თბილისი:
მანჩესტერი:
28-12-2016, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2849,
კომენტარები: 12
მოურინიოს მოწოდება მარსიალს
ჟოზე მოურინიომ ენტონი მარსიალს თანაგუნდელისთვის მიბაძვა მოუწოდა.
მოურინიოს მოწოდება მარსიალს
ჟოზე მოურინიომ ენტონი მარსიალს ჰენრიხ მხითარიანისთვის მიბაძვისკენ მოუწოდა, რათა "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი ადგილი დაიბრუნოს.

ფრანგი ფეხბურთელი ბოლო სამ მატჩში ვერ მოხვდა, "სანდერლენდთან" შეცვლაზე შესვლის შედეგად კი თავისი პირველი მატჩი ჩაატარა ორი კვირის განმავლობაში.

21 წლის ფეხბურთელს იანვარში "სევილიას" უკავშირებენ, მაგრამ მოურინიომ მის გაშვებას არ აპირებს და ენტონის მოუწოდებს, მხითარიანის მაგალითს მიბაძოს.

"ყველა ფეხბურთელი განსხვავებულია. წელს იმაზე რთული სიტუაცია მქონდა, ვიდრე ენტონი-მხითარიანის ვითარებაა.

მხითარიანი სრულიად ღია იყო და ჩემსა და სხვა მწვრთნელებს შორის განსხვავება ესმოდა.

პრემიერ ლიგისა და უკრაინის ჩემპიონატისა თუ ბუნდესლიგის მოთხოვნილებათა შორის განსხვავება სათამაშო ფილოსოფიის განსხვავებას ქმნის. მან კი უთამაშებლად იშრომა ბევრი, რათა ამ დონისთვის მიეღწია.

ენტონი ძალიან, ძალიან ახალგაზრდაა - ხალხს ეს ავიწყდება - და წინა სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი" დღევანდელისგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობდა.

ძირითადად წინ იწევდა. გუნდი ხშირად პასიურად ფლობდა ბურთს, უბრალოდ ელოდებოდა მომენტს, რათა ენტონისთვის მიეცა და ის გოლის გასატანად წასულიყო. წელს კი უფრო რთულია. ცოტა დრო სჭირდება გასაუმჯობესებლად",
- განაცხადა "იუნაიტედის" მწვრთნელმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: The Special One
28 დეკემბერი 2016 16:18
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა ეს თუ 2-3 წელში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შემტევი არ გახდება ნახეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№12
ავტორი: levionok
28 დეკემბერი 2016 20:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
არ მოიხოდება და თავის თავს დააბრალებს აი რუნი სად ზის ივარჯიშოს გასკდეს ტრაკზე და დაამტკიცოს რომ თამაშის ღირსია მანჩესტერის ფორმა აცვია და კვირაში ერთხელ კაცის მოტყუება არაა საკმარისი ტიპს სულ ერთი სახე აქვს გეგონება პოკერს თამაშობს ვერ გაიგებ რა ჯანდაბა უნდა როდის უხარია როდის წყინს! მე ლიჩნათ არ მომეწონა საფრანგეთი გაქცეულზე ჯურნალისტებს რო ეჭორავა და უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო რომ არ ათამაშებენ,დაიმსახურე და გათამაშებენ არადა ხეხე სკამი მერე გაგყიდიან სევილიაში ან ევერტონში ან ინტერში და ეგ იქნება!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top