ჟოზე მოურინიომ ენტონი მარსიალს ჰენრიხ მხითარიანისთვის მიბაძვისკენ მოუწოდა, რათა "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი ადგილი დაიბრუნოს.
ფრანგი ფეხბურთელი ბოლო სამ მატჩში ვერ მოხვდა, "სანდერლენდთან" შეცვლაზე შესვლის შედეგად კი თავისი პირველი მატჩი ჩაატარა ორი კვირის განმავლობაში.
21 წლის ფეხბურთელს იანვარში "სევილიას" უკავშირებენ, მაგრამ მოურინიომ მის გაშვებას არ აპირებს და ენტონის მოუწოდებს, მხითარიანის მაგალითს მიბაძოს.
"ყველა ფეხბურთელი განსხვავებულია. წელს იმაზე რთული სიტუაცია მქონდა, ვიდრე ენტონი-მხითარიანის ვითარებაა.
მხითარიანი სრულიად ღია იყო და ჩემსა და სხვა მწვრთნელებს შორის განსხვავება ესმოდა.
პრემიერ ლიგისა და უკრაინის ჩემპიონატისა თუ ბუნდესლიგის მოთხოვნილებათა შორის განსხვავება სათამაშო ფილოსოფიის განსხვავებას ქმნის. მან კი უთამაშებლად იშრომა ბევრი, რათა ამ დონისთვის მიეღწია.
ენტონი ძალიან, ძალიან ახალგაზრდაა - ხალხს ეს ავიწყდება - და წინა სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი" დღევანდელისგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობდა.
ძირითადად წინ იწევდა. გუნდი ხშირად პასიურად ფლობდა ბურთს, უბრალოდ ელოდებოდა მომენტს, რათა ენტონისთვის მიეცა და ის გოლის გასატანად წასულიყო. წელს კი უფრო რთულია. ცოტა დრო სჭირდება გასაუმჯობესებლად", - განაცხადა "იუნაიტედის" მწვრთნელმა.