თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2016, 22:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3610,
კომენტარები: 13
მოურინიოს ვერდიქტი "სანდერლენდთან" გამარჯვებაზე
ჟოზე მოურინიო მატჩის შემდგომ.
მოურინიოს ვერდიქტი
"სანდერლენდთან" "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვების შემდეგ ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა და მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

უკეთესი შესვენების შემდეგ

"მომეწონა მეორე ტაიმი. პირველი ტაიმი არ მომეწონა. 1-0 იყო ანგარიში და ვფიქრობ, ჩვენ სასარგებლოდ სუფთა პენალტი უნდა დანიშნულიყო (როცა ლამინ კონემ ხუან მატა წააქცია საჯარიმოში). მიუხედავად ამისა, არ ვთვლი, რომ ტაიმის 1-0 მოგება დავიმსახურეთ. კარგად ორგანიზებულნი იყვნენ, ეს გუნდი აქ ჩასაკეტად ჩამოვიდა და კონტრშეტევაზე სახიფათო იყო ანიჩებეზე გრძელი გადაცემებით, რომელსაც ბურთი უნდა დაეჭირა და ისინი ამას კარგად აკეთებდნენ. მეორე ტაიმში ის თამაში ვითამაშეთ, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაჩვენებდით, ინტენსიურობით, კრეატიულობითა და დინამიურობით გამოვირჩეოდით. მეორე ტაიმი ძალიან მომეწონა, რამეთუ ხუთი ან ექვსი გოლის გატანა შეგვეძლო. ეს სამი ქულაა, 12 ქულა ოთხ მატჩში. კარგად დიდი ხანია ვთამაშობთ, მაგრამ ახლა ქულები გვჭირდებოდა."

შესვენების ინსტრუქციები

"ის ვუთხარი, რომ თამაში ჩვენი კონტროლით მიმდინარეობდა, მაგრამ ეს აპათეტიკური კონტროლი იყო. ვერასდროს მიხვდები, რა მოხდება. თამაშზე ბოლო უნდა მოგვეღო, უფრო მაღალი პრესინგი გვეთამაშა, უფრო სწრაფი და მოკლე პასები გვეთებინა, ბურთით უფრო სწრაფად უნდა გვემოქმედა. თამაში სულ სხვა დონეზე უნდა გადაგვეყვანა და ეს მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან მვოახერხეთ. მიკისა და მარსიალის წყალობით მატჩს უფრო მეტი ინტენსიურობა შევძინეთ და მეორე და მესამე გოლები გავიტანეთ."

მიკის გოლი რაღაც განსაკუთრებული იყო

"თავისი კარიერის განმავლობაში დიდებული გოლები გაუტანია. ამჟამად გოლებიც გააქვს, თავდაცვაშიც მოქმედებს და კრეატიულიცაა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ტრავმის მოშუშების შემდეგ ასე დაბრუნდა, ბედნიერება იგრძნო და მიხვდა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილ ხალხს ის უყვარს. მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია."

ზლატანი ფორმაშია


"უფრო მეტი უნდა გაეტანა! შეეძლო ანგარიში 2-0 გაეხადა, როცა პიკფორდის წინ გავიდა და მე ვიფიქრე: "2-0 და თამაში დასრულდა, მაგრამ არა". თუმცა, გოლებისგან დამოუკიდებლად საოცრად შრომობს. ვხედავდი, რომ კონესა და პაპი ჯილობოჯის უკან ჩარბოდა, ისინი კი ახალგაზრდები არიან, მაგრამ მათ სისწრაფეშიც აჯობა და ძალაშიც. დიდებულია."

შემდეგი "მიდლსბროა"

"რთული იქნება. "მიდლსბროს" ქულები სჭირდება, რადგან დღეს "ბარნლისთან" წააგეს. აიტორ კარანკა აქ მათ ასაღებად ჩამოვა და ის ჩემი კარგი მეგობარია. ფეხბურთში მეგობრობას ივიწყებენ და აქ მატჩიდან რაღაცის წასაღებად ჩამოვა. კიდევ ერთი რთული მატჩი გველის."

ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
26 დეკემბერი 2016 22:56
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
პირველ ტაიმში ანიჩებე ისე კარგად იღებდა ბურთს და ბლინდს ისე უჭირდა მისი გაჩერება, რომ ვიფიქრე, მთელი მატჩის განმავლობაში ეს პრობლემა იქნებოდა ჩვენთვის, მაგრამ ორჯერ დავიდმა გვიხსნა და იმის მერე ბლინდი აღარ დამინახავს ანიჩებეს წინააღმდეგ. ერთმანეთს კარგად ავსებენ ბიჭები და დროულად ეცვლებიან სხვადასხვა პოზიციაზე.

ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ სასტარტო თერთმეტეული უკვე ნაპოვნია, ამის გარდა უკვე შეცვლების გამოცნობაც ადვილი ხდება, თუკი მატჩის მიმდინარეობამ ყველაფერი არ არის, რა თქმა უნდა.

