თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2016, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2327,
კომენტარები: 17
მოურინიო: "იბრაჰიმოვიჩი ინგლისიდან დამარცხებული არ წავა"
"იუნაიტედის" თავდამსხმელმა კიდევ ერთხელ დაიმსახურა მწვრთნელისგან ქება.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო ფიქრობს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი კიდევ დიდხანს იქნება პრემიერ ლიგის მცველების რისხვა, მანამდე კი შვედი წლის განმავლობაში გატანილ თავის 50-ე გოლს დასჯერდება, რომელიც "სანდერლენდთან" მატჩში გაიტანა.

მარადმწვანე ცენტრფორვარდი "ოლდ ტრაფორდზე" მომდევნო სეზონშიც ითამაშებს. თუმცა მოვლენათა ასეთი განვითარება ჯერ დადასტურებული არ არის, მოურინიო არც კი ეჭვობს, რომ მომდევნო სეზონში ზლატანი "იუნაიტედის" ფეხბურთელი არ იქნება.

როცა ჟოზეს ჰკითხეს, იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივება უკვე შეთანხმებულია თუ არა, უპასუხა: "ჯერ არა, მაგრამ შეთანხმებულია მის გონებაში, ჩემი გადაწყვეტილებით, მფლობელების სურვილით და ხელმძღვანელობის აზრითაც. ასე რომ, არავითარი პრობლემა არ არსებობს."

იბრაჰიმოვიჩი პრემიერ ლიგას ადვილად შეეგუა პსჟ-დან გადასვლის შემდეგ - მხოლოდ დიეგო კოშტას აქვს უფრო მეტი გოლი მიმდინარე სეზონში - და "ოლდ ტრაფორდზე" წარმატების მისაღწევად შესაბამის მენტალიტეტს აჩვენებს.

"საერთოდ არ მიკვირს, იმიტომ, რომ ძალიან ჭკვიანი ბიჭია, ამაყი კაცი. "მანჩესტერ იუნაიტედსა" და პრემიერ ლიგაში მოსვლა გადაწყვიტა, კლუბში, სადაც უმაღლესი მოლოდინი აქვთ, ჩემპიონატში, რომელიც ყველაზე რთულია თავდამსხმელისთვის.

აქ მოსვლა იმიტომ გადაწვიტა, რომ იცის, თამაშს შეძლებს. როცა მას მივმართეთ, გვითხრა: "დიახ, მინდა". დარწმუნებული ვიყავი, რომ პრემიერ ლიგას თავისი შესაძლებლობების დამტკიცების გარეშე არ დატოვებდა, "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩაფლავებული არ წავიდოდა. არავითარ შემთხვევაში.

როცა ასეთი ბიჭი მოდის, დარმწუნებული უნდა იყო, რომ მზად არის და ის უფრო მეტისთვისაც იქნება მზად. მომდევნო სეზონში აქ იქნება".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: deqstera
27 დეკემბერი 2016 13:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
იბრას ტრანსფერმა გარკვეულწილად ხელი შეუწყო პოგბას გახსნასაც
0
№12
ავტორი: mufc1878
27 დეკემბერი 2016 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
იმენა სუპერია იბრაააააააააააააააააააააააააა
0
№13
ავტორი: dachi_mu
27 დეკემბერი 2016 15:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ციტატა: stepno
ციტატა: dachi_mu
მოუ ძაან მაგარი რო ხარ,მხოლოდ სტუპიტს თუ შეეპარება ეჭვი... იბრას სახით მარტო თავდამსხმელი კი არა.არამედ ლიდერი,და გამარჯვებულის მენტალიტეტი გააათმაგა გუნდში,რაც ასე გვაკლდა ეს ბოლო წლეებია,ასე რომ ტოჩკაში მოარტყა ჟოზემ

გეთანხმები ძმაო, სხვათაშორის ხშირშემთხვევაში აი ეგ მენტალიტეტი არის საჭირო გუნდში და არა სხვა ფეხბურთელების დამატება სერ ალექსის გუნდს სწორედ ეგ ქონდა უმაღლეს დონეზე:))

ზუსტად ეგ იყო წარმატების უმთავრესი მიზეზი,ნუ ბაბუს სიდიადე ხო ცალკეა მარა, ხშირად ვიძახით ხოლმე რო გიბსონებით,ფლეტჩერებით პარკებით,კლევერლიებით ხდებოდა ჩემპიონიო..მარა ყველა კლევერლი კი არ ყავდა :დ ორი ან სამი ყავდა ეგეთი..და ისენიც თამაშობდნენ... დავიბრუნებთ ძველ დიდებას აუცილებლად love
0
№14
ავტორი: gela-manutd
27 დეკემბერი 2016 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
იბრაკადაბრა უმაგრესი ხარ
0
№15
ავტორი: vanovano
27 დეკემბერი 2016 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
კარგიააა ყოჩაღ იბრა ჩვენიანია
0
№16
ავტორი: kobinio
27 დეკემბერი 2016 19:11
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Golebi itanos da tu ginda dexeas sheecvalosxolme :))))
0
№17
ავტორი: giorgisamnidze99
27 დეკემბერი 2016 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
კარგი ბიჭია ნამდვილათ ზლატანშიცა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top