თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2016, 12:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2337,
კომენტარები: 13
"იუნაიტედმა" "სევილიას" შეთავაზება არ მიიღო
ჟოზე მოურინიომ ესპანელთა წინადადებას უარით უპასუხა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ენტონი მარსიალს "სევილიაში" იჯარით გადასვლის საშუალებას არ მისცემს.

ესპანური კლუბის საფეხბურთო დირექტორი მონკი მარსიალის აგენტს ფეხბურთელის ხელმისაწვდომობის შესახებ დაეკითხა.

ფრანგი ნახევარმცველი უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღებას ითხოვს, მაგრამ ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ამას ვერ ახერხებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პორტუგალიელს იგი არ სჭირდება, პირიქით, მისგან უფრო მეტის მოლოდინი აქვს.

შექმნილი ვითარებით სარგებლობა კი ხორხე სამპაოლის სურდა, თუმცა ის ერთადერთი როდია, რომელიც 21 წლის ფეხბურთელით ინტერესდება. ენტონის გადაბირება "ვესტ ჰემსაც" სურს.

"იუნაიტედმა" კი ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია უკვე დაიჭირა და ცხადყო, რომ მარსიალს არსად წასვლის საშუალებას არ მისცემს.

თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით მემფის დეპაისა და მორგან შნეიდერლინის თაობაზე, რომელთა გასაყიდად "ევერტონის" წინადადებას კლუბი მიმდინარე კვირაში ელის.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: MEMPHIS 7
27 დეკემბერი 2016 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მართალია მარსიალი ძირითადის კაცია

აი მემფისი მაინც მენანება გასაყიდად განათხოვრონ ან გამოსყიდვის წესით გაყიდონ
0
№2
ავტორი: giorgi_mg
27 დეკემბერი 2016 12:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
შეიძლება ბევრი ვერაფერი ქნას თამაშში მაგრამ როცა იციან მცველებმა რომ ასეთი სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია ფლანგზე მინიმუმ 2 მცველი გარბის მარსიალისკენ, შესაბამისად ეს იდი ფორაა სხვებისთვის მაგალითად პოგბა ან რუნი (მატა)
გუშინდელ თამაშში თუ დააკვირდით 2-3 კაცი ესეოდა ეგრევე ამიტომ უფრო გაიხსნა სივრცეები და მომენტებიც წამოვიდა
0
№3
ავტორი: stepno
27 დეკემბერი 2016 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რა იჯარაა ეს ძირითადს არ უნდა მოაშორეე ძასლიან მაგარი იგროკია.
0
№4
ავტორი: JuanMata
27 დეკემბერი 2016 13:01
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რაღაც დაემართა, ამ ბიჭს ევროპის მერე. მაგრამ ახლა ბევრად უკეთ გამოიყურება და შევა ნელ-ნელა ფორმაში. ეს მხითო წინ ძაან მაგარი იქნება.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
27 დეკემბერი 2016 13:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
აბა რა არაა გასაშვები
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 დეკემბერი 2016 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ისე ვერ თამაშობს როგორც შარშან, მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ გუნდიდან წავა. მარსიალს ყველაფერი წინ აქვს და ეს მოურინიომ ძალიან კარგად იცის.
0
№7
ავტორი: Phil Jones
27 დეკემბერი 2016 13:45
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: JuanMata
რაღაც დაემართა, ამ ბიჭს ევროპის მერე. მაგრამ ახლა ბევრად უკეთ გამოიყურება და შევა ნელ-ნელა ფორმაში. ეს მხითო წინ ძაან მაგარი იქნება.

თუ გახსოვს ფინალში დამატებით დროს როცა 1-0 იყო უკვე როგორი შანსი ჰქონდა, აი ეგ რო გაეტანა ძაან სხვანაირად იქნებოდა საქმე, ფსიქლოგიური პრობლემა აქვს ამას ძაან ცოტა თორე არ მუკლია თამაშისთვის.
0
№8
ავტორი: gache1991
27 დეკემბერი 2016 14:11
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ამას ისევე გარანტირებული უნდა წონდეს სასტავი როგორც ი რას პოგბას დეხეას,ამან თუ არ ითამაშა ვაფშე ამოვარდება,რაც მატას მოუვიდა..ფაქტია ეს და მხითარიანი ერთად ძალიან დიდ სისწრაფეს აძლევენ გუნდს...ეჭვიც არ მეოარებოდა რო არავინ გაუშვებდა ნასრი მოიხმარეთ კარგად :)))))
0
№9
ავტორი: JuanMata
27 დეკემბერი 2016 15:37
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Phil Jones
ციტატა: JuanMata
რაღაც დაემართა, ამ ბიჭს ევროპის მერე. მაგრამ ახლა ბევრად უკეთ გამოიყურება და შევა ნელ-ნელა ფორმაში. ეს მხითო წინ ძაან მაგარი იქნება.

თუ გახსოვს ფინალში დამატებით დროს როცა 1-0 იყო უკვე როგორი შანსი ჰქონდა, აი ეგ რო გაეტანა ძაან სხვანაირად იქნებოდა საქმე, ფსიქლოგიური პრობლემა აქვს ამას ძაან ცოტა თორე არ მუკლია თამაშისთვის.


ჰო, გეთანხმები ფსიქოლოგიურად ვერ აეწყო, ცოტა დრო უნდა და ერთი-ორი კარგი მატჩი.
0
№10
ავტორი: gela-manutd
27 დეკემბერი 2016 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მაუმ როგორც მხიტო მოხიდა ისე უპირებს ამასაც ნახე აგეტ თუ არა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top