თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2016, 22:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3611,
კომენტარები: 13
მოურინიოს ვერდიქტი "სანდერლენდთან" გამარჯვებაზე
ჟოზე მოურინიო მატჩის შემდგომ.
მოურინიოს ვერდიქტი
"სანდერლენდთან" "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვების შემდეგ ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა და მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

უკეთესი შესვენების შემდეგ

"მომეწონა მეორე ტაიმი. პირველი ტაიმი არ მომეწონა. 1-0 იყო ანგარიში და ვფიქრობ, ჩვენ სასარგებლოდ სუფთა პენალტი უნდა დანიშნულიყო (როცა ლამინ კონემ ხუან მატა წააქცია საჯარიმოში). მიუხედავად ამისა, არ ვთვლი, რომ ტაიმის 1-0 მოგება დავიმსახურეთ. კარგად ორგანიზებულნი იყვნენ, ეს გუნდი აქ ჩასაკეტად ჩამოვიდა და კონტრშეტევაზე სახიფათო იყო ანიჩებეზე გრძელი გადაცემებით, რომელსაც ბურთი უნდა დაეჭირა და ისინი ამას კარგად აკეთებდნენ. მეორე ტაიმში ის თამაში ვითამაშეთ, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაჩვენებდით, ინტენსიურობით, კრეატიულობითა და დინამიურობით გამოვირჩეოდით. მეორე ტაიმი ძალიან მომეწონა, რამეთუ ხუთი ან ექვსი გოლის გატანა შეგვეძლო. ეს სამი ქულაა, 12 ქულა ოთხ მატჩში. კარგად დიდი ხანია ვთამაშობთ, მაგრამ ახლა ქულები გვჭირდებოდა."

შესვენების ინსტრუქციები

"ის ვუთხარი, რომ თამაში ჩვენი კონტროლით მიმდინარეობდა, მაგრამ ეს აპათეტიკური კონტროლი იყო. ვერასდროს მიხვდები, რა მოხდება. თამაშზე ბოლო უნდა მოგვეღო, უფრო მაღალი პრესინგი გვეთამაშა, უფრო სწრაფი და მოკლე პასები გვეთებინა, ბურთით უფრო სწრაფად უნდა გვემოქმედა. თამაში სულ სხვა დონეზე უნდა გადაგვეყვანა და ეს მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან მვოახერხეთ. მიკისა და მარსიალის წყალობით მატჩს უფრო მეტი ინტენსიურობა შევძინეთ და მეორე და მესამე გოლები გავიტანეთ."

მიკის გოლი რაღაც განსაკუთრებული იყო

"თავისი კარიერის განმავლობაში დიდებული გოლები გაუტანია. ამჟამად გოლებიც გააქვს, თავდაცვაშიც მოქმედებს და კრეატიულიცაა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ტრავმის მოშუშების შემდეგ ასე დაბრუნდა, ბედნიერება იგრძნო და მიხვდა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილ ხალხს ის უყვარს. მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია."

ზლატანი ფორმაშია


"უფრო მეტი უნდა გაეტანა! შეეძლო ანგარიში 2-0 გაეხადა, როცა პიკფორდის წინ გავიდა და მე ვიფიქრე: "2-0 და თამაში დასრულდა, მაგრამ არა". თუმცა, გოლებისგან დამოუკიდებლად საოცრად შრომობს. ვხედავდი, რომ კონესა და პაპი ჯილობოჯის უკან ჩარბოდა, ისინი კი ახალგაზრდები არიან, მაგრამ მათ სისწრაფეშიც აჯობა და ძალაშიც. დიდებულია."

შემდეგი "მიდლსბროა"

"რთული იქნება. "მიდლსბროს" ქულები სჭირდება, რადგან დღეს "ბარნლისთან" წააგეს. აიტორ კარანკა აქ მათ ასაღებად ჩამოვა და ის ჩემი კარგი მეგობარია. ფეხბურთში მეგობრობას ივიწყებენ და აქ მატჩიდან რაღაცის წასაღებად ჩამოვა. კიდევ ერთი რთული მატჩი გველის."

ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: dybbuk
27 დეკემბერი 2016 01:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ამ ლინგარდს რატო აყენებს სასტავში ეს კაცი ვერ გავიგე, ნერვები მეშლება ესეთ უაზრო ამოჩემებებზე, ტიპს არანაირი სარგებელი არ მოაქვს, უბრალოდ ავსებს გუნდის რაოდენობას 11მდე, ამ მარსიალს რა ვუთხარი ლინგარდი რო ახევს ადგილს სასტავში, ეგეც რო მოიხოდოს ძალიან სწრაფი შეტევა გვეყოლება, ვერა და ვერ გამოვიდა ტიპი დეპრესიიდან არადა რამხელა პოტენციალი აქვს, ვინ გააკარებდა ლინგარდს ეგ რო ფორმაში იყოს, მაგრამ როგორც არაა ისეც მირჩევნია იმ ცენზურავოზნაეტსახიანს
0
№12
ავტორი: mufc1878
27 დეკემბერი 2016 04:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: gache1991
მატივად უნდა მოვუგოთ მიდლსბროს,ყველაზე სუტი გნდია ჩემი აზრით,არსენალის და ტოტეს ნახევარდაცვა გაქრნენ ჩვენთან და მაგათი გასტონები და ას შემდეგ ვერაფერს იზავენ,ნეგრედოს ერთიკაცი და მორიგი გამარჯვება..პროსტა ვინმემ უნდა გატეხოს თორე არ შელება ესე უკვე თამაშებს ვიგებთ და მაღლა ვე ავდივართ...ჟირუს როგაუხმა :)))


ამ ტურის მერე ლივერპული სიტია და შემცირდება რომელიმესთან კიდე სხვაობა.იასნია ჩვენ მოვიგებთ
0
№13
ავტორი: kobinio
27 დეკემბერი 2016 19:19
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
433 magaria
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top