ჟოზე მოურინიო ფიქრობს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი კიდევ დიდხანს იქნება პრემიერ ლიგის მცველების რისხვა, მანამდე კი შვედი წლის განმავლობაში გატანილ თავის 50-ე გოლს დასჯერდება, რომელიც "სანდერლენდთან" მატჩში გაიტანა.
მარადმწვანე ცენტრფორვარდი "ოლდ ტრაფორდზე" მომდევნო სეზონშიც ითამაშებს. თუმცა მოვლენათა ასეთი განვითარება ჯერ დადასტურებული არ არის, მოურინიო არც კი ეჭვობს, რომ მომდევნო სეზონში ზლატანი "იუნაიტედის" ფეხბურთელი არ იქნება.
როცა ჟოზეს ჰკითხეს, იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივება უკვე შეთანხმებულია თუ არა, უპასუხა: "ჯერ არა, მაგრამ შეთანხმებულია მის გონებაში, ჩემი გადაწყვეტილებით, მფლობელების სურვილით და ხელმძღვანელობის აზრითაც. ასე რომ, არავითარი პრობლემა არ არსებობს."
იბრაჰიმოვიჩი პრემიერ ლიგას ადვილად შეეგუა პსჟ-დან გადასვლის შემდეგ - მხოლოდ დიეგო კოშტას აქვს უფრო მეტი გოლი მიმდინარე სეზონში - და "ოლდ ტრაფორდზე" წარმატების მისაღწევად შესაბამის მენტალიტეტს აჩვენებს.
"საერთოდ არ მიკვირს, იმიტომ, რომ ძალიან ჭკვიანი ბიჭია, ამაყი კაცი. "მანჩესტერ იუნაიტედსა" და პრემიერ ლიგაში მოსვლა გადაწყვიტა, კლუბში, სადაც უმაღლესი მოლოდინი აქვთ, ჩემპიონატში, რომელიც ყველაზე რთულია თავდამსხმელისთვის.
აქ მოსვლა იმიტომ გადაწვიტა, რომ იცის, თამაშს შეძლებს. როცა მას მივმართეთ, გვითხრა: "დიახ, მინდა". დარწმუნებული ვიყავი, რომ პრემიერ ლიგას თავისი შესაძლებლობების დამტკიცების გარეშე არ დატოვებდა, "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩაფლავებული არ წავიდოდა. არავითარ შემთხვევაში.
როცა ასეთი ბიჭი მოდის, დარმწუნებული უნდა იყო, რომ მზად არის და ის უფრო მეტისთვისაც იქნება მზად. მომდევნო სეზონში აქ იქნება".