ისე, დარმიანის მარცხენა მცველობას დღეს ბლინდმა ვერ აჯობა? გოლი რომ გაიტანა, ეგ დიდი არაფერი, ასეთი რამ ხდება ხოლმე, მაგრამ შეტევაში დარმიანზე უკეთ ერთვებოდა, უფრო მეტი ფანტაზიითაც გამოირჩეოდა პასის დროს, მაგრამ ფლანგიდან ჩაწოდება მაინც პრობლემად რჩება, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ბლინდი ცაციაა და იმდენად "სჯობს" სხვებს, რომ კუთხურებსაც კი ანდობენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: tedore
26 დეკემბერი 2016 22:57
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ზუსტად ისაუბრა იმაზე რაც იყო მიუხედავად იმისა რომ პირველი ტაიმი მოვიგეთ მაინც არ იყო მოსაწონი აი მეორეში უკვე შევუბერეთ მართალია ჟოზე ასეთ გუნდებთან თამაში უნდა მოკლა გოლებით და არა უკან დახევით
1
№3
ავტორი: dachi_mu
26 დეკემბერი 2016 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
zee kmayofili var <3 joze
1
№4
ავტორი: ikeoni
26 დეკემბერი 2016 23:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Saocari meore taimiii ese unda gavagzelot ❤️
0
№5
ავტორი: Manstark_United
26 დეკემბერი 2016 23:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
გუნდი თანდათან იხოდება და რაც მთავარია გამარჯვებების სერია გრძელდება.მიდლსბრო და ვესტ ჰემი დაგვრჩა და მერე პრემიერ ლიგაში ოთხეულის ბრძოლა ახლიდან იწყება fellow და ამ თამაშით ბევრ იქ მყოფს ვჯობივართ feel
0
№6
ავტორი: gache1991
26 დეკემბერი 2016 23:35
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მატივად უნდა მოვუგოთ მიდლსბროს,ყველაზე სუტი გნდია ჩემი აზრით,არსენალის და ტოტეს ნახევარდაცვა გაქრნენ ჩვენთან და მაგათი გასტონები და ას შემდეგ ვერაფერს იზავენ,ნეგრედოს ერთიკაცი და მორიგი გამარჯვება..პროსტა ვინმემ უნდა გატეხოს თორე არ შელება ესე უკვე თამაშებს ვიგებთ და მაღლა ვე ავდივართ...ჟირუს როგაუხმა :)))
0
№7
ავტორი: giorgi_mg
26 დეკემბერი 2016 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მიკი მარჯვნივ, ხან რუნი ხან მატა ცენტრში მარცხინ ხან მარსიალი ხან ლინგარდი ნუ ალაგ ალაგ რეშფორდიც და შოუ ფორმაში, მშვენიერი გუნდი იქნება.
ვერ ვიჯერებ ჯონსის და როხოს ასეთ კარგ დუეტს, თამაშიდან თამაშამდე აუმჯობესებენ ტიპები
1
№8
ავტორი: shotkin
26 დეკემბერი 2016 23:49
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ისე ერთი რამაა კიდე რაც მართლა უნდა გამოასწრორონ ძალიან ბევრი ყვითელი ბარათი გვაქ და პოგბა და იბრა მეორე წრეზე არიან უკვე და თამაშის გამოტოვებაც ემუქრებათ რუნის ერერას და ჯამში სულ ამ მომენტამდე 44 ყვითელი გვაქ და ძალიან ბევრია ერთადერთი ლივერპულს ჩავხედე და იმათ 25 აქვთ სხვაგუნდები არვიცი მარა ერთი შეხედვითაც ჩანს თამაშებში რო იბრა და პოგბაც უაზროდ იღებენ ამყვითლებს ზოგი უაზრო შელაპარაკებიტ ზოგიც უაზრო ფოლებით ეს უნდა გამოასწორონ თორე აგერ ლივერპულთან 4 თამაში გვაშორებს და ერერას და კიდე რამდენიმეს მატას თამადობით უკვე იმდენი ყვითელი აქვთ რო შეილება გამოტოვონ და ტეხავს
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
27 დეკემბერი 2016 00:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: shotkin
ისე ერთი რამაა კიდე რაც მართლა უნდა გამოასწრორონ ძალიან ბევრი ყვითელი ბარათი გვაქ და პოგბა და იბრა მეორე წრეზე არიან უკვე და თამაშის გამოტოვებაც ემუქრებათ რუნის ერერას და ჯამში სულ ამ მომენტამდე 44 ყვითელი გვაქ და ძალიან ბევრია ერთადერთი ლივერპულს ჩავხედე და იმათ 25 აქვთ სხვაგუნდები არვიცი მარა ერთი შეხედვითაც ჩანს თამაშებში რო იბრა და პოგბაც უაზროდ იღებენ ამყვითლებს ზოგი უაზრო შელაპარაკებიტ ზოგიც უაზრო ფოლებით ეს უნდა გამოასწორონ თორე აგერ ლივერპულთან 4 თამაში გვაშორებს და ერერას და კიდე რამდენიმეს მატას თამადობით უკვე იმდენი ყვითელი აქვთ რო შეილება გამოტოვონ და ტეხავს

გეთანხმები ცოტა თავი უნდა გააკონტროლონ, ბევრჯერ მიირეს არასაჭირო მომენტში ყვითლები
0
№10
ავტორი: stepno
27 დეკემბერი 2016 00:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მხითო მარსიალი მუდამ ძირითადში მინდა ვნახო :))
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top