურთში 9 ნომრად შეუძლიათ თამაში.

ამჟამად 24 ფეხბურთელისგან შემდგარი გუნდი გვყავს. ვიცი, რომ ბევრ ტურნირზე ვასპარეზობთ, მაგრამ სად არის მაღალი დონის ფორვარდი, "მანჩესტერ იუნაიტედის" დონეს რომ შეესაბამებოდეს, სად არის ფორვარდი, რომელსაც კლუბი მოიყვანს? ეს იანვრის სატრანსფერო ბაზრის საკითხი არ არის, უფრო საზაფხულო თემაა",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: manuchari
31 დეკემბერი 2016 11:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
გეთანხმები მაუ ემიუს დონის ფორვარდი ცოტა თუ არის ახლა ან არის და ტოპ კლუბებშია და არავინ გამიუშვებს აი პერსის ნაირი სუპერ ფორვარდი მაგრად გაასწორებდა
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
31 დეკემბერი 2016 11:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არამგონია ვინმე იყიდოს ზამთარში
0
№3
ავტორი: MEMPHIS 7
31 დეკემბერი 2016 11:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
არცაა საჭირო ეხლა
0
№4
ავტორი: DRJBECKHAM
31 დეკემბერი 2016 11:50
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ერთადერთი გუნდში ლუკაკუს ვისურვებდი, დანარჩენი ყველა ზედმეტია
0
№5
ავტორი: stepno
31 დეკემბერი 2016 12:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რათქმაუნდა ზამთარში გრიზმმანის დონის ფეხბურთელს ვერ ვიტიდით ეს ფაქტიაა
0
№6
ავტორი: GeorgeBest
31 დეკემბერი 2016 13:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამ ეტაპზე არა მარა იბრას წასვლის მერე ცეტრფორვარდი აუცილებელი იქება. ვერც რეშფორდი და ვერც მარსიალი წამომიდგენია მაგ პოზიციაზე, სხვა სტილის ხალხია უფრო
0
№7
ავტორი: dybbuk
31 დეკემბერი 2016 13:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
იმის ფონზე რო თითქოს 4 ფორვარდი გვაყვს, იბრას გარდა სარგებელი ვერცერთს მოაქვს, სტაბილურობა აკლიათ რაც ყველაზე მთავარია დღეს ფეხბურთში, შვედიც ბერდება და ზაფხულში ალბათ გრიზმანზე იჩალიჩებენ, დროა მანიუს დაუბრუნდეს 7ის ღირსეული მეპატრონე
0
№8
ავტორი: ikeoni
31 დეკემბერი 2016 13:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Ratqma unda
0
№9
ავტორი: mogeba
31 დეკემბერი 2016 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
cheminazrit sajiro ara am etapze ise crent forvardi kaia da tu ibra imqze met aketebs vidre warmomedgina am asakshi aucileblad gvinda magalo donis cent forvardi
0
№10
ავტორი: Phil Jones
31 დეკემბერი 2016 15:14
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: DRJBECKHAM
ერთადერთი გუნდში ლუკაკუს ვისურვებდი, დანარჩენი ყველა ზედმეტია

ეგეც კაი დიდი ზანტი ვინმეა, თუ წააუვიდა თამაში კაია, მაგრამ სუ მგონია რომ სირბილი ეზარება ხოლმე ))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top