ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში ბოქსინგ დეიზე იმიტომ ვერ მოხვდა, რომ ვაჯრიშზე მცირე ტრავმა მიიღო.
კაპიტნის მონაწილეობა საეჭვოა "მიდლსბროსთან" მატჩშიც, რომელიც ახალი წლის წინა ღამეს გაიმარტება.
როცა მოურინიოს "შავი კატების" დამარცხების შემდეგ ჰკითხეს, რუნი "ბოროსთან" ითამაშებდა თუ არა, მან უპასუხა: "სიმართლე გითხრათ, არა მგონია. იმედი კი მაქვს. მინდა, რომ ხელმისაწვდომი იყოს, მისნაირი მოთამაშის ყოლა ყოველთვის მენდომება, მაგრამ მე ჩემი ეჭვები მაქვს. ვნახოთ, რას გვიჩვენებს მოვლენათა სამომავლო განვითარება.
უცნაური კუნთია, დიდი კუნთი, რომელსაც გარს პატარა კუნთები ახვევია, ის დაზიანებულიც შეიძლება იყოს, მაგრამ მაინც უპრობლემოდ იმოძრაო. თავს ძალიან თავდაჯერებულად ვერ გრძნობდა. დიდი ხნით არ იუქმებს, მაგრამ მეეჭვება, ოთხ დღეში შეძლოს გამოჯანმრთელება".
მოურინიოს მატჩის წინ "სქაი სპორტსის" ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რუნი გადატვირთული გრაფიკის გამო ხომ არ დაასვენა: "არა, ნამდვილად არა, რადგან მომდევნო მატჩი 31-შია. ეს არ არის პრობლემა. პრობლემა ის იქნება, 31-ში რომ ვითამაშებთ, მერე კი 2-ში გვექნება მომდევნო მატჩი. ეს პრობლემაა ჩვენთვის, "სანდერლენდს" კი პრივილეგია ექნება, მაგრამ არა ჩვენ.
რუნიმ გუშინდელ ვარჯიშზე ცუდად იგრძნობ თავი და ყველანი შევთანხმდით, რომ მისთვისაც და ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა, თუკი დღეს არ ითამაშებდა".